Monthly Archives: აგვისტო 2011

აქ ყველაფერი კარგია

ბათუმში დასასვენებლად წავედი, ნუ თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული. ყველაფერი შეიცვალა, აღმოჩნდა რომ ხალხი არც ისე ბევრია, ზღვა არც თუ ისე სუფთა და ამინდები.  ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა და მეგობარმა ბარი გახსნა, ევროპის მოედანთან, ბარათაშვილის #1 ერედელის ბარი.

თუ ბათუმში ხარ და გინდა დალევა შეგიძლია ამ ადგილს მიმართო, სიტუაცია თავად შეგიძლია დაგეგმო, პირდაპირ ჯგუფის გვერდზე მოითხოვო როგორი გარემო გინდა და მეგობრებთან ერთად “გააჯაზო”.

რაც მთავარია მუსიკა ცოცხალია, სასმელი იაფი და ატმოსფერო ყოველთვის მეგობრული, ფაქტიურად დღე ისე მთავრდება ყველა მაგიდის სტუმარი ერთ მაგიდაზე იყრის თავს და ერთად სვამს, ნუ ეს რა თქმა უნდა ნებაყოფლობითია. ბარს ჰყავს ვიპ სტუმრები რომელთაც ფასდაკლება და პრიორიტეტები აქვთ სასმელთან და არამარტო, შესაბამისად ვინც ერედელის ბარს ხშირად სტუმრობს მას შეუძლია ვიპ ბარათი მოითხოვოს.

ბარში მუდმივად ხდება რაღაც, ახლა გამოფენა არის როგორც ფოტოგრაფების ასევე მხატვრების, რამოდენიმე დღის წინ M-TV-ის წარმომადგენლებმა უმეტესი ნაწილი ფოტოების იყიდეს და როგორც თავად თქვეს ბათუმის საუკეთესო ბარის გასახსენებლად ეს ყველაზე კარგი საშუალებაა.

ერედელის ბარში იმდენი საჩუქარია ხოლმე რომ ხალხი იბნევა. ეს ძალიან კარგია, საჩუქრები ხომ ყველას უყვარს, ხოდა ჩვენი ბარიც ყველასთვისაა.

მათ კი ვისაც უნდა ცოტა სასმელი, ან ბევრი, ან სულაც ძალიან ბევრი, ან უბრალოდ უყვარს ექსპერიმენტები და მზადაა იმისთვის რომ საკუთარი თავი გამოსცადოს ამის იდეალური შანსი არსებობს, ნებისმიერი სახის ალკოჰოლი და კოქტეილი, ამას ვერ ავგწერ ის უნდა გასინჯო, რაც მთავარია ეს ყველაფერიც ძალიან იაფად.

მოკლედ 20 ივლის დასასვენებლად ჩამოვედი და დღემდე აქ ვარ, უკვე თითქმის ერთი თვეა და სულ ერედელის ბარში იმიტომ რომ ძალიან კარგია, სიტუაცია რომელიც არასდროს გბეზრდება. ხოდა ხვალ პოეზიის საღამო გვაქვს ბლუზის თანხლებით, ასე რომ ყველას გირჩევთ ამ ბარში მოხვედრას.

ხო მართლა, აქ Wi-Fi არის და გადავწყვიტე ამ კარგ ადგილზე პოსტი დამეწერა.