Monthly Archives: ნოემბერი 2009

მივედი

იქამდე ვყვიროდი სანამ ჩემმა ხმამ დაწვრილება არ დაიწყო. გუშინ თაკო გაჩერებამდე მივაცილე და სახლში ვბრუნდებოდი, ის ის იყო ჩემს ტრადიციულ ყვითელ ავტობუსში ვაპირებდი ასვლას რომ წარსული გამახსენდა და გადავიფიქრე.ხო რა, აღარ ავედი. ოდესღაც მარტო სიარული მიყვარდა, მუსიკალური გაფორმებებით და თავისი დაგრუზვებით. ძალიან ჩქარი ტემპით მივდიოდი ქუჩაში,ხალხის მზერას ვგრძნობდი მაგრამ მუსიკა ტვინს უკვე ღრმად იყო ჩაბღაუჭებული და მგონი არც აპირებდა მის იქიდან განთავსუფლებას. ხალხი კადრიდან მალე ქრებოდა, უაზრო ფერები,უკვე ჩაბნელებული თვალები შორს ვეღარ აფიქსირებდნენ სხეულებს. მახსოვს თვალი გავახილე და შავი უფსკრული დავინახე,გარშემო ხეები.ეს ადგილი მეცნო,აქ ასეთ დროს ხშირად მოვდივარ, საერთოდ აქ ან დაწყნარდები ,ან თუ ვერ და გამოსავალიც აქვეა უფსკრულში. აქ, სველ ბალახზე, შავი თვალებით თბილისს ვუყურებ,ბევრს ვერაფერს ვხედავ. მეზიზღება ხალხი რომელიც ხედავს და არ იაზრებს. უფსკრული ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მე იმას ვიაზრებ რაც ჩემი შავი თვალების მიღმაა,აი ესაა პრობლემა,დიდი პრობლემა,ჩემი არა ოღონდ,მათი,ხო,მათი.ეკლესია ანათებს,ნუ კარგად ვერ ვხედავ მაგრამ ფორმით ეგ უნდა იყოს,პირჯვარს ვიწერ და უფსკრულში ვეშვები. ქარი მიბერავს,ძალიან დიდი სისწრაფეა,მეშინია სისწრაფის,თაკო მახსენდება,უი თაკო.. ეხლა კაი დროსია.მორჩა

მობილურზე, რომელიც იქვე ხესთან ეგდო ანათებდა, ათი შემოსული ზარი დედასგან და ერთი მესიჯი თაკოსგან ტექსტით –  მივედი.

Advertisements

ერთი ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივ, ჩვეულებრივი დღე ჩვეულებრივი წარმოსადგენია. მზიანი დილა,დაორთქლილი ფანჯრები, ტრადიციული მაღვიძარა. ოთახში მძიმე,დახუთული ჰაერი. თვალები კი ისევ მეხუჭება და ვიძინებ. ისევ იგივე,ჩვეულებრივ მეორე გაღვიძებაზე როგორც იცის ხოლმე, უბრალოდ ახლა აცნობიერებ რომ უნდა ადგე. დილით მახსოვრობა ნოლზე ვარდება, არ მახსოვს სად გავიხადე. კომპიუტერთან სიგარეტის ნამწვავები ახლა შევამჩნიე. ჩვეულებრივ ეს ეხლა უნდა გამქონდეს ოთახიდან გადასაყრელად, მაგრამ მეჩქარება.ცივა გარეთ დღეს.თითქოს თბილად ჩავიცვი მაგრამ … თაკო დღეს განსაკუთრებით ლამაზია,ჩვეულებრივ მას სილამაზე ახასიათებს მაგრამ… მეცინება ოთახში ბოლი დგება და თვალებს ძლივს ვახელ. ვაცნობიერებ რომ მეგობრები ისევ უგონოდ არიან ჩემს ოთახში.მახველებს.ნინო და ზურა აივანზე ზასაობენ, მეშინია არ გადავარდნენ.თაკო მახსენდება და სიგარეტს ვეძებ. ჩვეულებრივ სიგარეტი არ  არის, სულ დამავიწყდა მე ხომ არ ვეწევი.ბოლი დგას ისევ.თათას ჩემ ლოგინზე ჩასძინებია, იკა ძირს წევს და იღიმის,კაიფშია.ოთახი ძალიან პატარაა.ვიხდი და თათას ფეხებთან ვწვები,ძალიან სექსუალური ფეხები აქვს.იკა იღიმის.თათას იკა უყვარს. მე თათას ფეხზე ვეფერები.ნინო და ზურა ოთახში შემოდიან და შუქს აქრობენ.ახველებენ.თაკოზე ვფიქრობ.ნინოს სუნთქვა. ყურში რაღაცას მჩურჩულებს მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ.ძალიან მეძინება.ჩვენ მეგობრები ვართ.ჩვეულებრივი მეგობრები