Monthly Archives: ივნისი 2010

აგვისტოს ომი ყავის არომატით

– კლოდ. თვალი გავახილე თუ არა მაშინვე გავსძახე გოგოს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს,შეიძლება ითქვას ტრადიციაა მისი მოხმობა ჩემს ლოგინთან ყოველ დილით, თუმცა კლოდი ჩემს ხმას არ გამოხმაურებია.

– კლოდ,სახლში ხარ??ტელევიზორს არასდროს ტოვებდა ჩართულს,არ უყვარდა ზედმეტი ხმაური.საერთოდ კლოდს ოჯახური იდილია ძალიან უყვარს,ყოველთვის ძალიან ლამაზად აკეთებს ყველაფერს.ვიფიქრე ავდგები და მოვძებნი მეთქი მაგრამ საბედნიეროდ მისი ხმაც შემომესმა.

– მგონი უნდა ადგე იცი??

– რატომ კლოდ, მე ჯერ არც კი მიკოცნია შენთვის. გაღიმებული მივაშტერდი თეთრ ჭერს და მის პასუხს ველოდებოდი.

– ომი დაიწყო,მოდი ჩქარა! – მის ხმაში ისეთი შიში იგრძნობოდა რომ გადავწყვიტე ლოგინიდან წამოვმდგარიყავი.საერთოდ კლოდი არაა მშიშარა,ძალიან მამაცია, გამიკვირდა მისი ასეთი ხმა.კლოდი ტელევიზორთან მოკალათებულიყო, ლოყაზე ვაკოცე და მის ფეხთან დავჯექი.ომი მართლაც დაიწყო,წინა შემთხვევებთან დაკავშირებით ეს გაცილებით სერიოზული რამ იყო.კლოდმა შეშინებული თვალებით გადმომხედა.

– შენ წაგიყვანენ?

– კლოდ, არ ვიცი საყვარელო, არაფერია, რომ წავიდე მალევე ჩამოვალ. სანერვიულო არაფერია. ვიცოდი რომ სიტუაცია რომ კიდევ დაძაბულ იყო, მეც მომიწევდა იარაღის ხელში აღება, ერთ დროს მეც ვმსახურობდი ჯარში და არც თუ ისე ცუდად ვიცი იარაღის ხმარება.

შუა დღეს დარეკეს კიდეც. არ ვიცოდი კლოდისთქვის როგორ მეთქვა,ის ძალიან განიცდიდა ყველაფერს და არ ვიცოდი რა მოუვიდოდა მას ჩემს გარეშე.

– კლოდ. მოდი რა რაღაც უნდა გითხრა. არ ვიცოდი რითი უნდა დამეწყო.

– მოიცა რა! მგონი გორს ბომბავენ ეს დამპლები.

– კლოდ მოდი ! კლოოოოოოდ! – უნებლიედ ვიყვირე,ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ მეც ძალიან ვღელავდი.კლოდი უკვე ოთახში იყო, შეშინებული თვალები ჰქონდა. მე საერთოდ არ მჩვევია ხმამღლა საუბარი.

– კლოდ,მე დამირეკეს და უნდა წავიდე. თვალებში ვუყურებდი, შეეტყო რომ ყველაფერს მიხვდა. ცრემლები მოადგა და ერთიანად აცახცახდა.

– არა! შენ არ წახვალ, შენ მე არ გაგიშვებ.შენ არ მოგცემ უფლებას მოკვდე. არა შენ იქ მოკვდები და მეც მოვკდები. მირჩევნია ერთად მოვკვდეთ ვიდრე ცალ-ცალკე. ისტერიკა ჰქონდა,თავს ვეღარ აკონტროლებდა.ხელი მოვკიდე და მაგრად ჩავიხუტე.

– კლოდ, გაჩერდი! არ მოვკვდები , მე მალე დავბრუნდები და ისევ ერთად ვიქნები ძალიან კარგად, უბრალოდ რამოდენიმე დღე უნდა მოითმინო უჩემოდ.ჩემებთან გაგიყვან, იქ უსაფრთხოდ იქნები და გულსაც გადააყოლებ.გამშრალი იყო, თითქოს ყველა ემოცია დაეკარგა,თვალებს არ მაშორებდა.

– მიყვარხარ კლოდ! მიდი ჩაიცვი გთხოვ. ცრემლები მოსდიოდა და ჩემს ნივთებს დასწვდა.. – შეეშვი კლოდ ამას, მე ყველაფერი მაქვს იქ,შენ ჩაიცვი, გავდივართ.

კლოდი ჩემებთან ავიყვანე,მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა და სივრცესთვის ჰქონდა თვალები გაშტერებული, დედაჩემმა ცალკე ტირილი მორთო,მამაჩემი აწყნარებდა, გვერდით გავიხმე და ძალიან ვთხოვე, ისე როგორც არასდროს.

– მამა,გეხვეწები კლოდს მიმიხედე,ძალიან მიყვარს. გული აუჩუყდა და გულში ჩამიკრა,ყურში მიჩურჩულა,ფრთხილად იყავიო. არ მეგონა ასე მძიმე თუ იქნებოდა ყველაფერი,ყვითელ ავტობუსში ვიჯექით ფორმიანი ბიჭები და ცხინვალისკენ მივდიოდით,ვიცოდით რომ ბრძოლა მოგვიწევდა და თითქოს მზადაც ვიყავით ამისთვის.ყველას შეშინებული სახე ჰქონდა,ბევრს ჰყავდა შვილი სახლში დატოვებული და ფიქრობდა რომ ვერასდროს ნახავდა. ღამე იყო როცა ცხინვალში შვედით, ტყის გზაზე მივდიოდით, ჩვენს წინ კიდევ ერთი ავტობუსი მიდიოდა. სროლის ხმა გაისმა, წინა ავტობუსის ფანჯრები დაიმსხვრა,სისხლის წვეთები ჩანდა,გვერდიდან გვესროდნენ ოსები,იარაღის კონდახით შუშები დავამტვირიეთ და ტყის მხარეს გადავცვივდით,იმედი არ გვქონდა რომ წინა ავტობუსში ვინმე ცოცხალი დარჩებოდა. ჩაღრმავებული ადგილი ვნახეთ საიდანაც სროლა შეიძლებოდა, ცეცხლი გავხსენით,ტყვიის წუილის ხმები იყო,ხეებს ხვდებოდა ტყვიები, ნაგლეჯები ცვიოდა აქეთ-იქით. ქართველს მოარტყეს, დაიყვირა და უშნოდ დაიკლაკნა, ძირს დაგორდა და კანკალს მოჰყვა, ბიჭები მივარდნენ და ცდილობდნენ რამე ეშველათ მისთვის. ექვსი საათი ვისროდით,ცერა თითიდან სისხლი მომდიოდა,ტყვიების ლაგებამ დამიზიანა მიუჩვეველი ხელი. ტყვიები გაგვითავდა,უკან უნდა დაგვეხია,სხვა გზა არ იყო. ვფიქრობდი რომ აქ მოვკვდებოდით, კლოდი გამახსენდა. ახლა კლოდი სახლშია ყავას სვამს, ტელევიზორს ნერვიულად უყურებს და ტირის,მელოდება,ისე მელოდება ალბათ როგორც არასდროს ის კი არ იცის მე ეხლა რომ აქ მოვკდები, შეიძლება ვერც კი გვიპოვონ აქ,ტყეში.

გათენებული იყო როცა ტყიდან გამოვედით,ორი საათი მომყავდა ქართველი მეომარი რომელიც ჩემს მხარზე დაიღუპა, მთელი გზა გოგი დოლიძის სიმღერას ღიღინებდა,ხმალი ავლესოთ ქართველებოო.ძალიან მტკივნეული ღამე იყო ის ჩვენთვის, ბევრი რამ მოხდა, ბევრი დავკარგეთ და ვნახეთ.

საგუშაგოზე ვმორიგეობდი. რეზერვისტებიც იყვნენ იქ,ეს ბავშვები ძალიან დაბნეულები და შეშინებულები ჩანდნენ.კლოდის მესიჯი ვნახე. მიყვარხარ,იმედია კარგად ხარ და მალე ჩამოხვალო, მე კარგად ვარ და მთხოვდა, თავს გაუფრთხილდი მე თუ გიყვარვარო. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამან,ბურთი მომაწვა ყელში მინდოდა მეყვირა.

მესამე დღეს ბრძანება მოვიდა რომ უკან ვიხევდით,ჰაერი წავაგეთ,მსხვერპლი ბევრი იყო,ძალიან ბევრი.

აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი გავიდა,ალბათ მაშინ ვერც დავიჯერებდი რომ კლოდს კიდევ ვნახავდი და მასთან ერთად ვიქნებოდი მაგრამ ოცნება ამიხდა. მე და კლოდი ისევ ერთად ვართ,ახლა კლოდი ორსულადაა,ძალიან ბედნიერია მგონი გოგო გვეყოლება.მე მიხარია, გოგო მინდა, არასდროს წავა ომში და არ მექნება იმის შიში რომ ვეღარასდროს ვნახავ. ჩემ თავს ვერ ვპატიობ მამას სიკვდილს, ის სწორედ ჩემი ომში ყოფნის დროს დაიღუპა, ნერვიულობისგან.

ჩვენ ერთი ომის შვილები ვართ,ცხოვრებას იქიდან ვიწყებთ სადაც გვგონია რომ უნდა დავსრულდეთ.

კლოდ მე არასდროს წავალ შენგან


საჯარო (დაწერილია ბიბლიოთეკაში)

დანამდვილებით არ ვიცი რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა, თუმცა იმას ვხვდები რომ სიცივე ნელ-ნელა შემოდის ჩემში და სამყოფელს ეძებს,გარშემო მშვიდობაა, კერძოდ, ჩემს მარჯვნივ გოგო ზის, წიგნიდან რვეულში რაღაცას იწერს, აშკარად რომ კი არ იწერს უფრო იხატავს, ან სხვა რამეზე ფიქრობს, ამაზე კი მისი სახის უემოციობა მიმითითებს,რვეულში შეცდომით იწერს წიგნიდან,ხაზავს,ჯღაპნის,ახლიდან იწერს,ფურცლავს. ჩემს წინ არავინაა, არც მარცხნივ, თუმცა დარბაძში ბევრი ხალხია, ალბათ შაბათი რომ არის იმიტომ. მანამ სანამ წიგნი მომივა რა გავაკეთო არ ვიცი, ჰოდა მეც ვწერ,ჩემი კალამი შეწუხებული სახით მიყურებს,ზოგჯერ ამოიოხრებს ხოლმე თუმცა თავის საქმეს მაინც ასრულებს, როგორც დაწსებულებაში მომუშავე დაჩირებული ქალები.

აქ წერა არც თუ ისე ადვილია, კითხვა კი კარგი და სასიამოვნო, მაგრამ ამასაც გააჩნია, დამოკიდებულია იმაზე თუ რას კითხულობ. მისტიურს თუ კითხულობ რამეს მაშნ გაგიმართლა, გარემოც ხელს გიწყობს, აქ მომუშავე ქალები ისე ჩურჩულებენ,მისტიურს რომ არ კითულობდე მაინც შეგეშინდება.ხშირად ვწერ როცა წიგნს ველოდები, და კარგ მოცულობამდეც ავდივარ ხოლმე, თუმცა ერთ საათში რატომ ვერ უნდა დაწერო ბევრი? – მეც ვთქვი რა ახალი. ისე აქ კარგი ატმოსფეროა, ერთობ აზარტულიც, აქ რომ მოვიდვარ, ვცდილობ ისეთ სკამზე დავჯდე რომელიც არ იჭრაჭუენბს, სამწუხაროდ ვერასდროს ვიმარჯვებ, რასაც უფრო და უფრო შევყავარ აზარტში.ჯერი შემდეგზე დგება, ისეთ ადგილს თუ შევარჩევ საიდანაც არ დამიბერავს, მოგეხსენებათ საგანგებოდ “დასკოჩილი” ფანჯარა რა სანახავია ეგრეთწოდებულ ეროვნულ ბიბლიოთეკაში,თუმცა მაინც აპარებს ქარი, უი, ხო, კი არ აპარებს, შეიძლება ითქვას “სკოჩი” მგონი რაღაცას იჭერს, თუმცა ქარსთქო ვერ ვიტყვი,უფრო ფანჯარას. ქარის დროს უნდა ნახოთ რა სასიამოვნოა,როცა ეს ფანჯრები ერთ ხმაში ამღერდებიან და მრავალჟამიაერს შესძახებენ, მაშინ უნდა ნახოთ “სკოჩის” ტანჯული სახე, ძლივს რომ ართმევს საქმეს თავს. სასაცილოა, კი სასაცილოა, ისიც სასაცილოა მკითხველი რომ შემოდის, წიგნს იღებს და ჯდება,იქ მყოფ მეთვალყურე გოგონას თვალს არ აშორებს,ეს გოგო ხვდება და იცის კიდეც მას რომ მისჩერებია ეს საწყალი კაცი, ამიტომ უკან ჯდება, კაცი თავს ატრიალებს და თვალებგაბრწყინებული ადევნებს თვალს ამ გოგოს(ამ კაცს სანდრო უნდა ერქვას წესით) მოკლედ ბიბლიოთეკის ერთი სასიყვარულო ურთიერთობაც ვამხილე.

სკამიდან ავდექი და წიგნს მივაკითხე, თმცა მოსული არ იყო ჯერ. ღმერთო ჩემო, ნუთუ წიგნს არავინ კითხულობდა?? – ათასი თვალი ერთად მომაშტერდა, ასეთ ცნობისმოყვარე მზერას ვერცერთი მოდელი ვერ იპყრობს ჩვენებაზე, მოდი და ასეთ ყურადღების ცენტრში მშვიდად გაიარე, არა რა , საშინელებაა. დავჯექი სკამზე, ამ საცოდავს ხელი მოვკიდე და წერა გავაგრძელე, ამოიხვნეშა, აუ კვდება მგონი ჩემი კალამი, დასანანია, ხსოვნა იყოს,
ცხონდე

ცხონდ



ალექსანდროვის ბაღი

ეზოში ჯდომას თავისი ხიბლი აქვს, როცა მუსიკას უსმენ და გარშემო ცხოვრება ზუსტად ისეთია როგორც შენი მუსიკის რიტმი. ბევრი რამ გიმშვიდებს მზერას,ხასიათს გიწყნარებს, თნდაც ის რომ ეკლესია დაგყურებს ზევიდან, ახლა შიგნით შესვლა არცაა საჭირო, ტექნიკა ისეა განვითარებული რომ მღვდლის ქადაგება ეკლესიის გარეთ დამონტაჟებული “დინამიკებიდან” ისმის, ნუ ისმის და რას იზამ.. შეგიძლია წნარად იჯდე და უსმინო… აქ ჩემს გარდა ბევრია,ბევრი ვერ ითმენს გვერდში საყვარელი ადამიანი რომ უზის და გამალებით კოცნის.ზოგი მარტოა,ჩაფიქრებული და უსასრულობას მიშტერებული თითქოს იქ უპოვია მეწყვილე.. ზოგიც იმიტომ მოსულა აქ რომ ამ ყველაფერს უყუროს,დატკბეს ან სულაც წეროს… ნუ ერთი ცხადია, აქ არავინ უსმენს ქადაგებას.. მაგარია, აქ შეიძლება მოვიდნენ და გითხრან რომ განვითარება წინსვლის პროცესია, არგუმენტიც დამაჯერებელი, როცა შენ ალექსანდროვის ბაღში ზიხარ სადაც ხალხი ზასაობს, შენ კი ზიხარ და უბრალოდ წერ რადგან გინდა უთხრა ამ ხალხს რიმ დროა განვითარდეს, უთხრა ქართელს რომ დროა ჩაიძიროს ფიქრების მორევში, იყოს ადამიანი რომელიც იაზროვნებს. მე არ მივდივარ წინააღმდეგ, მეც თქვენთან ერთად  ვარ მოჯადოებული როგორც ეს ორუელის 1984-შია სიძულვილის ორწუთეულის დროს, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად მე მაინც შემიძლია განსხვავებული ვიყო და დავიჯერო, თქვენ არა?? ფიქრი, ფიქრი ძვირფასებო:)


კლოდი

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც კლოდმა სახლი დატოვა და ახლა ცალკე ცხოვრობს, სულ მარტო. ბინა ქალაქის ცენტრშია და მის სამსახურთან ახლოსაცაა, ასე რომ სამსახური და სახლი მისთვის ერთია . საღამოობით ყავას მოიდუღებს და იქვე, სახლის აივანზე იცის ხოლმე ჩამოჯდომა. ამ ადგილას საღამოობით იცის ხოლმე თბილმა ქარმა ჩამოვლა და კლოდმა ეს ძალიან კარგად იცის, მის სწორ ფეხებს ეს ყველაზე მეტად ეტყობა ხოლმე. ყავა ორივე ხელში ჰქონდა მოქცეული და თითოეული ყლუპის სითბოს შეიგრძნობდა აივანზე კარგად მოკალათებული კლოდი, ზოგჯერ ცაში აიხედავდა და თვალებს ოდნავ მოჭუტავდა ხოლმე, თითქოს რაღაცის დანახვას ცდილობსო. სინამდვილეში ეს გამოხედვა ძალიან უაზრო და მექანიკური იყო, ამ ყველაფერს ფიქრის სახე უფრო ჰქონდა, აი ფიქრი კი იცოდა უზომო.

კლოდი სახლში ყოველთვის მარტოა, ასე ურჩევნია ცხოვრება,რა თქმა უნდა სულ ასეთ აზრზე არ იყო,ფიქრობს რომ სიმარტოვეში უფრო იღებს სიამოვნებას ვიდრე მასთან ერთად. ერთ დროს ამ სახლში ბიჭთან ერთად ცხოვრობდა,ფიქრობდა რომ ეს სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ ახლა კლოდი მარტოა და ის ბიჭი კი თავის ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. არ მინდა ვინმე კოელიოს მადარებდეს ამ ისტორიისთვის,მე იმიტომ ვწერ რომ კლოდი მიყვარს. მიყვარს იქ სადაც არის, სადაც განცდის და ელოდება.. ფიქრობდა კლოდი, აივანზე მის ფეხებზე თბილი ქარი ზოზინით მიგორავდა, არ უნდოდა მოცილებოდა მას.მისი ურთიერთობა იქ გაფუჭდა როცა სიყვარულმა ის საწყისი წერტილი დაკარგა სადაც დაიბადა, ის ფიქრობდა რომ გრძნობდა ბიჭში მოვალეობად გადაიქცა და არსებობა შეწყვიტა. გაქრა სითბო, იმატა უაზრო კამათმა და კლოდი მაშინ მიხვდა რომ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი როცა ბიჭის თვალები მშრალი მოეჩვენა. ისეთი მშრალი თვალები ჰქონდა მას რომ თითქოს სუნთქვა შეეკრა და გადაწყვიტა არაფერი ეთქვა,აივანზე გავიდა თბილ ჭიქას მოხვია ხელი და ცას გახედა უსასრულოდ, თვალების ჭუტვით.ყველაფერი თვალებით დაიწყო და ყველაფერი თვალებში დამთავრდა,ზუსტადაც.

კლოდისთვის ყველაფერი გრძნობაა, ის სიყვარულის შემომქმედია,ის ვერასდროს აიტანს იმას რომ გრძნობა დაიჩაგროს, ამიტომაცაა რომ მისთვის თვალები მთელი სამყაროა.სიყვარული მოვალეობაში არასდროს გადადის,იგი მოუდმივ პროგრესირებადია. როცა კლოდმა ნახა რომ მის სიყვარულს რაღაც დააკლდა მიხვდა რომ ეს ის აღარ იყო,სწორედაც მოიქცა. კლოდი ახლა მარტოა,მაგრამ გაცილებით ბედნიერია იმ ფაქტით რომ მან დაიტოვა შანსი უყვარდეს ჭეშმარიტად.


სიგიჟის პირას დაწერილი პოსტი ანუ მუსიკის ფონზე

ვღამდები.უსმინე. სად წავალ?? – აუ ძალიან შორს. არ მივალ სახლში,ბნელ ქუჩებში ვივლი და მუსიკით გავირბილებ ძვლებს.წვიმაში ცაში გავიწელები და მუსიკით ავმაღლდები. ო, როგორ მინდა ხელები გავშალო და წვიმიან მინდორზე გავწვე, ბნელოდეს და მციოდეს ფიქრში მუსიკასთან ერთად. ხმა. ხმას ნუ იღებ. სრიბილი მინდა, მუსიკა და მე, სველი ფეხები, ნაცრისფერი და მგლოვიარე ატმოსფერო. ოო, მიდი იგრძენი მუსიკა, მიდი. აირბინე გრძელი აღმართი, გაექეცი ხალხს, დახუჭე თვალები,იგრძენი მუსიკა,ისუნთქე.უფსკრული იგრძენი,დამწკნარი თითები რომ გეხება. ცივია თითები. ამოისუნთქე,გაიხსენე არსება რომელიც გაფიქრებს და მისი თმის სურნელი. ო, გაიხსენე გთხოვ. მუსიკა მკარგავს, სად?? შენში თუ უფსკრულში, არ აქვს მნიშვნელობა,ბნელა. მაციებს, უკანასკნელი მელოდია მაცემინებს გრძნობებს, მამთქნარებს ცბიერი ნოტი. არ იყვირო, ვერავინ გაიგებს. მელოდია მაყვირებს.ააა, ჩააქრეთ. უფსკრული მაშინ ანათებს როცა ის ძალიან ახლოა, მელოდია კი აღარ.

აქ მე შენ ის მელოდია


მუსიკა

ძალიან დაბალ ხმაზე დავაყენე, ვცდილობდი მარტო მე მესმინა. თვალები დავხუჭე და ვცდილობდი მელოდია ჩემს გარდა არავის გაეგო, რადგან მინდოდა მარტო მე მეგრძნო.
კარი გააღო, დამინახა რომ მუსიკას ვუსმენდი, თვალები დახუჭული მქონდა და თითქოს ვოცნებობდი რაღაცაზე. ისე გავიდა ოთხიდან ვერაფერი გავიგე.
ვფიქრობდი, რა უფრო სასიამოვნოა, ასე წოლა ლოგინზე და უაზროდ, მელოდიასთან ერთად ფიქრი თუ მელოდია და ბოდიალი.
ტელეფონზე ნინო რეკავდა,ჩემს ტელეფონს ხომ ხმა არ აქვს, მე კი თვალები დახუჭული მაქვს და არ მცალია.
ტელეფონზე სოფომ მომწერა რომ მოვენატრე, მაგრამ მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ვწევარ და მუსიკას ვუსმენ თან ისე ღრმად.
ზოგჯერ მგონია რომ საუკუნე შემიძლია ასე ყოფნა, სულ, ერთი შესუნთქვით.
დრო მაშინ ჩერდება როცა დროსა და სივრცეს ტოვებ,ოღონდ ის შენგან დამოუკიდებლად განაგრძობს სვლას. უკან თუ დაბრუნდი ისევ უნდა დაემორჩილო. ხოდა გადაწყვიტე არ დავუბრუნდე მას. მინდა მე და მუსიკა ერთად ვიყოთ უდროოდ.
ხალხი იცვლებოდა, მე კი ვიწექი და ვუსმენდი მუსიკას უდროოდ.
თვალი გავახილე, უიჰ, დროისთვის გამისწრია.
ახლა აქ ვარ მომავალში, არავინ მყავს ახლობელი და ნაცნობი, ყველანი დახოცილან.
გული დამწყდა.
ისე დაიხოცნენ რომ არავის გავახსენდი.