ადამიანი რომელიც ოცნებობდა სიკვდილზე

ეს ისტორია მოვისმინე ოთხი დღის წინ ერთი მოხუცისგან, ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე  რომ გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

“ეს ამბავი შემოდგომის მიწურულს მოხდა. სველ ასფალტზე ნახეს გოგონას ცხედარი, ცხვირიდან და თვალიდან სისხლი სდიოდა. თვალები ერთ წერტილში ჰქონდა გაშტერებული, უცნაური ემოცია ჰქონდა სახეზე, თბილი და ინტერესიანი”.

აგელოვის 12 ნომერში ცხოვრობდა ერთი გოგონა, (მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ) წითელი თმითა და მწვანე თვალებით,  უემოციო და უხასითო. რაც ოც წელს გადაცდა მას მერე უფრო და უფრო შეიცვალა, მხიარული ბავშობიდან ჩაკეტილ ახალგაზრდობაში გადავიდა. ძალიან უკვირდათ მის მეგობრებს თუ რატომ მოხდა ასე, რამ განაპირობა ის ფაქტი რომ წითურ გოგონას სიმარტოვე გაცილებით ხიბლავდა სახლის ბნელ კუთხეში.

მეგობრები ხშირად გაუვლიდნენ ხოლმე სახლში, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ამხიარულებდნენ, ვერც იყოლიებდნენ სადმე წასვლაზე. თავაზიანად გაისტუმრებდა ხოლმე წითური მეგობრებს და ისევ თავის ბნელ კუთხეს მიაშურებდა. იქ რამოდენიმე თეთრი ფურცელი ედო, ფერადი ფანქრები და კედელზე გაკრული ნაჭერი, რომლის ნახევარი უკვე შევსებული იყო ფერადი ფიგურებით და თითქოს რაღაც იდუმალს ამბობდა. მილიონობით ესკიზს აკეთებდა და და საბოლოო, ყველაზე კარგი ვარიანტი კი ნაჭერზე გადაჰქონდა. ყველა ფიგურა ისე იყო ერთმანეთში შერწყმული ვერც იფიქრებდით რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა იდეით  იყო დახატული.

დილით ადრე სასეირნოდ გადიოდა ხოლმე, ძალიან ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა აგელოვის ქუჩას. ბრაზდებოდა როცა სახლში მისვლას აგვიანებდა, რამდენჯერ ყოფილა სეირნობას შეყოლია და სახლში სირბილით დაბრუნებულა, აცახცახებული შევარდნილა ოთახში და ესკიზების ხატვა გაუგრძელებია.

“მეზიზღებიან! ვერ ვიტან მათ ვერცერთ ემოციას! მძულს მათი მოძრაობა და სუნთქვა. რა იქნება ერთ დღეს გავიღვიძო და აღარავინ დამხვდეს ამ სამყაროში,მხოლოდ მე და ბუნება. აუ, რამდენს ვისეირნებდიი.” – ხშირად წერდა ხოლმე ჩანაწერებს, ფურცელზე გადაჰქონდა ყველა თავისი გულის ტკივილი.

ოთხშაბათი იყო, დათო ნასვამი მოვიდა სახლში. ესკიზებს ხატავდა, არც გამოსულა ოთახიდან. დათომ ცემა ის და წავიდა. ცუდი განზრახვით არ დაურტყამს, არა, უნდოდა რომ გამოესწორებინა იგი.

“ყველა მძულს, მათ არ იციან რომ მე არ ვარ მათგანი, ვერ ხვდებიან რომ მე სულ სხვა რაღაცას განვიცდი, წარმოდგენა არ აქვთ რა არის სამყარო და ჭეშმარიტება, არ იციან რა ელით ხვალ”.

წითური გოგონა აგელოვის ქუჩაზე ნახეს გარდაცვლილი, თვალიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. უამრავი ვერსია გამოითქვა თუ რა შეემთხვა მას, მოხუცმა მითხრა სახლში ვერ მიასწრო მისვლაო. მე კი ვფიქრობ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისი სიკვდილის პასუხი ბნელ კუთხეში გაკრულ ნაჭერზე მეგულება.


One response to “ადამიანი რომელიც ოცნებობდა სიკვდილზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: