ამბავი ქალზე რომელსაც ყველა იცნობს

პუშკინის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფრანგული ენის სპეციალისტი იყო, ერთი პირობა იფიქრა ბავშვებს მოვამზადებო მაგრამ მალევე გადაიწურა იმედი, რადგან იმხანად ვერავინ ნახა მსურველი. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, თუმცა სულ თავისუფალი დრო ჰქონდა, ასე რომ სულ წიგნებში ატარებდა დღეებს. არასდროს უყვარდა საკუთარ თავზე ზრუნვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა თუმცა ბიჭებს ხარბად აცქერდებოდა ხოლმე. ძირითადად იზოს ვიწრო წრე ჰყავდა, ერთი მეგობარი სესილი და დანარჩენი ნათესავები, ცოტა არ იყოს იზო ჭორიკანა იყო, უყვარდა მის ნათესავებზე ლაპარაკი, ზოგჯერ ჩაუსაფრდებოდა და ისმენდა რაღაცეებს, ერთხელ მარგოს და ანზორის სექს შეუსწრო, ნუ უეცრად წააწყდა, ვერ გაეგო დაორსულდა თუ არა მარგო, თუმცა რას გაიგებდა, მალევე წამოვიდა იქიდან.
იზოს თავისი მეზობელი შეუყვარდა, ნუ მართალია ახლოსაც არ იცნობდა მაგრამ ძალიან უყვარდა, ლექსებს თარგმნიდა ფრანგულიდან და სულ მის სატრფოს უძღვნიდა, ოღონდ მხოლოდ გულში. მორიდებული იყო ძალიან იზო.

ზაფხული იყო, სოფელში დედას გაჰყვა მოსახმარებლად. იზოს მამა არც ახსოვდა, პატარა იყო რომ მიატოვა და მოსკოვში წავიდა. ხოდა იყო ახლა იზო დედასთან და უსრულებდა ყველა სურვილს. ერთხელ ფანჯრებს სწმენდდა და გადმოვარდა, როგორც თვითონ ამბობს თავი დაარტყა ძირს და მას მერე დაიწყო ყველაფერი. რას ნიშნავს ყველაფერი? ნუ პირველი სატრფო გადაავიწყდა, და ძალიან ბევრი რამ, ნუ უბრალო ამნეზია იყო. იზოს დედა ძალიან ანერვიულებულა და ქალაქში ექიმთან მიუყვანია გონდაკარგული. სახლში მალევე გაუშვეს მაგრამ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, არ ახსოვდა არაფერი,ექიმბაში ჰყავდა ის უვლიდა, სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით რომ მოსწონდა ამ ჩვენს ექიმბაშს იზო, თან ჰყვებოდა ხოლმე. მკურნალობა უკეთესობისკენ მიდიოდა, იზომ გახსენება დაიწყო, შეეძლო დაემახსოვრებინა რაღაცეები თუმცა ფაქტი იყო რომ მკურნალობა შველიდა. დედა დაეღუპა, თუმცა მას არ უთხრეს, ისევ მისი ჯამრთელობის გამო.

იზო მომჯობინდა, ახლა მისი ექიმბაში მასთან რჩებოდა ხოლმე, თუმცა სამწუხაროდ ისიც დაიღუპა ტრაგიკულად, თუმცა როგორ არ ვიცი, ამას არასდროს ამბობს იზო, ნუ ალბათ არ ახსოვს, ხოდა სწორედ მის სიკვდილს აბრალებს იზო თავისი მდგომარეობის გაუარესებას.

ახლა სად ცხოვრობს ვერ ამბობს. მეშინიაო, თუმცა ანზორის თეთრეული შენახული აქვს და არ იყენებს. ქუჩაში სიარულისას ფრანგული ლექსები ხშირად ახსენდება, ასევე ახსენდება მარგოს ამბავი და ვარაუდობს რომ მას შვილი ჰყავს და თუ თქვენ მიგამსგავსათ ნუ გაგიკვირდებათ უბრალოდ გაუგეთ, ნუ გაექცევით და ნუ შეგაშინებთ ეს ის იზოა რომელიც ყველაზე პატივსაცემ ადამიანად მიმაჩნია და მსიამოვნებს მასთან საუბარი ხოლმე, მიკვირს , და მახალისებს ის ფაქტი რომ მარქს და ენგელს მეძახის, სახალისოა ხო, ჩემთვის არასდროს მოუთხოვია ოცი თეთრი, მე მარგოს შვილს მიმასგავსა, სწორედ მას მერე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა.

საღამოობით როცა სახლისკენ გზას გაუყვება ხოლმე მეზობლის ფანჯარას შეავლებს თვალს, ჰგონია რომ იქიდან ვიღაც უთვალთალებს , გული აუძგერდება და ახალგაზრდობაში ფრანგულიდან ნათარგმნი ლექსი ახსენდება ხოლმე. ასე გრძელდება ყოველ დღე თუმცა არავინ იცის იმ ქალის ამბავი რომელსაც მთელი თბილისი იცნობს თან ასე ცუდად, ირონიულად და ზურშექცევით.

პ.ს. ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობით დავწერე, რაც თვეების განმავლობაში იზოსთან საუბრისას მეორდებოდა ხოლმე, შევკრიბე და ერთ ამბად გადმოგეცით, ის მან შეიძლება ასე თანმიმდევრულად ვერ მოგიყვეთ.


15 responses to “ამბავი ქალზე რომელსაც ყველა იცნობს

  • SofisT CinIKoS

    სევდიანი – ასევე ნაღვლიანიც, პირქუში – ასევე მოთბო, სახალისო – ასევე ტრაგიკულიც (მგონი სწორედ ამიტომაც…),
    საბედისწერო და სასაცილო… “…არარაობავ დედაკაცი უნდა გერქვას შენ…” …

  • lex tempus

    “ასე ცუდად, ირონიულად და ზურშექცევით”…
    გულზე მომხვდა… მეც ხომ ასე ვარ…

  • 13thcinnamon

    მაპატიე, პირველი შეხედვით ვიფიქრე ბლოგსფეროს მორიგი მდარე პოსტიათქო, მაგრამ როგორც კი სურათი ვნახე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გამათბო კიდევაც და გამაჟრიალა. რაღაცნაირი გემო და შეგრძნება დამიტოვა, საფიქრალი, სანანებელი.

    😦

  • qristina

    ეს ქალი თითქმის ყოველდღე მხვდებოდა და ვერც წარმოვიდგენდი მსგავს რამეს… შეიძლება მართალი აცრ არის, მაგრამ მაინც ნაღვლიანი ისტორიაა :(((

  • nino

    genacvale gioo…..mec vici es qali dzalian swrapad molaparake ,,,ratomgac sul mashin mxvdeba roca cud xasiatze var da arasasurveli mzerit vacileb :(:(:(:(

  • AKACIA

    ჩემო პატარებო ეს ქალბატონი კარგა ხნის აღმოჩენილი გახლავთ და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს სტუდენტურ ელიტაში. ჯერ მარტო ჩემ სტუდენტობის დროს ამ ქალს დასდევდნენ 3-4 კურსის სტუდენტები რომ მათთვის ან საკურსო დაეწერა ან რაიმე უცნაური წიგნები ეშოვნა… ის რომ ამ ქალს არავინ იცნოს ეს სიმართლე არაა. უბრალოდ თაობა მოდის ისეთი, რომელიც ხალხს ყურადღებას აღარ აქცევს. ვერ ურთიერთობენ ისეთებთან ვისაც ფეისბუქი, ოდნოები, სკაიპი და ა.შ. არ აქვს.

    როგორც ერთი ჩემი ცხონებული მეგობარი იტყოდა “არაფერია ახალი მზის ქვეშ”

    • kontua

      თუმცაღა როგორც შენ ალბათ და ასევე სხვა დანარჩენი სტუდენტები ამ ქალს თქვენი საქმეებისთვის იყენებდით და სასწავლო მასალებს ართმევდით და მისი მდგომარეობა არც არასდროს გადარდებდათ, ახლა არანაირი მასალა არ აქვს იმიტომ რომ ერთმა სავარაუდოდ თქვენი ეპოქის სტუდენტმა მოატყუა და რაც წიგნები ჰქონდა სულ წაიღო, როგორც თვითონ ამბობს ეხლა იმ ბიჭს ვეღარ პოულობს. ახლა იმიტომაც აღარავის სჭირდება..

      მზის ქვეშ არაფერია ახალი, უბრალოდ ბევრი რამ დავიწყებას მიეცემა ხოლმე რადგან ეს მათ არ სჭირდებათ.

  • nateli.monada

    ragacnairi sevdiani da tan iseti postia, tavidan ar momewona maincdamainc vifikre ragac amjerad agar gamosvlia metki kargi, magram mere ukve kvelaferi tavis adgilze dadga da saeto jamshi momewona kargia,
    kidev alba bevri akvs satkmeli izos…

  • alex

    eh ilo neta ar atrakebde ra :))))
    moginda markesoba?:)

  • ბაბისა

    😦
    izos vin ar icnobs
    zalian didi xnidan maxsovs
    shemecoda kide ufro :\

  • Doloress

    ძალიან კარგი ისტორიაა, თუმცა უკეთესად შეიძლებოდა დაწერა.. წმინდა მხატვრული თვალსაზრისით. 🙂

  • KaraliokA

    ფაქტია, რომ წამის მუმიფიცირება შეგიძლია! : )

  • nino

    ra saintereso istoriebitaa savse es cxovreba…

დატოვე კომენტარი