Tag Archives: ღამე

წერილი

“აქქქქ დაბნეული სამყაროს ცხელი წვეთები ეცემიან. – სამაგიეროდ  მე შენი ღიმილი გაცილებით მხიბლავს.”

როცა გადავწყვეტ ხოლმე რომ რამე დავწერო ეს იმას ნიშნავს რომ ის თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, წერის დროს იმდენს განვიცდი ხოლმე რომ ეს ემოცია შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ დავხარჯო ერთად დაგროვილი.

ახლა წერილს გწერ, სხვა საშუალება არ გამაჩნია იმისთვის რომ გეკონტაკტო, შეიძლება გამაჩნია კიდეც მაგრამ რატომღაც მომინდა ბლოგზე მომეყოლა რაღაცეები. იცი? მე ვცდილობ რომ ჩემი სამყარო მქონდეს, მყავდეს საყვარელი ხალხი გარშემო, ვაკეთებდე იმას რაც მსიამოვნებს და ვიყო თავისუფალი, თუმცა ჩემი თავისუფელება არაა სრულყოფილი,რაღაც აკლია.

ხეტიალი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ამ ბოლო ხანებში ამის დრო თითქმის არ მაქვს მაინც ვნახულობ შესაფერის მომენტს სიარულისთვის და ფიქრისთვის.დღეს შენზე ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ, ისე, უბრალოდ ამეკვიატე, თან მეღიმებოდა.

ისე ვწერ რა ემოციებითაც ჩემში იღვრები, ღამეა,მუსიკაც არ ისმის მაგრამ მე ის ღიმილი მაინც მახალისებს,ერთობ მისტიური და ხმაურიანი.

ზოგჯერ მგონია რომ საუკუნეებია გიცნობ თუმცა არა, ვიცი რომ ვცდები მაგრამ ვუშვებ მეორე ფაქტს რომ მე კარგად მესმის შენი ანუ უფრო ჩემეულად რომ ვთქვა, გგრძნობ.

ვაზვიადებ? – არა, არ ვაზვიადებ,წერისას ასე ვარ მგრძნობიარე და ვცდილობ ყველაფერი ვწერო რაც თავში მომდის.

მე ლამაზად ფიქრი შემიძლია, მსიამოვნებს ჩემს ფიქრს რომ ვკითხულობ ხოლმე წერის დასრულების შემდეგ. ხშირად ასეთი სასიამოვნო არაა ხოლმე ფიქრი, ალბათ გააჩნია ვინ გაძლევს ამის საფუძველს. ხოდა სწორედაც რომ…

მინდა ამ საფუძვლისთვის მადლობა გითხრა

ამ წერილს მაშინ ვწერ როცა შენ ალბათ გძინავს, თუმცა არაფერია ხვალ ხომ ნახავ , ან სულაც ზეგ…  არ ვიცი…

ძილი ნებისა