Tag Archives: პრობლემა

სიმარტივის ძიებაში

ხშირად მაინტერესებს ის ფაქტი, უნდა მიხაროდეს რომ ქართველი ვარ თუ პირიქით, თუმცა ეს იმაზეა ხოლმე დამოკიდებული რა კუთხით ვიფიქრებ ამ უკანასკნელზე.. ამ შემთხვევაში პოზიტიური კუთხით მომზირალი თვალი უნდა მივაპყრო ამ საკითხს და მადლობა ვუთხრა ჩემს ქართველობას კიდევ ერთხელ. რომ არა იგი მე ხომ ვერ დავფიქრდებოდი ამდენ პრობლემასა და საზოგადოების უუნარობაზე, მათ დაბალ ცნობიერებაზე და ჭირსა და დოზანაზე… მოკლედ ამ შემთხვევაში მინდა ისევ ზედაპირულად ვუკბინო იმ საკითხებს რაც ჩვენთან ძალიან კოჭლობს და გვინდა რომ გამოსწორდეს…უამრავია პრობლემა, გამოსწორების იმედი არ მაქვს მე, უბრალოდ ვწერ, იმიტომ რომნ წერის სურვილი გამიჩნდა და ჩემი ბლოგი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

მინდა ორიოდე სიტყვა ადამიანის ინდივიდუალურობაზე ვთქვა. ჩემი აზრით, ეს  უკანასკნელი არაა ისე აღქმული ყველა ადამიანში და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მათთვის ვისაც ეს ასე ვთქვათ ღრმად აქვს გამჯდარი.

რას ნიშნავს იყო თავისუფალი? ნუ რა თქმა უნდა ამას ზუსტად ვერ განვმარტავ და არც ვეცდები, რადგან არ განიმარტება თავისუფლება, ის მხოლოდ უნდა ჩამოიყალიბო.

ადამიანი იბადები როგორც თავისუფალი არსება,იმ შესაძლებლობებით რომ ჩამოიყალიბო შენი პიროვნება სხვათა დახმარების გარეშე.. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ახალგაზრდობის უმეტესობა მართულია უფროსი თაობის მიერ. რა იგულისხმება მართვაში? კონკრეტულად ის ფაქტი რომ მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალური შეხედულება რაიმე კონკრეტულზე და ისინი მუდმივად არიან გავლენის ქვეშ მოქცეულნი.

ეხლა ისე მიმყავს საქმე ეგზისტენცლიალიზმში უნდა გავტოპო, უამისოდ ვერ გავივლი ამ გზას. ანუ მე ადამიანს ამ ეტაპზე ყველაზე პირველ ადგილას ვაყენებ  როგორც ამას ეგზისტენციალიზმი აკეთებს. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში.მთავარი მაინც ისაა თუ რა დონეზე აცნობიერებს ადამიანი ყოველივეს, ასე რომ ვთქვათ ეს დამოკიდებულია ინდივიდის შესაძლებლობაზე თუ რამდენად ღრმად და კარგად გაიაზრებს ყოველივეს. თუმცაღა ჩვენს სინამდვილეში არამც თუ ეგზისტენციალიზმის გაგება არ არსებობს არამედ არანაირი წარმოდგენა არ არის საკუთარი პიროვნების წვდომისა. დღეს თავისუფლება ის ჰგონიათ რომ შეუძლიათ რაიმე აკრძალულის კეთება თუ ეს მათ სურვილში შედის,თუმცაღა ეს ასე არაა. კატეგორიულ იმპერატივს შევეხებოდი სიამოვნებით მაგრამ მეზარება,სხვა გზით წამიყვანს. ხოდა ის მაწუხებს მე რომ განა ის არაა კარგი რომ თავისუფლები ვართ ? ისიც კარგია რომ რაღაცას ვაფუჭებთ იმიტომ რომ ასე დავამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. ისიც კარგია ეკლესიაში რომ დავდივართ და ვფანატიკოსობთ მაგრამ ხალხნო, ეს ტვინი რომ ქვია და წესით თავში რომ დევს, იმიტომ არის რომ დავფიქრდეთ იმ გარემოებებზე რაც ჩვენს გარშემოა, გავიაზროთ რას ვაკეთებთ, თუ ლოცვაა, გააზრებულად ვილოცოთ და ისე კი არა ზიარების მერე ეკლესიიდან გამოსულმა ვთქვათ რომ  – ბოზისშვილივიყო რაღაც მომეშვა თითქოსო. არამედ ყველაფერი უნდა იყოს სწორად გაკეთებული და არა ფორმალობა..ყველამ კარგად ვიცით რომ საქართელო მიბაძვისა და გავლენების ქვეყანაა, მართალია ძნელია ეს ეტაპი ასე ადვილად გადაილახოს მაგრამ თუ საკუთარ თავში არ ჩამოვიყალიბეთ ჩვენი ხედვა და აზრი რომელიც ჩვენგან მოდის და არაა ვინმე “ბრატ”-ისგან ჩაჭედილი თავში მაშინ ძალიან დიდ ნახტომს გავაკეთებთ.

ეს არ ეხება მხოლოდ აზროვნებას და ხედვას, ეს მოქმედებს და ვრცელდება:მუსიკაზე, ჩაცმის სტილზე და უკვე საქართველოში მგონი ისე ვართ გემოვნებაზეც აღარ ვდაობთ, ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით. – ხო, რავი.. აი ამ ორი სიტყვით შემოიფარგლება ხოლმე ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასე მგონია რომ ბინდში ვარ, სიმარტივეს ვეძებ. უმეცრებით გართულებული ერთფეროვნება კი საშუალებას არ მაძლევს თავისუფლად აღვიქვა ის ადგილი სადაც მე ვცხოვრობ.

ესეც ჩემი ორიოდე დადებითი სიტყვა ჩვენს საზოგადოებაზე. ეხლა პირველი ქვა იმან მესროლოს ვისაც პრეტენზია აქვს..


მივედი

იქამდე ვყვიროდი სანამ ჩემმა ხმამ დაწვრილება არ დაიწყო. გუშინ თაკო გაჩერებამდე მივაცილე და სახლში ვბრუნდებოდი, ის ის იყო ჩემს ტრადიციულ ყვითელ ავტობუსში ვაპირებდი ასვლას რომ წარსული გამახსენდა და გადავიფიქრე.ხო რა, აღარ ავედი. ოდესღაც მარტო სიარული მიყვარდა, მუსიკალური გაფორმებებით და თავისი დაგრუზვებით. ძალიან ჩქარი ტემპით მივდიოდი ქუჩაში,ხალხის მზერას ვგრძნობდი მაგრამ მუსიკა ტვინს უკვე ღრმად იყო ჩაბღაუჭებული და მგონი არც აპირებდა მის იქიდან განთავსუფლებას. ხალხი კადრიდან მალე ქრებოდა, უაზრო ფერები,უკვე ჩაბნელებული თვალები შორს ვეღარ აფიქსირებდნენ სხეულებს. მახსოვს თვალი გავახილე და შავი უფსკრული დავინახე,გარშემო ხეები.ეს ადგილი მეცნო,აქ ასეთ დროს ხშირად მოვდივარ, საერთოდ აქ ან დაწყნარდები ,ან თუ ვერ და გამოსავალიც აქვეა უფსკრულში. აქ, სველ ბალახზე, შავი თვალებით თბილისს ვუყურებ,ბევრს ვერაფერს ვხედავ. მეზიზღება ხალხი რომელიც ხედავს და არ იაზრებს. უფსკრული ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მე იმას ვიაზრებ რაც ჩემი შავი თვალების მიღმაა,აი ესაა პრობლემა,დიდი პრობლემა,ჩემი არა ოღონდ,მათი,ხო,მათი.ეკლესია ანათებს,ნუ კარგად ვერ ვხედავ მაგრამ ფორმით ეგ უნდა იყოს,პირჯვარს ვიწერ და უფსკრულში ვეშვები. ქარი მიბერავს,ძალიან დიდი სისწრაფეა,მეშინია სისწრაფის,თაკო მახსენდება,უი თაკო.. ეხლა კაი დროსია.მორჩა

მობილურზე, რომელიც იქვე ხესთან ეგდო ანათებდა, ათი შემოსული ზარი დედასგან და ერთი მესიჯი თაკოსგან ტექსტით –  მივედი.