Monthly Archives: მარტი 2010

განწყობის პოსტი

ვინაიდან და რადგანაც დღეს მშვენიერი ამინდი იყო და ამასთანავე ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, დღის ბოლო მაინც გაფუჭდა..
რატომაა რომ ხშირად გწყინს იმ ადამიანისგან როცა წესით არ უნდა გწყინდეს? თუმცა ფაქტი ისაა რომ თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია და ბევრს წარმოადგენს, შენთვის უკვე მისი თითოეული ნიუანსი და ქმედება ძვირფასია, გაინტერესებს გაღელვებს და ძალიან უკვირდები. სწორედ ეს პატარა ნიუანსი რომელზეც ყურადღებას ამახვილებ და ერთობ უმნიშვნელოა ზოგადად ურთიერთობის დროს ხდება ამ ფაქტის ასე ვთქვათ გაუბრალოება, ხდება რაღაც ნგრევა. აქ პრობლემა სხვააა, როცა ადამიანს ცალმხრივად გრძნობ, ანუ იწყებ მეორე ადამიანის უფრო მეტად გაგებას ვიდრე ის, სწორედ აქ ჩნდება პრობლემა, აქ იწყება კონფლიქტი.. შენთვის ახლა გაცილებით მეტია ღირებული ვიდრე მისთვის, შენ გაცილებით მეტ რაღაცას გრძნობ და უფიქრდები ვიდრე ის, ანუ ფაქტია ბარიერი არსებობს მაგრამ შენ არ გინდა იგრძნო ეს რადგან თუ აღიარე ამ ბარიერის არსებობა მაშინ გამოდის რომ შენივე თავის წინააღმდეგ მიდიხარ.ჩვენი გრძნობები ერთმანეთს ასცდა. რისი ბრალია?? არ ვიცი, მე ხომ კარგი მეგობარი ვარ, ალბათ მაგის.. მე ყოველთვის ვადანაშაულებ ჩემ თავს რომ რაღაც ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა ერთ რამეს მივხვდი რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მე ადამიანს ვაფასებდე და მჯეროდეს მისი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ცალმხრივი გარჯა გამოდის. ამიტომ ვჩერდები და ვდუმდები. ვრთავ მუსიკას და ვფიქრობ.
სამყარო ისეა მოწყობილი რომ რაღაც კანონზომიერებას უნდა იცავდე, ნუ ერთს მაინც. თუმცა მე  კანონზომიერებების არჩევაში ვარ და ვერცერთი ვერ მოვირგე. მერე რა რომ ეჭვიანი ვარ? ეს რა ცუდია??? ვერ ვიტყვი, არ ვიცი. მერე რა რომ შეიძლება საუკეთესო მეგობარი ქუჩაში ბიჭთან ერთად ვნახო და მერე მთელი დღე დავიგრუზო?? ნუ მერე რა რომ ის რაღაცას მაინც ნიშნავს ჩემთვის დღესაც. მერე რა რომ შეიძლება სკაიპში მოწერილმა – მერე რამ ჭკუა დამაკარგვინოს იმიტომ რომ მე მსიგან სხვა რეაქციას ველოდი, და ამის გამო საერთოდ გამოვრთო ყველაფერი და გავჭედო. მერე რა??? ახირებული ვარ, ყველა, თითქმის ვერავინ მიგებს ასეთ დროს. რამდენჯერ გმიტარებია, მომისმენია სასიყვარულო ამბები და რჩევა მიმიცია და მერე დავგრუზულვარ, რატომ?? იმიტომ რომ ის რაღაცას ნიშნავს ჩემთვის, მე კი უბრალოდ ჩუმად ვარ, ის ხომ მე მეგობრად მთვლის. იცი შენ ყველაფერს ართულებ, მეტყვი. ეს თავისთავად გართულდა იცი რატომ?? იმიტომ რომ მეგობრობა მაქვს რთული, მე თვითონაც არ მესმის რა ხდება ჩემს თავს. ჩიხი მაინც იყოს გავჩერდებოდი და ვიტყოდი რომ მე ვარ “ადამიანი მეგობარი”. თუმცა, რაც არის არის. ისევ დაველოდები მოვლენების განვითარებას, იქნებ როგორმე ისე შევძლო რომ გამოვიდე მეგობრობის ჩარჩოებიდან..
მე ძალიან მარტივი არსება ვარ, ნუ მე ასე ვთვლი საკუთარ თავს, ცოტა ეგოისტი და მეგობარრომანტიკოსი რომელიც მთელ დროს ფიქრსა და ანალიზსს უთმობს თუმცა შედეგი არაა. არ ვიცი რა შეიძლება მივიღო ამ ნაწერით მაგრამ აშკარად მომეშვება, მერე ისევ ახლიდან გადავავლებ თვალს და ვიფიქრებ გამოსწორებაზე. თქვენ კი ყველას დიდ მადლობას მოგიხდით მეგობრებო, რომლებიც ზოგჯერ ძალიან თბილად მელაპრაკებით, მაფასებთ. ან ქუჩაში მხვდებით შემთვხვევით, ან საერთოდ… შემზიზღდა მრავალწერტილები, ის ხომ ყველას სხვადასხვანაირად ესმის.


აუდიტორია

სიმყუდროვეს ლექტორის ხმა მირღვევს, საშინელი ხმა აქვს, დამღლელი და უაზრო, სიტყვები კი მესმის მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს, მეფანტება აზროვნება. აუდიტორიაში მსხდომ სტუდენტებს ვათვალიერებ, თავს ზანტად და უემოციოდ ვატრიალებ, თითქოს უჰაერობაცაა. ჩემს წინ ჩემი ჯგუფელი ზის, ასე ვთქვათ სამ წლიანი სიმდიდრე, მას  ძალიან ეძინება, არაფერს ამბობს, მოძრაობები აქვს უბრალოდ ეგეთი, ისიც აუდიტორიის თვალიერებითაა დაკავებული, ამ დროისთვის ეს მდგომარეობა გაბატონებულია მთელს აუდიტორიაში და თავისებურ ხმაურს იწვევს.
ლექცია ორ საათს გრძელდებაო ამბობენ აქ, არამგონია ბოლომდე გავქაჩო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეხლა დაიწყო და ჯგუფის ნახევარს უკვე გაუცნობიერებელი სახე აქვს. დროის გასაყვანად ვწერ, უუნარო სახეებზე ცქერით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს ვხატავ. არ მესმის რატომაა ასეთი დებილური დახუთულობა,ისეთი დასკვნა გამომაქვს რომ, გამოთაყვანებული ადამიანი უფრო მეტ ჰაერს მოიხმარს და ცხელ ნაგავს გამოჰყოფს, გადატვირთული პროცესორივით.
აუდიტორიას  ნელ-ნელა აკლდება აწეული თავები, ახლა უკანა რიგები დახუჭული თაველბიდან სიბნელეში ეძებენ გაგონილი სიტყვების ფორმებსა და განსაზღვრებებს.
უკან თათია ზის, ნუ, კარგი ხო, წევს, არა, თვალები დახუჭული აქვს, გუშინდელ სექსზე ფიქრობს, პირველი არ ყოფილა ეს მისთვის, არც მეტი არც ნაკლები მეორე, ნიკასთან, რომელიც პირველ რიგში იჯდა, კედელთან, ის არ ფიქრობდა გუშინდელ ღამეზე, ლექტორს უსმენდა გულიანად, ისეთი სახე ჰქონდა რომ შანსი რომ ჩავარდნოდა სიამოვნებით მიართმევდა ლექტორს, ეს ალბათ იმით იყო გამოწვეული რომ ძალიან მოსწონდა ეს საგანი და თუ არ ვცდები ერთადერთი აწეული თავი იყო აუდიტორიაში.
იდეალური ადგილი ფიქრისთვის, ოცნებისთვის, ვინ იცის რამდენი სტუდენტი ოცნებობს ახლა სექსზე, მაგრამ თათა არა, ნამდვილად არა, აშკარად სექსის პახმელიაზეა, უფრო  რაღაც შემოქმედებით ხასიათზეა. ჩემი თავი მახსენდება, გარეთ უკვე ბინდდება, ბასეინზე ვარ წასასვლელი, ფიქრით იქ ვარ უკვე და წყალში ვეშვები, მუხლი მტკივდება, წყლიდან ამოვდივარ, ცხელ დუშში ვდგები.ჯანდაბა, მძულს ეს ლექტორი. მეც მაოცნება ამ იდიოტმა, მისი ხმაც არ ისმის, მგონი თვითონაც ოცნებობს, ერთი სული აქვს ლექცია დამთარდეს შემდეგ კი სიხარულითა და ომახიანი ხმით გამოაღვიძოს აუდიტორია, მაგრამ არამგონია შეძლოს, ჩემი აზრით ისე გაიპარება არც შეგვაღვიძებს, გადაგვაფაროს მაინც, ზურგში მიბერავს ცოტა. წერაც მეზარება, თვალები მეხუჭება….

:)

🙂


ქუჩაში დაწერილი პოსტი

დაღამების სისველე, ხველა, რომელიც არ არსებობს, თუმცა სულ ისმის ხმა და მხოლოდ სიგიჟის საფუძველს იძლევა. გამოსავლის მოლოდინში დაღუპული არსებები. ცხოვრების დაღმართს მინდობილი უსუსური მე და სივრცე, საიდანაც იწყება ყველაფერი როგორც წესი. აქ მარტო მე ვარ, სხვებით დაღლილი საკუთარ თავზე შეყვარებული. ალბათ სიმარტოვეც სიძულვილის ბრალია,სიყვარულის არ ქონა,სიძულვილის სიყვარული. არსებობა სწორედ მაშინ როცა წესით უნდა დამთავრდე, თუმცა სივრცე არასდროს მთავრდება და შესაბამისად არც მე დავმთავრდები, ალბათ. სივრცეში შეიძლება დაიკარგო თუ გზა არ იცი და შენი პოვნა ვერც ვერავინ შეძლოს. მე ვიცი გზა, საკუთარი თავიდან სივრცეში და შინისკენ. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მეც ძალაუნებურად გზაც დავიმახსოვრე.

იცით რა არის ორმაგი დასასრული? – როცა სივრცეში გაუსვლელად კვდები.
იცით რა არის გამოთაყვანება? – როცა სივრციდან შინ არაფერი მოგაქვს.
იცით რა არის ფიქრი? – როცა სივრცეს უყურებ, სეირნობ და სახლში დიდი შთაბეჭდილებებით ბრუნდები, ემზადები მეორე დღისთვის.

ცხოვრება ბანალურია, თუ უმნიშვნელო არ გიხარია მაშინ უმნიშვნელო გაგაუბედურებს. თუ სიყვარულით არ ცხოვრობ  მაშინ სიძულვილი გაცილებით გეყვარება.თუ დასაწყის არ აღიარებ არც არაფერი დამთავრდება.

ასე რომ….
სიძულვილის სიყვარულს ბოლო არ აქვს 🙂


სექსუალურობის კრიტერიუმი,ანუ წვეთი სხეულზე

ალბათ ყველას გაუვლია რუსთაველის გამზირზე, უნახავს ხალხი, ჰყავს მეგობრები რომლებიც საუბრობენ სექსზე, სიყვარულზე,გართობაზე და ამასთანავე იმ პრობლემაზეც რაც თავისთავად თან სდევს ხოლმე ამ სიტუაციას, კერძოდ, პარტნიორის პრობლემა. საქართველოში ქალთა რაოდენობა აღემატება კაცებისას, თუ არ ვცდები ორჯერ, ავიღოთ ერთი სულელური მსჯელობა. მაგალითად თუ  ოცი ქალიდან ათია მომხიბვლელი ამ ოციდან მხოლოდ თხუთმეტს აქვს პრეტენზია მამაკაცებთან პირველ ადგილზე ყოფნაზე,დანარჩენი ხუთი კი ასე ვთქვათ ბედს მინდობილი შემთხვევითობაა. რა ხდება კაცებთან მიმართებაში ნუ ეს ათი მამაკაციდან ძალიან გამართლებაა თუ ხუთი იქნება სიმპატიური, ხოლო განსხვავება ქალებს და კაცებს შორის ისაა რომ თუ ოცი ქალიდან თხუთმეტია თამაშში მამაკაცების ათიდან ათივე თამაშობს, ანუ შესაბამისად გამოდის რომ ქალს გაცილებით მეტი საშუალება აქვს იმისა რომ არჩევანი გააკეთოს, ამოირჩიოს ათმა ქალმა ხუთი მამაკაცი რომელიც მათვისაა მისაღები და დანარჩენი ხუთი აფსაიდში დატოვოს,ლოდინის რეჯიმში.

მოკლედ, რატომ მომიხდა ამხელა და ცოტა არ იყოს დამაბნეველი შესავლის გაკეთება,იმიტომ რომ დავინახოთ ის აუცილებლობა და საჭიროება რის შესახებაც მე დავწერ, ნუ პოსტი უმეტესწილად ქალებზეა გათვლილი.თუმცაღა თუ ბიჭები იმას გაითვალისწინებენ რასაც აქ დავწერ მერწმუნეთ უკეთესი მდგომარეობა გვექნება როგორც კონკურენციის მხირვ ასევე ზოგადად ქვეყანაში..

დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა რომ გოგოების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს მამკაცის ფიზიკურობას, კერძოდ გამოკვეთილ კუნთებს, განიერ მხრებს,მომხიბვლელ სახეს და ასე შემდეგ.ნუ ინტელექტუალურობაზე არ მაქვს საუბარი, რადგან ეს ასე ერთიანად არც თუ ისე ადვილი საპოვნელია..

კითხვა პირველი:
რატომ არის რომ წყლის წვეთი ადმიანს სექსუალურობას მატებს, როგორც წესი ასეთი ფოტოები უფრო ვნებიანია ხოლმე..

;):)

ცოტა ბანალური იქნებოდა ეს სურათები ჩვეულებრივად, წყლის გარეშე რომ ყოფილიყო გადაღებული.. თუმცა ფაქტია რომ წყალი ძალიან ბევრს აკეთებს, სხვანაირად რომ ვთქვათ აპიარებს ადამიანის სხეულს..

ბევრი გოგო შეხედავდა ამ სურათს და ტკბილად გაიფიქრებდა ასეთი სხეულის მქონე პარტნიორზე,თუმცა ოცნებას ოცნებად დატოვებდა. კი მაგრამ რატომ? როცა შესაძლებელია ბევრად უკეთესი მამაკაცის ყოლა ვიდრე აქაა, ამისათვის საჭიროა მარტივი ღონისძიებების გატარება, კერძოდ, როგორ ვნახოთ ისეთი ამაკაცი რომელსაც არ ექნება გადამეტებული კუნთები, ექნება თანაბრად განვითარებული სხეული? პასუხი მარტივია..
1

წყალბურთი არა მარტო ყველაზე ჯამრთელი სპორტია, არამედ მიგნებაა, რომელიც მამაკაცის სხეულზე ყველაზე კარგად მუშაობს.

საქართველოში არაერთი საცურაო აუზია, სადაც ყოველდღიურ მომზადებას გადიან თითქმის ნებისმიერი ასაკის წყალბურთელები,ანუ ეს ერთგვარი მინიშნება სად შეიძლება ასეთი სხეულის მქონე მამაკაცებს გადააწყდე.

ყველაზე კარგი ადგილი კი ლაგუნა ვერეა, სადაც ძალიან ადვილია შეხვდე როგორც ეროვნული ნაკრების წყალბურთელებს ასევე ნახევრად პროფესიონალ წყალბურთელებს და მინიმუმ დატკბე მათი ცქერით,

წინა წლებთან შედარებით ეს ინფორმაცია უფრო და უფრო ხემისაწვდომი გახდა გემოვნებიანი გოგოებისთვის და მათაც არ დააყოვნეს

ლაგუნა

მოკლედ, რაში მდგომარეობს პრობლემის გადაჭრა, პასუხი თითქმის გაცემულია, გოგონები ტყუილად წუწუნებენ ასეთი ბიჭების ნაკლებობაზე საქართელოში, უბრალოდ მხოლოდ იქ მისვლაა საჭირო სადაც ეს ბიჭები იყრიან თავს..

მოკლედ ზაფხული გვიახლოვდება და საჭიროდ ჩავთვალე ეს პოსტი დამეწერა,ერთგვარი ტუტორიალი დაბნეულ გოგოებს …

ქვევით რამოდენიმე სურათსაც დავდებ და დავასრულებ ჩემს პოსტს


დანგრეული ქალაქი

დილით ლოგინი არც გამისწორებია ისე გავარდი უნივერსიტეტში, ნიკამ დამირეკა რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა. პირველი საათი იყო უნივერსიტეტის ეზოსთან რომ მივედი და მობილურზე დავურეკე, კიბეებთან იდგა.

– მაგარი საქმეა, უნდა წავიდეთ. ძალიან ნერვიულად მითხრა და გზაზე ტაქსი გააჩერა, – წამოდი შეჩემა რას დგახარ. ტაქსში სწრაფად ჩავჯექი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, ნუ რარაც ვერსიები კი მქონდა, ნიკა არაა პრობლემური ადამიანი და პირველი ჩხუბის სიტუაცია გამოვრიცხე, ქალების მოყვარული კი , იცოცხლე ძალიან იყო, ნუ თუ გოგოებთან მიეჩქარებოდა ასე,არც ეს მიმაჩნდა მართებულად იმიტომ რომ როგორც წესი გოგოს როგორც მონას ისე ექცევა ხოლმე..

– სად მივდივართ შეჩემა, რა ხდება? ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე.
– ოო, ნახავ რა … მაგარი რამეა..

დაახლოებით ნახევარი საათი ხმა არ ამომიღია, გზას ვუყურებდი, მიმართულებას.

– აქ გააჩერე… ჩავედით გიო. ნიკამ ტაქსისტს ფული მისცა და  მანქანიდან გადმოვედით.გაკვირვებული ვუყურებდი ნიკას. – წამო ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ,რაღაც არ დამევასა ტაქსისტი. ამან უფრო დამძაბა,ნუ ფაქტია რომ ინტერესი მკლავდა ყველაზე მეტად..

ტრიალ მინდორზე გავედით ამაღლებული ადგილი იყო და იქ რამოდენიმე დანგრეული შენობა, ნუ მიტოვებული რომ ვთქვა უფრო ლამაზად გამომივა…შენობებს მივუახლოვდით, რა უნდა ყოფილიყო შიგნით? მაქსიმუმ ჩონჩხები, ნაწამები ბავშვების სხეულები,უძველესი წიგნები,ოქრო,მეტი არაფერი მოდიოდა თავში. გავოცდი , დანგრეულ სახლშ შევაბიჯე და ენა ჩამივარდა.. ეს ილუზია იყო, სინამდვილეში სულაც არ იყო ეს დანგრეული სახლი,არ ვიცი წარმოუდგენელია ეს როგორ, მაგრამ აქ ყველაფერი თანამედროვე იყო, ფანჯრიდან გავიხედე ,ვერ ვუჯერებდი თვალებს, ყველაფერი სხვანაირი იყო, სახლები,ძალიან მაგარი სახლები იდგა..

– ჰა როგორია?? მკითხა ნიკამ და ჩემს რექციას აკვირდებოდა..
– აზზე არ ვარ, რა ხდება შეჩემა?

– რავი,არც მე ვიცი, შემთხვევით გავიჩითე, ჯერ არვისთვის მითქვამს,თან მაგარი სტრაშნია ტო, აი ის ლეპტოპი გამოვიტანე აქედან და მაშინვე გაქრა, რომ შემოვბრუნდი ისევ იმ ადგილზე იდო, სხვა სახლები არ ჩანს, აი ფანჯრიდან ბევრი სახლი ჩანს მაგრამ შესვლა ვერცერთში ვერ შევძელი…მოიყვანდა აქ გოგოს კაცი მარა არ მინდა, გაბაზრდება ეგრევე. ეს თქვა თუ არა პულტს მოკიდა ხელი და იქვე ხალიჩაზე გაგორდა, აშკარად ეტყობოდა რომ უკვე როგორც საკუთარ სახლში ისე იყო…

ღამის ორ საათი იყო რომ შინ დავბრუნდი, შოკში ვიყავი, მინდოდა ყველასთვის მომეყოლა, ინტერნეტში შევედი დავწერე სასწაულების დღეიდან მჯერა მეთქი და დასაძინებლად დავწექი… ნიკა იქ დარჩა,კომფორტში ძილი არჩია..

გათენდა და თუ არა ტაქსი გავაჩერე, ზუსტად იმ ადგილას როგორც გუშინ, ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე. შენობას ვერ მივაგენი,ადგილს კი.. ის შენობაც სხვა დანარჩენებივით გამქრალი იყო, სამი საათი ვიარე იმ ადგილას რომ იქნებ სადმე მოვხვედრილიყავი თუმცა უშედეგოდ..

ნიკა დღესაც დაკარგულად ითვლება, არ შემიძლია, ვერ გავთქვი, მაინც არავინ დამიჯერებდა და რა აზრი ჰქონდა.. ოთხი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ის ცოცხალია, უბრალოდ არ შეუძლია იქიდან გამოსვლა,არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ფაქტია რომ რეალობას მოწყდა.

ოთხი წელია იმ ადგილას მივდივარ, იმ იმედით რომ რაღაც დავინახო და მხოლოდ ჩემი მეგობრის გამოყვანა მოვახერხო, წყეული იყოს ირეალური კომფორტი.