Monthly Archives: ივნისი 2011

მელოდიამ მომიყვა ასე.

როცა გარშემო სიყვარული ბატონობს და ხელმოცარულ მოხუცებს ჩაის სითბო ყველაზე მეტად უხარიათ. წყვილებს ერთმანეთში ჩაჭიდებული ხელები უცხელდებათ და სიყვარული დისკომფორტს სძლევს ხოლმე. როცა ტუჩებს მლაშე გემო აქვს, როცა გულისცემა გაფიქრებს რომ რაღაც ხდება, როცა ამ სამყაროში იმას აწყდები რაც უკვე ზოგადად კარგია.

ზღვის ფონზე გავლილ ბულვარში ღრმა თვალებში ამოკითხული გრძნობა და სიამაყე რომ ამ ყველაფრის მფლობელი ხარ, რომ ეს სითბო შენ გეკუთვნის, რომელმაც არასოდეს გინდა დაგტოვოს და თუ ჭეშმარიტია ის არც არასოდეს მიგატოვებს, ერთობ უხეშად და ზურგშექცევით, განა ასეთ ძლიერ და კარგ გრძნობას ეგ შეუძლია?

ეს არის ადგილი სადაც არავინ იტყუება. ეს არის ადგილი სადაც არავინ კვდება, ეს არის ადგილი სადაც არასოდეს ღამდება და არასოდეს ბერდებიან, ეს სიყვარულის გულია.ბანალური გული რომელიც ყველას ასე გვჭირდება.

ისტორიები ბევრია და მრავალფეროვანი, უხეში და მომხიბვლელი, ზოგი სიყრმის, ზოგიც წვეთებად ჩაღვრილი ჩვენს გულებში, ზოგიც მარტივი, ზოგი რთული, ზოგადად ყველაფერი ტკბილია და კარგი რადგან მათ ერთი აქვთ საერთო.თვალები.

ახლა ის მომენტია, როცა მელოდია მომწონს და პოსტში ვიღვრები, იმას ვწერ რასაც ფიქრი მაძლევს , ფიქრს მუსიკა მართავს და საერთოდ ამ დროს განხორციელებული ყველა პროცესი მხიბლავს. ახლა არ ვიცი რას ვწერ, არც ის ვიცი ზევით რეები დავწერე, მერე რომ წავიკითხავ დავფიქრდები რამდენად შემოვიდა ეს მუსიკა ჩემში და გამშიფრა.

ხოდა ძველისძველ პოსტებში ოდესღაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:გრძნობების დროება მოდის, ჩვენ კი მათი გამოყენება უნდა ვისწავლოთ.