ციცაბო კლდე ხომ შეგიძლია წარმოიდგინო? იქიდან შემთხვევით გადმოვარდნილი კაცის ყვირილიც ხომ შეგიძლია წარმოიდგინო? – აი მე დამბურძგლა.

შეგიძლია ქუჩაში მარტოდ მოსიარულე ადამიანების ცივი ხელები იგრძნო? – აი მე შემაცია.

შეგიძლია მეგობრებისგან მიტოვებული ადამიანი წარმოიდგინო? – მე არა, თუმცა ერთხელ წარმოვიდგინე და მივხვდი რომ ეს შეუძლებელია მე დამემართოს.

შეგიძლია ნაცრისფერი წარმოდგინო მთელს დედამიწაზე? მხოლოდ ერთადერთი ფერი ნაცრისფერი. განა სიკვდილის ასოციაცია ფერებში ისევ შავი იქნება? აი მე კი როცა ვფიქრობ სულ ნაცრისფერში ვარ, ჩემთვის სიკვდილიც ნაცრისფერია და სიცოცხლეც. ორივე გვჭირდება.

ყველა კეთილი რომ იყოს განა  უფრო კეთილებს არ გამოვარჩევდით?

ჩვენ არაფერი გვაკმაყოფილებს ამ ცხოვრებაში, ერთმანეთს შეცდომებს არ ვპატიობთ და მზად ვართ გავწიროთ ერთმანეთი.

სიმარტივეშია სიკეთეც და სიყვარული.

მე სულ დავღამდები ტრადიციულ ნაცრისფერთან ერთად, ისევ გამეყინება ხელი მარტოს ქუჩაში, ისევ მოვუსმენ მელოდიას და დავიგრუზები რთულ რიტმებზე, მაგრამ ვიქნები სუფთა, კეთილი და მექნება სიყვარული ზოგადი, მეყვარება მეგობრები ქვეყანა, მარტოდ მოსიარულე ხალხი და მეც ბედნიერი ვიქნები მათთან ერთად.


2 responses to “

დატოვე კომენტარი