სწორ ხაზზე მოსიარულე

წინათ ამბობდნენ რომ ცხოვრება რუტინულია და შენ ეს გინდა არ გინდა უნდა გააკეთო, ახლა უფრო სხვაგვარადაა საქმე, უფრო კრეატივს აწვებიან და ყველა თავის ინდივიდუალიზმს უსმევს ხაზს. არ ვიცი მეჩვენება თუ მართლაც მომრავლდნენ ინდივიდები. ახლა მგონი ინდივიდუალიზმმა მასის ადგილი დაიკავა და მასამ ინდივიდუალიზმის, აი მაგალითად, სათითაოდ ყველა მიშას ლანძღავს ერთხმად არცერთი. რა შუაშია ეხლა ეს მაგალითი მაგრამ, მაინც ბევრი ინდივიდია რა, ასეც არ შეიძლება. ყველა ცხოვრების წესზე ლაპარაკობს და დღეს ხვალ ყველა პროფესორის კაბინეტიდან გვესალმება.

ხოდა ადრე კარგი იყო, ცხოვრება გაცილებით მარტივი და ერთფეროვანი იყო თან ისეთი ერთფეროვანი რომ მის ერთფეროვნებასაც საერთოდ ვერ იგრძნობდით, ახლა ყველაფერი გართულდა.

ადრე ყველაფერი კარგად იყო ეხლა ყველაფერი გართულდა და ძნელია იცხოვრო თავისუფლად. იძაბები, ინდივიდები მგონი ახლა უფრო ჩაკეტილები არიან ვიდრე ადრე მასა იყო.

ახლა თავისუფლად სიყვარულიც რთულია, სიყვარულსაც თავისი წესები და ჩარჩოები აქვს. მოკლედ ადრე უფრო ადვილად იყო ყველაფერი, ნუ ალბათ ეს იმის ბრალიც არის რომ საზოგადოება ვითარდება დატეულიყვნენ თავის ადგილას ხომ იქნებოდა ყველაფერი მარტივი.

არ ვიცი. მოკლედ ჯასთ პოსტი თქვენს წინაშე და ვინც უკვე ამას კითხულობს მადლობა ყურადღებისთვის და გირჩევთ რომ იყოთ მარტივები, უბრალოები მოსიყვარულეები და უშუალოები, ამინ აწ და მარადის აქედან იქამდე.

 


3 responses to “სწორ ხაზზე მოსიარულე

  • stumari1

    იგრძნობა გასეტის გავლენა პირველ აბზაცში :)))

  • შინაური

    100 % ით გეთანხმები გიორგი, ამ ბოლო დროოს ტენდენციათ იქცა ,,განსხვავებულობა” არ ააქვს მნიშვნელობა რა კუთხით დადებითი თუ უარყოფითით. მთავარია განსხვავებულად გრძნობენ თავს და რაღაც არაორდინალურს აკეთებენ. ჩემი აზრით ეს მეორე უკიდურესობაა. მართალია მხოლოდ ჭამისთვის და ძილისთვის არ ვართ გაჩენილები და ყველამ საკუთარი თავი უნდა იპოვნოს ცხოვრებაში, მაგრამ არა ესეთი გზით. უბრალოება და სიმარტივე ეს ხომ ესე მარტივია : ))

დატოვე კომენტარი