Monthly Archives: სექტემბერი 2010

წერილი

“აქქქქ დაბნეული სამყაროს ცხელი წვეთები ეცემიან. – სამაგიეროდ  მე შენი ღიმილი გაცილებით მხიბლავს.”

როცა გადავწყვეტ ხოლმე რომ რამე დავწერო ეს იმას ნიშნავს რომ ის თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, წერის დროს იმდენს განვიცდი ხოლმე რომ ეს ემოცია შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ დავხარჯო ერთად დაგროვილი.

ახლა წერილს გწერ, სხვა საშუალება არ გამაჩნია იმისთვის რომ გეკონტაკტო, შეიძლება გამაჩნია კიდეც მაგრამ რატომღაც მომინდა ბლოგზე მომეყოლა რაღაცეები. იცი? მე ვცდილობ რომ ჩემი სამყარო მქონდეს, მყავდეს საყვარელი ხალხი გარშემო, ვაკეთებდე იმას რაც მსიამოვნებს და ვიყო თავისუფალი, თუმცა ჩემი თავისუფელება არაა სრულყოფილი,რაღაც აკლია.

ხეტიალი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ამ ბოლო ხანებში ამის დრო თითქმის არ მაქვს მაინც ვნახულობ შესაფერის მომენტს სიარულისთვის და ფიქრისთვის.დღეს შენზე ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ, ისე, უბრალოდ ამეკვიატე, თან მეღიმებოდა.

ისე ვწერ რა ემოციებითაც ჩემში იღვრები, ღამეა,მუსიკაც არ ისმის მაგრამ მე ის ღიმილი მაინც მახალისებს,ერთობ მისტიური და ხმაურიანი.

ზოგჯერ მგონია რომ საუკუნეებია გიცნობ თუმცა არა, ვიცი რომ ვცდები მაგრამ ვუშვებ მეორე ფაქტს რომ მე კარგად მესმის შენი ანუ უფრო ჩემეულად რომ ვთქვა, გგრძნობ.

ვაზვიადებ? – არა, არ ვაზვიადებ,წერისას ასე ვარ მგრძნობიარე და ვცდილობ ყველაფერი ვწერო რაც თავში მომდის.

მე ლამაზად ფიქრი შემიძლია, მსიამოვნებს ჩემს ფიქრს რომ ვკითხულობ ხოლმე წერის დასრულების შემდეგ. ხშირად ასეთი სასიამოვნო არაა ხოლმე ფიქრი, ალბათ გააჩნია ვინ გაძლევს ამის საფუძველს. ხოდა სწორედაც რომ…

მინდა ამ საფუძვლისთვის მადლობა გითხრა

ამ წერილს მაშინ ვწერ როცა შენ ალბათ გძინავს, თუმცა არაფერია ხვალ ხომ ნახავ , ან სულაც ზეგ…  არ ვიცი…

ძილი ნებისა

Advertisements

კიდევ ერთი შეშლილი პოსტი

ბევრს უხარია,ბევრი განცდის,დეპრესიაში ვარდება და ჰგონია რომ ეს მდგომარეობა მათზე ძლიერია,რადგან არ იციან როგორ მართონ საკუთარი თავი.

“მართე შენი გონება თორემ ის გმართავს შენ”. გამოდის რომ ამას არც არავინ უფიქრდება, ეს ფრაზა ყველა სფეროს ეხება,თვით რელიგიებსაც კი.

როცა ქუჩაში დავდივარ, ხალხში ადვილად ვამჩნევ მათ განწყობას,ძალიან ბევრი განადგურებულია იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ იციან რომ მათ გონებას გაცილებით მეტი შეუძლია,უბრალოდ ან არ უნდათ კარგად იყვნენ ან ფიქრი ეზარებათ.

იცოდე თუ საკუთარ თავს არ მიხედე და ბევრი არ იფიქრე განადგურდები.

მელოდიასაც გააჩნია, არის მელოდიები რომლებიც გვიქმნიან განწყობას, არის მელოდები რომლებიც გვიბიძგებენ რომ ვიფიქროთ, მელოდიები რომლებიც გძაბავენ და გვაგიჟებენ,გვაწერინებენ და ბატონობენ იმ მომენტში ჩვენზე.ჩვენ შეგვიძლია ესეც ვაკონტროლოთ იმიტომ რომ გონებას ეს შეუძლია.

ბნელი თვალებით შავ ქუჩებში მიყვარს სიარული,ჩემი მელოდიითა და არეული ფიქრებით,ვგრძნობ რომ ამ დროს ყველაზე თავისუფალი ვარ. თავისუფლება ისაა რაც შენთვის არის თავისუფლება… სხვისთვის ღმერთია თავისუფლება და მისდამი მორჩილება, ჩემთვის მორჩილება თავისუფლებას ზღუდავს.

ზოგჯერ მომავალსაც ვერ ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩემი თავისუფლება სად წამიყვანს არ ვიცი.

ერთი ზუსტად ვიცი, მე გამაჩნია აზროვნების უნარი, შემიძლია ვიფიქრო ყველაფერზე დაუსრულებლად და ზომიერად, არ მეშინია, იმიტომ რომ შემიძლია საკუთარი თავი ვმართო ნებისმიერ დროს,გავაკეთებ იმას რაც მომინდება და როგორც საჭირო იქნება.

მე კეთილი ვარ და ბედნიერი რადგან გამაჩნია საკუთარი შემეცნება ჩემი სამყარო და მეტი არაფერი მინდა.

არსებობს რაღაც ურთიერთობები რომლებიც ალამაზებენ ჩემს სამყაროს,ერთობ სასიამოვნოს და მელოდიურს ხდიან მას.

პ.ს. მე შენთან ერთად რომ ვარ სულ ვღიღინებ.


ციცაბო კლდე ხომ შეგიძლია წარმოიდგინო? იქიდან შემთხვევით გადმოვარდნილი კაცის ყვირილიც ხომ შეგიძლია წარმოიდგინო? – აი მე დამბურძგლა.

შეგიძლია ქუჩაში მარტოდ მოსიარულე ადამიანების ცივი ხელები იგრძნო? – აი მე შემაცია.

შეგიძლია მეგობრებისგან მიტოვებული ადამიანი წარმოიდგინო? – მე არა, თუმცა ერთხელ წარმოვიდგინე და მივხვდი რომ ეს შეუძლებელია მე დამემართოს.

შეგიძლია ნაცრისფერი წარმოდგინო მთელს დედამიწაზე? მხოლოდ ერთადერთი ფერი ნაცრისფერი. განა სიკვდილის ასოციაცია ფერებში ისევ შავი იქნება? აი მე კი როცა ვფიქრობ სულ ნაცრისფერში ვარ, ჩემთვის სიკვდილიც ნაცრისფერია და სიცოცხლეც. ორივე გვჭირდება.

ყველა კეთილი რომ იყოს განა  უფრო კეთილებს არ გამოვარჩევდით?

ჩვენ არაფერი გვაკმაყოფილებს ამ ცხოვრებაში, ერთმანეთს შეცდომებს არ ვპატიობთ და მზად ვართ გავწიროთ ერთმანეთი.

სიმარტივეშია სიკეთეც და სიყვარული.

მე სულ დავღამდები ტრადიციულ ნაცრისფერთან ერთად, ისევ გამეყინება ხელი მარტოს ქუჩაში, ისევ მოვუსმენ მელოდიას და დავიგრუზები რთულ რიტმებზე, მაგრამ ვიქნები სუფთა, კეთილი და მექნება სიყვარული ზოგადი, მეყვარება მეგობრები ქვეყანა, მარტოდ მოსიარულე ხალხი და მეც ბედნიერი ვიქნები მათთან ერთად.


ჩემი შეყვარებულის შეყვარებული ანუ ამბავი პირიქით

როგორც ამბობენ სტუდენტობის წლები ტკბილიაო, ჰოდა მეც მაგ სტიმულით ვიყავი უნივერსიტეტში,მოშიებული ენერგიითა და უშრეტ სითბოს ვასხივებდი. სად იყო და სად არა (სადღაც მეორე კურსზე) გავიცანი ერთი გოგო, რომელიც არ ჰგავდა სხვებს და სულ მცირე დროში ერთად აღმოვჩნდით. ვფიქრობდი რომ ასე იქნებოდა სულ და ეს ასე ყოფნა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა ჩემთვის, ერთი სიტყვით ყველაფერს ვიზამდი ამ ადამიანისთვის და ვაფრენდი ამ გოგოზე.(როგორც ძველები იტყოდნენ ბინდი მქონდა გადაკრული) ძალიან ბევრ სისულელეს ვაკეთებდით, შევდიოდით მაღაზიაში გამყიდველებს ვაწვალებდით იმიტომ რომ გვინდოდა მაცივრის ყიდვა ოჯახისთვის, ჩვენი მოსაწონი მაცივარი კი არ იყო არსად, შემდეგ უამრავ დეგუსტაციაზე ამოვყოფდით თავს და დღის ბოლოს არყის არომატით ვამთავრებდით.(მაშინ არ ვსვამდი)(ის სვამდა, მგონი ახლა აღარ)

ერთი წლის მერე ყველაფერი სულელურად დამთავრდა, ისე რომ ორივემ ყველაფერი კარგად ვიცოდით.. მერე ერთმანეთი მოგვენატრა მაგრამ ერთმანეთის ნახვა დაგვეზარა.ის სხვას ხვდებოდა მე სხვას, როცა მარტო იყო მწერდა რომ ვენატრები და ჩემზე ფიქრობს. მეც მენატრებოდა, მაგრამ მე ეს არ მითქვამს იმიტომ რომ მაშინ სხვას ვხვდებოდი.კიდევ გავიდა დრო, ის ისევ სხვას ხვდებოდა,მე მარტო ვიყავი მას ვენატრებოდი, ასე მწერდა, მეც მენატრებოდა მაგრამ არაფერს ვეუბნეოდი.ცოტა ხნის მერე ის სხვას ხვდებოდა, მეც. ერთი გოგო იყო, თითქოს რაღაც იყო ჩვენს შორის კარგი და თბილი, შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს და პაემანი დამინიშნეს ამჯერად ორივემ ერთად. სურპრიზად ძალიან გული მატკინეს ორივემ თან ისე რომ ცალკე ერთმა მითხრა ის მოგწონს შეგამჩნიე თვალებზეო, ცალკე მეორემ ის მოგწონს შეგამჩნიეო, საბოლო ჯამში ისე გავბრაზდი ორივესგან დისტანცია დავიჭირე და თითქმის შევიძულე. გავიდა დრო და მოვლბი, ის სხვას ხვდებოდა მაგრამ მომწერა მომენატრეო, ან შეიძლება არც არავის ხვდებოდა, მე ვუთხარი რომ გავბრაზდი და არ მინდა არაფერი.

მერე გავიგე რომ თურმე ვუყვარდი

მერე გავიგე რომ თურმე მე მისთვის ყველაზე საუკეთესო ადამიანი ვარ.

თუმცა გავიგე რომ მას შეუძლია ძალიან ადვილად დამაბრუნოს უკან, როგორც ბუკინისტებს უბრუნებენ დაწუნებულ წიგნებს. შეუძლია არ გამოჩნდეს ჩემთან ერთად როცა მისი მეგობრები არიან, მას მაშინ ვჭირდები როცა მარტონი ვართ და მხოლოდ ჩვენ.

ახლა არ ვიცი სადაა, არც ის ვიცი ვისთან ერთად და არც ის ვიცი ვენატრები თუ არა. მე არ ვარ მარტო ახლა, უბრალოდ შენი პოსტი წავიკითხე და მეც მომინდა რაღაც დამეწერა მსგავს თემაზე.

პ.ს. გული ვის არ არევია? კაი რა 😀


ფართოდ გახელილი თვალები

სათაურზე ბევრი ვიცინე… რაღაც თითქოს ორაზროვანია და პოსტის სათაურადაც ამიტომ გავუშვი… საერთოდ ბევრი რამაა ორაზროვანი და არა მარტო ორი, სამიც შეიძლება იყოს  და ოთხიც, “მთავარია კაცი იყო”-ო როგორც ბრძენები იტყოდნენ და რუპორში მამაო ჩვენოს თქმაც შეგეძლოს.

მოკლედ სად იყო და სად არა მეც მომინდა გულწრფელობანას თამაში და ამისთვის ჩემი ბლოგი იდეალური ადგილია, ყოველთვის ნახულობს ადრესატს და გულშიც გემრიელად იცის ხოლმე მოხვედრა. მე საკუთარ თავს შევამჩნიე რომ ბევრი სითბო შემომწოლია და თან დიდი ხანია პოსტიც არ დამიწერია ბლოგზე, ხოდა აი, მეც გულწრფელობაში ჩაშვებული ველამუნები ჩემს კლავიატურას და მზად ვარ ნებისმიერ საკითხს მოვუარო და ჩემებურად დაგიდოთ წინ.

თითქოს კეთილი გავხდი, მხიარული ვარ(უფრო) და მიხარია ყოველი დღე. ჩემი საქმეც გამომიჩნდა და ერთობ საქმიან ადამიანადაც მივიჩნევ საკუთარ თავს(წინა დროსთან შედარებით) ხოდა ახლა ყოველი წუთი და წამი ძალიან დატვირთული მაქვს და ვწუხვარ რომ დრო მალე გადის. თუმცა ფული მაინც არ მაქვს (მთავარია საქმე გიყვარდეს და გსიამოვნებდეს პროცესი, მაგრამ მგონი ეს ბრძენ ხალხს არ უთქვამს) ჰოდა რა ხდება ეხლა(უი მიმართვას ცოტა გვიან.) სად იყო და სად არა გამოჩნდა ერთი ადამიანი რომელმაც სითბო მაჩუქა(მომწარო არომატით) მე ძალიან მიხარია რომ  მას ვიცნობ და მგონია რომ დიდხანს გამყვება.კიდევ იმის თქმა მინდა რომ ამ პოსტის მიზანია თქვას რომ მე ძალიან კარგად ვარ,(შეიძლება ხვალ დავიგრუზო) მერე რა, (უი თხოვნებსაც ქვევიით ვიტყვი..) გაუგებრაად ვწერ ხო?? შენ გელაპარაკები ახლა, ვიცი ხვალ წაიკითხავ ამ პოსტს, ან დღეს, რა მნიშვნელობა აქვს. (მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს ამდენს არც ვიბოდიალებდი)

ნუ ითამაშებ როცა მე გულწრფელი ვარ.

ნუ შეიკავებ თავს მაშინ როცა ეს საჭირო არაა.(წავიდა ჩემი ბაგეებიდან ღაღადისი)

ნუ გგონია რომ მთავარი რაღაც სტატუსია, მთავარია გრძნობა და ის სიგიჟე რაც ამ გრძნობას მოაქვს.

ნუ გგონია რომ ყველაფერი ადვილად შეიძლება მოგვარდეს, გახსოვდეს დაკარგვის შანსი ყოველთვისაა.

ნუ ფიქრობ რომ ის რაღაც ყოველთის იქნება, მე მინდა რომ შენ ჩემზე ზრუნავდე და ეს ზრუნვაც შეიძლება სიმბოლური იყოს.

გასხივოსნებამდე ცოტა მიკლია, ნელ- ნელა მივხვდები რომ ცხოვრებას აზრი აქვს… სადღაც ამოვიკითხე, დაბადება უხარიათ შემდეგ სიკვდილი თრგუნავთ და შუაში რაცაა იმისთვის დრო არ რჩებათო.. აი მე კი მკიდია, იმიტომ რომ ვიცი ცხოვრება კარგია, იდეალური, სიკეთე და ჰარმონია ეს ის მაქსიმაა რასაც ხალხი რელიგიებში ეძებს…

ძალიან კარგად ვარ , არა იდეალურად, ხოდა მიხარია როცა ყველაფერს ვგრძნობ, შენს ხელს, შენს სუნთქვას და იმ ფართოდ გახელილ თვალებს რომელსაც ჩემთვის სითბო სიკეთე და ის სამყარო ჰქვია სადაც მე მიწევს ცხოვრება.(სადღიგრძელოსავით კი გამომივიდა)