Monthly Archives: მაისი 2011

ცვალებადი მოღრუბლულობა

სამყაროს ორი წერტილი ჰქონია. ბევრი მიმართულება  და ისინი იმისთის ყოფილან რომ გადავკვეთოთ და ხშირ შემთხვევაში გავცდეთ კიდეც მათ.

სამყაროში ბევრი დაბნეული ფერია, მათი შეკრება მხოლოდ ფიქრებს ძალუძთ.

გაღიმებული სახეები შემოაკლდა ქუჩებს, ამიტომ ღიმილი ერთადერთია რაც საზოგადოებას დროებით გადაარჩენს.

ადამიანები უხეშნი გახდნენ და ერთმანეთთსაც კი აღარ სწყალობენ, ოღონდ ეგოიზმი დაიკმაყოფილონ.

ქუჩაში მელოდიით სიარული ისევ ისე მამშვიდებს როგორც აქამდე, ბევრი ნაცნობი და ბევრი უცნობი ნაცნობი ფიქრებითა და თვალებით.

თვალების სიღრმეზე ადრეც დამიწერია, უზრდელობაა არ შეამჩნიო ადამიანი რომელიც ფიქრობს და შედეგს ნახულობს. ხვდება რომ ის მოაზროვნე არსებაა და ის პროგრესირებს.

მზიანი ამინდებია. უკვე ზაფხული მოდის და თითქოს დადებითი ემოციებია ჩვენს გარშემო, ამიტომ უნდა შევიგრძნოთ ყველა დეტალი და ღრმად ვისუნთქოთ.

სიყვარული ისეთი რამ არის რომ ყველას არ შეუძლია, ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად და ყველაფერი გამოგივათ ცხოვრების გზაზე.

Advertisements

ჩანახატი

– მამა დედა აღარ მოვა?

შემოდგომის მიწურულს ნიკოლას დილით ამ შეკითხვით გაეღვიძა, საბანში მსუქანი ფეხები ჩახლართვოდა და ხელის გულები გაოფლიანებოდა. გვერდით, იქვე, მამამისი, სებასტიანი იწვა, რომელიც თეთრ ჭერს იყო მიშტერებული. ამის გაგონებაზე გადაიხარხარა.

– არა, აღარ მოვა.

ამ პასუხის გაგონებაზე ბავშვმა ტირილი დაიწყო.

– სილვიან!!  – მოდი მოხედე, ბაშვი ტირის. ოთახში მაღალი და სექსუალური სილვიანი შემოვიდა და ბავშვი ხელში აიყვანა, ის მაშინვე დაწყნარდა. დედას მჭიდროდ ხვევდა ხელებს კისერზე და პატარა ცხვირს ყელში მძლავრად მალავდა.

– დაწყნარდი პატარა აქ ვარ, შენთან.

1

სებასტიანმა პირველად ძალიან უცნაურად სცადა ჩემი გულის მოგება, ყავაზე დამპატიჟა, კაფეში, მმმ, აღარ მახსოვს რა ერქვა, რომ მივედი არ იყო მოკლედ ჯერ მოსული, მაგიდასთან დავჯექი და ყავა შევუკვეთე. გადის ოცი წუთი და შემოდის კაფეში, ხელში ფოდნოსი უჭირავს და ზედ ორი ყავა დევს პუდრიანი ორცხობილით, გამიკვირდა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა.ხოდა აქ არ არის კარგი ყავა უბრალოდ კარგი გარემოაო, ამიტომ გვერდით კაფედან კარგი ყავა მოგიტანე რომ თავი კომფორტულად გეგრძნოო, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ორიგინალური იყო თუმცა ამით არ დასრულებულა, ეს ის პირველი შეხვედრა იყო…

2

– სანამ ნიკოლასი გაჩნდებოდა მგონი ამაზე არც არასდროს გამოგითქვამს პრეტენზია. ხმამაღლა კი გამოუვიდა სებასტიანს

– იცი რაა?? ნიკოლასს ნუ ახსენებ შენ ყოველთვის მიზეზად, რომ გდომოდა ასე არ მოხდებოდა, არ მინდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი მორჩა.

– თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა, თითქოს ყველაფერი ისევ ისე უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ, სითბოს ვეღარ ვხედავ შენში, რა გავაკეთო მითხარი.

სილვიენს პასუხი არ გაუცია, ან შეიძლება ვერც გაიგო, მეორე ოთახში გავარდა და კარი მაგრად მიიხურა. ტელეფონი გათიშა და მას მერე არც ჩაურთავს, სებასტიანმა ყველგან დარეკა რომ გაეგო სად წავიდა სილვიანი თუმცა ამაოდ.

დილით ნიკოლასმა როცა გაიღვიძა უცნაურად იკითხა:

– მამა დედა აღარ მოვა?
– არა, აღარ მოვა.

ნიკოლას აღარ უტირია, ჩაფიქრებული თვალები ჭერს გაუშტერა, სებასტიანს ცრემლი მოადგა თვალზე და ოთახიდან გავიდა.