Monthly Archives: ივლისი 2010

ნაწილობრივი პოსტი

,,სიკვდილი უფრო ადვილია როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი როცა სიკვდილი არ გემუქრება.’’ – ძალიან დიდი სიმართლეა ამაში, ამას მაშინ მივხვდი როცა სიკვდილი ისეთ დროს მეწვია როდესაც მე მას საერთოდ არ ველოდებოდი, თუმცა ფაქტია გადავრჩი და ახლა შემიძლია ეს ყველაფერი კლავიატურას მოვუყვე. ვიარო ოთახებში და ვიხმაურო, რატომღაც ძალიან მსიამოვნებს ჩემი ნაბიჯების ხმა, ეს ალბათ იმ გადარჩენისაა.
ეს ერთგვარი შესავალია, დასაწყისი დასასრულიდან.  შეიცვალა რამე??? –  რავი, მგონი არც არაფერი, ისევ ისე ვფიქრობ და ვღამდები. ისევ ისეთი ნიავია და ტრადიციული ხმები.
მე მაფიქრებს შენი სამყარო, ოდნავ ნაცნობი და ერთობ საინტერესო. მაღიმებს ფიქრი შენზე და მაგდებს შიგნით ღრმად, მომღიმარი სახით, ჩუმი ხმითა და შავი მაცდური თვალებით. ამოვალ, და შენამდეც მოვალ.
საწყისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სწორი ხაზი, არაფერი არაა სასრული, ყველაფერი მარადიულია, მარადიულობაშია ჩვენი სმაყარო სადაც განფენილია ჩვენი ფიქრები რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და ზოგჯერ იღიმიან კიდეც.
იბადებიან განცდები, იქმნებიან, იხატებიან, იწერებიან, იმღერებიან და ჩვენ მაინც ვერაფერი გვეშველა, ვერ ვიყენებთ და იმიტომ.
არაა საჭირო რაღაცას ველოდებოდეთ, მთავარია გვინდოდეს და ის თავად განხორციელდება ჩვენში. მთავარია ვარსებობდეთ და ეს ყველაფერი ჩვენვე ვიქნებით. თავად განვხორციელდებით მასში.
გრძნობების დროება მოდის და დროა ვისწავლოთ მათი მართვა და სწორად გადმოცემა.
მე მიხარია როცა ერთიანობის ცნებებით მოდიხარ ჩემამდე და ჩემში იღვრები `მე ხარ” – სასაცილოა მაგრამ ასეა.


ფრაგმენტი წერილიდან რომელიც დაწვას გადაურჩა

ძალიან ცხელა, ჭიქაში წყალს ვასხამ და სიამოვნებით ვუსმენ წყლის ხმას, წარმოვიდგენ ზღვას და მის ტალღებს. ვიცი, არაფერი არ ხდება, კიდევ მგონია რომ შეიძლება არ მოხდეს,სანამ არ მივუთითებ ვის ვწერ ხოლმე ამ წერილებს, თუნდაც აქ,თუგინდ კედლებზე,მერხის ბოლოში,კომპიუტერში, ვიცი არაფერი შეიცვლება.ჰეჰ,ადვილი სათქმელია, თითქოს მე ძალიან კარგად ვიცი რაშიცაა საქმე მაგრამ, ეს ხომ ასე არაა, რთულია მიუთითო ადრესატი რომელიც ამ წერილს საერთოდაც შეიძლება არ ელოდებოდეს.

კლოდი ალბათ ცუდადაა, არ ამხელს, მაგრამ ემჩნევა რომ განიცდის, ბევრს ფიქრობს, დადის ქუჩის ვიწრობებში და სიბნელეს ეპრანჭება,საზარელ ზმიან სიჩუმეს გამომწვევად უღიმის და მზადაა მის ბოროტ გულს ყველაფერი გაანდოს. სწორედ მაშინ ახსენდება თავიდან ყველაფერი და სიბნელესაც თვალს არიდებს.

მე ჩემს წერილს როგორც ყოველთვის არ მივაწერ თუ ვის ვუგზავნი და კიდევ ერთხელ მოვინატრებ კლოდს.

(წერილის დანარჩენი ნაწილი დამწვარია)