დანგრეული ქალაქი

დილით ლოგინი არც გამისწორებია ისე გავარდი უნივერსიტეტში, ნიკამ დამირეკა რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა. პირველი საათი იყო უნივერსიტეტის ეზოსთან რომ მივედი და მობილურზე დავურეკე, კიბეებთან იდგა.

– მაგარი საქმეა, უნდა წავიდეთ. ძალიან ნერვიულად მითხრა და გზაზე ტაქსი გააჩერა, – წამოდი შეჩემა რას დგახარ. ტაქსში სწრაფად ჩავჯექი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, ნუ რარაც ვერსიები კი მქონდა, ნიკა არაა პრობლემური ადამიანი და პირველი ჩხუბის სიტუაცია გამოვრიცხე, ქალების მოყვარული კი , იცოცხლე ძალიან იყო, ნუ თუ გოგოებთან მიეჩქარებოდა ასე,არც ეს მიმაჩნდა მართებულად იმიტომ რომ როგორც წესი გოგოს როგორც მონას ისე ექცევა ხოლმე..

– სად მივდივართ შეჩემა, რა ხდება? ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე.
– ოო, ნახავ რა … მაგარი რამეა..

დაახლოებით ნახევარი საათი ხმა არ ამომიღია, გზას ვუყურებდი, მიმართულებას.

– აქ გააჩერე… ჩავედით გიო. ნიკამ ტაქსისტს ფული მისცა და  მანქანიდან გადმოვედით.გაკვირვებული ვუყურებდი ნიკას. – წამო ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ,რაღაც არ დამევასა ტაქსისტი. ამან უფრო დამძაბა,ნუ ფაქტია რომ ინტერესი მკლავდა ყველაზე მეტად..

ტრიალ მინდორზე გავედით ამაღლებული ადგილი იყო და იქ რამოდენიმე დანგრეული შენობა, ნუ მიტოვებული რომ ვთქვა უფრო ლამაზად გამომივა…შენობებს მივუახლოვდით, რა უნდა ყოფილიყო შიგნით? მაქსიმუმ ჩონჩხები, ნაწამები ბავშვების სხეულები,უძველესი წიგნები,ოქრო,მეტი არაფერი მოდიოდა თავში. გავოცდი , დანგრეულ სახლშ შევაბიჯე და ენა ჩამივარდა.. ეს ილუზია იყო, სინამდვილეში სულაც არ იყო ეს დანგრეული სახლი,არ ვიცი წარმოუდგენელია ეს როგორ, მაგრამ აქ ყველაფერი თანამედროვე იყო, ფანჯრიდან გავიხედე ,ვერ ვუჯერებდი თვალებს, ყველაფერი სხვანაირი იყო, სახლები,ძალიან მაგარი სახლები იდგა..

– ჰა როგორია?? მკითხა ნიკამ და ჩემს რექციას აკვირდებოდა..
– აზზე არ ვარ, რა ხდება შეჩემა?

– რავი,არც მე ვიცი, შემთხვევით გავიჩითე, ჯერ არვისთვის მითქვამს,თან მაგარი სტრაშნია ტო, აი ის ლეპტოპი გამოვიტანე აქედან და მაშინვე გაქრა, რომ შემოვბრუნდი ისევ იმ ადგილზე იდო, სხვა სახლები არ ჩანს, აი ფანჯრიდან ბევრი სახლი ჩანს მაგრამ შესვლა ვერცერთში ვერ შევძელი…მოიყვანდა აქ გოგოს კაცი მარა არ მინდა, გაბაზრდება ეგრევე. ეს თქვა თუ არა პულტს მოკიდა ხელი და იქვე ხალიჩაზე გაგორდა, აშკარად ეტყობოდა რომ უკვე როგორც საკუთარ სახლში ისე იყო…

ღამის ორ საათი იყო რომ შინ დავბრუნდი, შოკში ვიყავი, მინდოდა ყველასთვის მომეყოლა, ინტერნეტში შევედი დავწერე სასწაულების დღეიდან მჯერა მეთქი და დასაძინებლად დავწექი… ნიკა იქ დარჩა,კომფორტში ძილი არჩია..

გათენდა და თუ არა ტაქსი გავაჩერე, ზუსტად იმ ადგილას როგორც გუშინ, ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე. შენობას ვერ მივაგენი,ადგილს კი.. ის შენობაც სხვა დანარჩენებივით გამქრალი იყო, სამი საათი ვიარე იმ ადგილას რომ იქნებ სადმე მოვხვედრილიყავი თუმცა უშედეგოდ..

ნიკა დღესაც დაკარგულად ითვლება, არ შემიძლია, ვერ გავთქვი, მაინც არავინ დამიჯერებდა და რა აზრი ჰქონდა.. ოთხი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ის ცოცხალია, უბრალოდ არ შეუძლია იქიდან გამოსვლა,არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ფაქტია რომ რეალობას მოწყდა.

ოთხი წელია იმ ადგილას მივდივარ, იმ იმედით რომ რაღაც დავინახო და მხოლოდ ჩემი მეგობრის გამოყვანა მოვახერხო, წყეული იყოს ირეალური კომფორტი.


7 responses to “დანგრეული ქალაქი

  • AKACIA

    ნუ რა გითხრა აბა. ვფიქრობ ბანალური იყო… უფრო სწორედ ძალიან სწრაფად განვითარდა ყველაფერი… ვფიქრობ უფრო მაგარი იქნებოდა, გმირი იმ სახლიდან გამოსვლის შემდეგ რომ მიმხვდარიყო რომ მისი სამყარო შეიცვალა… ნუ როგორ და რანაირად ეგ უკვე ავტორის ფანტაზიის საქმეა… ხოლო მკითხველისთვის თავად ტრანსფორმაციის პროცესი იქნებოდა ძალიან საინტერესო. ასევე საინტერესო იქნებოდა რომ გაგვეგო სახლის მეპატრონეების ამბავი… და რავიცი 1000 რაღაც

    პ.ს. ლეპტოპის გატანაც საკმაოდ ბანალური მინიშნება იყო იმაზე რომ გინდა დაწვე და ჩემი ლეპტოპი ჩაითრიო ლოგინში…. ვერ მოგართვით

  • kontua

    ki sheidzleba, saintereso iqmeboda magram blogi amdens ver daitevs, anu ar iqneba blogze amxela ragacis dawera, tan wakitxvac bevrs daezareba🙂

  • dj-guro

    ბანალური თუ რაც გინდა დაარქვი, მე მაგარი შემეშინდა ბოლოს.🙂 მართალი მეგონა.

  • khatiaa

    კარგი იყო🙂 საინტერესოდ განვრცობაც შეიძლება

  • islandglocke

    dzalian chavpiqrdi,miyvars saertod aseti istoriebis kitxva, mxatvruli gaformebebit…. (dumaiu,dumaiu😐 )… mec momsvlia aseti ram (sinamdvileshi) roca vtqvi gakvirvebulma,ar damijeres,ragaceebs bodavo (patara viyavi..albat magitom)…magram mjera asetebis ….

  • rylechelios

    კარგია

  • Tjorven

    nice kargad cer casakitxad da martalia rom metad shegezlo dagezaba istoria da movlenebi : )
    ufro shesuntqulebi cavikitxavdit!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: