Tag Archives: მეომარი

აგვისტოს ომი ყავის არომატით

– კლოდ. თვალი გავახილე თუ არა მაშინვე გავსძახე გოგოს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს,შეიძლება ითქვას ტრადიციაა მისი მოხმობა ჩემს ლოგინთან ყოველ დილით, თუმცა კლოდი ჩემს ხმას არ გამოხმაურებია.

– კლოდ,სახლში ხარ??ტელევიზორს არასდროს ტოვებდა ჩართულს,არ უყვარდა ზედმეტი ხმაური.საერთოდ კლოდს ოჯახური იდილია ძალიან უყვარს,ყოველთვის ძალიან ლამაზად აკეთებს ყველაფერს.ვიფიქრე ავდგები და მოვძებნი მეთქი მაგრამ საბედნიეროდ მისი ხმაც შემომესმა.

– მგონი უნდა ადგე იცი??

– რატომ კლოდ, მე ჯერ არც კი მიკოცნია შენთვის. გაღიმებული მივაშტერდი თეთრ ჭერს და მის პასუხს ველოდებოდი.

– ომი დაიწყო,მოდი ჩქარა! – მის ხმაში ისეთი შიში იგრძნობოდა რომ გადავწყვიტე ლოგინიდან წამოვმდგარიყავი.საერთოდ კლოდი არაა მშიშარა,ძალიან მამაცია, გამიკვირდა მისი ასეთი ხმა.კლოდი ტელევიზორთან მოკალათებულიყო, ლოყაზე ვაკოცე და მის ფეხთან დავჯექი.ომი მართლაც დაიწყო,წინა შემთხვევებთან დაკავშირებით ეს გაცილებით სერიოზული რამ იყო.კლოდმა შეშინებული თვალებით გადმომხედა.

– შენ წაგიყვანენ?

– კლოდ, არ ვიცი საყვარელო, არაფერია, რომ წავიდე მალევე ჩამოვალ. სანერვიულო არაფერია. ვიცოდი რომ სიტუაცია რომ კიდევ დაძაბულ იყო, მეც მომიწევდა იარაღის ხელში აღება, ერთ დროს მეც ვმსახურობდი ჯარში და არც თუ ისე ცუდად ვიცი იარაღის ხმარება.

შუა დღეს დარეკეს კიდეც. არ ვიცოდი კლოდისთქვის როგორ მეთქვა,ის ძალიან განიცდიდა ყველაფერს და არ ვიცოდი რა მოუვიდოდა მას ჩემს გარეშე.

– კლოდ. მოდი რა რაღაც უნდა გითხრა. არ ვიცოდი რითი უნდა დამეწყო.

– მოიცა რა! მგონი გორს ბომბავენ ეს დამპლები.

– კლოდ მოდი ! კლოოოოოოდ! – უნებლიედ ვიყვირე,ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ მეც ძალიან ვღელავდი.კლოდი უკვე ოთახში იყო, შეშინებული თვალები ჰქონდა. მე საერთოდ არ მჩვევია ხმამღლა საუბარი.

– კლოდ,მე დამირეკეს და უნდა წავიდე. თვალებში ვუყურებდი, შეეტყო რომ ყველაფერს მიხვდა. ცრემლები მოადგა და ერთიანად აცახცახდა.

– არა! შენ არ წახვალ, შენ მე არ გაგიშვებ.შენ არ მოგცემ უფლებას მოკვდე. არა შენ იქ მოკვდები და მეც მოვკდები. მირჩევნია ერთად მოვკვდეთ ვიდრე ცალ-ცალკე. ისტერიკა ჰქონდა,თავს ვეღარ აკონტროლებდა.ხელი მოვკიდე და მაგრად ჩავიხუტე.

– კლოდ, გაჩერდი! არ მოვკვდები , მე მალე დავბრუნდები და ისევ ერთად ვიქნები ძალიან კარგად, უბრალოდ რამოდენიმე დღე უნდა მოითმინო უჩემოდ.ჩემებთან გაგიყვან, იქ უსაფრთხოდ იქნები და გულსაც გადააყოლებ.გამშრალი იყო, თითქოს ყველა ემოცია დაეკარგა,თვალებს არ მაშორებდა.

– მიყვარხარ კლოდ! მიდი ჩაიცვი გთხოვ. ცრემლები მოსდიოდა და ჩემს ნივთებს დასწვდა.. – შეეშვი კლოდ ამას, მე ყველაფერი მაქვს იქ,შენ ჩაიცვი, გავდივართ.

კლოდი ჩემებთან ავიყვანე,მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა და სივრცესთვის ჰქონდა თვალები გაშტერებული, დედაჩემმა ცალკე ტირილი მორთო,მამაჩემი აწყნარებდა, გვერდით გავიხმე და ძალიან ვთხოვე, ისე როგორც არასდროს.

– მამა,გეხვეწები კლოდს მიმიხედე,ძალიან მიყვარს. გული აუჩუყდა და გულში ჩამიკრა,ყურში მიჩურჩულა,ფრთხილად იყავიო. არ მეგონა ასე მძიმე თუ იქნებოდა ყველაფერი,ყვითელ ავტობუსში ვიჯექით ფორმიანი ბიჭები და ცხინვალისკენ მივდიოდით,ვიცოდით რომ ბრძოლა მოგვიწევდა და თითქოს მზადაც ვიყავით ამისთვის.ყველას შეშინებული სახე ჰქონდა,ბევრს ჰყავდა შვილი სახლში დატოვებული და ფიქრობდა რომ ვერასდროს ნახავდა. ღამე იყო როცა ცხინვალში შვედით, ტყის გზაზე მივდიოდით, ჩვენს წინ კიდევ ერთი ავტობუსი მიდიოდა. სროლის ხმა გაისმა, წინა ავტობუსის ფანჯრები დაიმსხვრა,სისხლის წვეთები ჩანდა,გვერდიდან გვესროდნენ ოსები,იარაღის კონდახით შუშები დავამტვირიეთ და ტყის მხარეს გადავცვივდით,იმედი არ გვქონდა რომ წინა ავტობუსში ვინმე ცოცხალი დარჩებოდა. ჩაღრმავებული ადგილი ვნახეთ საიდანაც სროლა შეიძლებოდა, ცეცხლი გავხსენით,ტყვიის წუილის ხმები იყო,ხეებს ხვდებოდა ტყვიები, ნაგლეჯები ცვიოდა აქეთ-იქით. ქართველს მოარტყეს, დაიყვირა და უშნოდ დაიკლაკნა, ძირს დაგორდა და კანკალს მოჰყვა, ბიჭები მივარდნენ და ცდილობდნენ რამე ეშველათ მისთვის. ექვსი საათი ვისროდით,ცერა თითიდან სისხლი მომდიოდა,ტყვიების ლაგებამ დამიზიანა მიუჩვეველი ხელი. ტყვიები გაგვითავდა,უკან უნდა დაგვეხია,სხვა გზა არ იყო. ვფიქრობდი რომ აქ მოვკვდებოდით, კლოდი გამახსენდა. ახლა კლოდი სახლშია ყავას სვამს, ტელევიზორს ნერვიულად უყურებს და ტირის,მელოდება,ისე მელოდება ალბათ როგორც არასდროს ის კი არ იცის მე ეხლა რომ აქ მოვკდები, შეიძლება ვერც კი გვიპოვონ აქ,ტყეში.

გათენებული იყო როცა ტყიდან გამოვედით,ორი საათი მომყავდა ქართველი მეომარი რომელიც ჩემს მხარზე დაიღუპა, მთელი გზა გოგი დოლიძის სიმღერას ღიღინებდა,ხმალი ავლესოთ ქართველებოო.ძალიან მტკივნეული ღამე იყო ის ჩვენთვის, ბევრი რამ მოხდა, ბევრი დავკარგეთ და ვნახეთ.

საგუშაგოზე ვმორიგეობდი. რეზერვისტებიც იყვნენ იქ,ეს ბავშვები ძალიან დაბნეულები და შეშინებულები ჩანდნენ.კლოდის მესიჯი ვნახე. მიყვარხარ,იმედია კარგად ხარ და მალე ჩამოხვალო, მე კარგად ვარ და მთხოვდა, თავს გაუფრთხილდი მე თუ გიყვარვარო. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამან,ბურთი მომაწვა ყელში მინდოდა მეყვირა.

მესამე დღეს ბრძანება მოვიდა რომ უკან ვიხევდით,ჰაერი წავაგეთ,მსხვერპლი ბევრი იყო,ძალიან ბევრი.

აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი გავიდა,ალბათ მაშინ ვერც დავიჯერებდი რომ კლოდს კიდევ ვნახავდი და მასთან ერთად ვიქნებოდი მაგრამ ოცნება ამიხდა. მე და კლოდი ისევ ერთად ვართ,ახლა კლოდი ორსულადაა,ძალიან ბედნიერია მგონი გოგო გვეყოლება.მე მიხარია, გოგო მინდა, არასდროს წავა ომში და არ მექნება იმის შიში რომ ვეღარასდროს ვნახავ. ჩემ თავს ვერ ვპატიობ მამას სიკვდილს, ის სწორედ ჩემი ომში ყოფნის დროს დაიღუპა, ნერვიულობისგან.

ჩვენ ერთი ომის შვილები ვართ,ცხოვრებას იქიდან ვიწყებთ სადაც გვგონია რომ უნდა დავსრულდეთ.

კლოდ მე არასდროს წავალ შენგან