ჩემი შეყვარებულის შეყვარებული ანუ ამბავი პირიქით

როგორც ამბობენ სტუდენტობის წლები ტკბილიაო, ჰოდა მეც მაგ სტიმულით ვიყავი უნივერსიტეტში,მოშიებული ენერგიითა და უშრეტ სითბოს ვასხივებდი. სად იყო და სად არა (სადღაც მეორე კურსზე) გავიცანი ერთი გოგო, რომელიც არ ჰგავდა სხვებს და სულ მცირე დროში ერთად აღმოვჩნდით. ვფიქრობდი რომ ასე იქნებოდა სულ და ეს ასე ყოფნა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა ჩემთვის, ერთი სიტყვით ყველაფერს ვიზამდი ამ ადამიანისთვის და ვაფრენდი ამ გოგოზე.(როგორც ძველები იტყოდნენ ბინდი მქონდა გადაკრული) ძალიან ბევრ სისულელეს ვაკეთებდით, შევდიოდით მაღაზიაში გამყიდველებს ვაწვალებდით იმიტომ რომ გვინდოდა მაცივრის ყიდვა ოჯახისთვის, ჩვენი მოსაწონი მაცივარი კი არ იყო არსად, შემდეგ უამრავ დეგუსტაციაზე ამოვყოფდით თავს და დღის ბოლოს არყის არომატით ვამთავრებდით.(მაშინ არ ვსვამდი)(ის სვამდა, მგონი ახლა აღარ)

ერთი წლის მერე ყველაფერი სულელურად დამთავრდა, ისე რომ ორივემ ყველაფერი კარგად ვიცოდით.. მერე ერთმანეთი მოგვენატრა მაგრამ ერთმანეთის ნახვა დაგვეზარა.ის სხვას ხვდებოდა მე სხვას, როცა მარტო იყო მწერდა რომ ვენატრები და ჩემზე ფიქრობს. მეც მენატრებოდა, მაგრამ მე ეს არ მითქვამს იმიტომ რომ მაშინ სხვას ვხვდებოდი.კიდევ გავიდა დრო, ის ისევ სხვას ხვდებოდა,მე მარტო ვიყავი მას ვენატრებოდი, ასე მწერდა, მეც მენატრებოდა მაგრამ არაფერს ვეუბნეოდი.ცოტა ხნის მერე ის სხვას ხვდებოდა, მეც. ერთი გოგო იყო, თითქოს რაღაც იყო ჩვენს შორის კარგი და თბილი, შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს და პაემანი დამინიშნეს ამჯერად ორივემ ერთად. სურპრიზად ძალიან გული მატკინეს ორივემ თან ისე რომ ცალკე ერთმა მითხრა ის მოგწონს შეგამჩნიე თვალებზეო, ცალკე მეორემ ის მოგწონს შეგამჩნიეო, საბოლო ჯამში ისე გავბრაზდი ორივესგან დისტანცია დავიჭირე და თითქმის შევიძულე. გავიდა დრო და მოვლბი, ის სხვას ხვდებოდა მაგრამ მომწერა მომენატრეო, ან შეიძლება არც არავის ხვდებოდა, მე ვუთხარი რომ გავბრაზდი და არ მინდა არაფერი.

მერე გავიგე რომ თურმე ვუყვარდი

მერე გავიგე რომ თურმე მე მისთვის ყველაზე საუკეთესო ადამიანი ვარ.

თუმცა გავიგე რომ მას შეუძლია ძალიან ადვილად დამაბრუნოს უკან, როგორც ბუკინისტებს უბრუნებენ დაწუნებულ წიგნებს. შეუძლია არ გამოჩნდეს ჩემთან ერთად როცა მისი მეგობრები არიან, მას მაშინ ვჭირდები როცა მარტონი ვართ და მხოლოდ ჩვენ.

ახლა არ ვიცი სადაა, არც ის ვიცი ვისთან ერთად და არც ის ვიცი ვენატრები თუ არა. მე არ ვარ მარტო ახლა, უბრალოდ შენი პოსტი წავიკითხე და მეც მომინდა რაღაც დამეწერა მსგავს თემაზე.

პ.ს. გული ვის არ არევია? კაი რა😀


6 responses to “ჩემი შეყვარებულის შეყვარებული ანუ ამბავი პირიქით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: