Monthly Archives: მარტი 2012

ძალიან კარგად ვარ და თან მკიდია.

საუკუნეა ჩემს პირად ბლოგზე არაფერი დამიწერია, ისე იცოცხლე, მიდის ბლოგების ზიზინი, კორპორატიულია თუ უნივერსიტეტში სტუდენტებთან ლექციებზე. მოკლედ ვინც მე მხოლოდ ბლოგზე მკითხულობს მინდა ბოდიში მოვუხადო რომ ასე დავიკარგე აქედან. რას ვიზამთ ცხოვრება მუსიკის რიტმს ჰგავს, ზოგჯერ მძიმდება, ზოგჯერ მაღლა ადის ზოგჯერ დაბლა, ზოგჯერ ისე რომ ძნელია მისი გაგება, შესაბამისად ბლოგისთვისაც ნაკლები დრო გვრჩება ხოლმე. მე კარგად ვარ. ნუ ბევრად კარგად ვიდრე მაშინ ვიყავი, აი მაშინ ნაცრისფერი რეალობიდან ილუზიებისკენ მომზირალ დაკვირვებულ თვალზე რომ გესაუბრებოდით, თან ისე ღრმად რომ ახლა მგონია ის მე არ ვყოფილვარ, ან ახლა აღარ ვარ მე. თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ერთი ფაქტია, პრაქტიკული აზროვნება და ფიქრი ვისწავლე. ადრე უფრო ღრმად ვფიქრობდი თუ რა, რატომ და რისთვის ხდებოდა ასე. აღარფერი აღარ მაინტერესებს. მოკლედ ჩემო მეგობრებო ძალიან შევიცვალე, ძალიან მკიდია ყველაფერი, ნუ ზოგადსაკაცობრიოს ვგულისხმობ, რაზეც ადრე ვჭედავდი ხოლმე.

ადრე იდეალებზეც ვწერდი, ხოდა ახლა ეგ თემაც ამოწურული მაქვს. აი თურმე რა ემართებათ როცა იდეალს მიახწევენ ხოლმე. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის რომ მუსიკის წაკითხვისთვის დრო არ მრჩება. გული მწყდება რომ ბევრს ვკარგავ თუნდაც ნაცნობი მელოდიების ახლიდან ვერ გახსენებით. მოკლედ მენატრებით მაგრამ არ მენატრებით. მიზეზიც მაქვს, მაქვს სამსახური მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან კონტაქტი და მყავს იდეალიც რომელიც ძალიან ბევრს მაძლევს, მე მასში ვკითხულობ ყველა მელოდიას და ყველა პირად პოსტსაც მასთან ერთად ვწერ. ნუ ალბათ ეს არის პირადი ცხოვრება, ხოდა ახლა მუსიკას ვუსმენ შემთხვევით, ოღონდ მართლა შემთხვევით ამიტომ მომინდა უცებ შემომერბინა და თავი შემეხსენებინა. მე კარგად ვარ. ძალიან კარგად. ხოდა წერაც დამავიწყდა, ანუ ვგრძნობ ისევ ისე კარგად ვერ დავწერ როგორც აქამდე თუმცა ისიც ძალიან მიხარია რომ ამდენს მოვაბი თავი.

მოკლედ ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან კარგად ვარ და მაგრად მკიდია. იმედია ასეთი შემორბენები ბევრი მექნება და დროც შესაბამისად.