ამბავი შეშლილ ბიჭზე რომელიც ქუჩაში გხვდებათ

დეპრესიული საღამო იყო. ტალახიანი თბილისი შესაბამის განწყობას ჰქმნიდა. ქუჩაში ხალხი ამინდის მიუხედავად მაინც ირეოდა. რა შეუძლია ამინდს თუ ეს ქუჩა და აქ სიარული შენი სიგიჟის ნაწილია? რა შეგაჩერებს როცა მელოდია გაცილებით გათბობს ვიდრე რომელიმე სამოსი რაც კი ოდესმე გცმია?.

შიშველი მიყვარს სიარული,მელოდიით შემოსილს, თვალები რომ მიჩანს მარტო.

განა შენთან ყოფნა არ მიყვარს? არა! უბრალოდ მელოდიით ეს გაცილებით უკეთესია.

გგონია მწარე ხარ? არა! შენ ძალიან თბილი თვალები გაქვს და მე ეს თვალები ყველაზე მეტად მიყვარს.

გგონია მთავარი დრო არის და ურთიერთობა დროშია? მე ლოდინი სიკვდილზე უკეთ შემიძლია,გინანებ ვიცი.

ფიქრობ რომ მთავარი ასაკია ჩვენში? არა! შენ გაცილებით პატარა ხარ ჩემთვის როცა წარმოგიდგენ.მაფიქრებ.

თვლი რომ მიუწვდომელი ხარ? არა! მე არაფერს ვცდილობ რომ მივწვდე,უბრალოდ გარშემო გივლი და ეს მსიამოვნებს.

ქუჩის სისველე როცა მაკივლებს და მელოდია გზაზე იმ სხეულებს მახვედრებს რომელთაც უბრალოდ ეღიმებათ მაშინ ვხვდები ხოლმე რომ ჩემს არსებობას რაღაც აზრი ჰქონია.მეც ვიღიმი.

როცა გაწვიმებულ ქარიან თბილისის ქუჩებში მელოდიას გაიგონებთ დაფიქრდით კარგად, იქნებ თქვენს გვერდით ფიქრმა გაიარა, მელოდიურმა ფიქრმა, ან სულაც მე, უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად.

მერე რა რომ ცივა ? მერე რა რომ სიცხე მაქვს მაგრამ მაინც შემიძლია ეს ყველაფერი ვთქვა? მერე რა? მერე რა რომ გიჟი ვარ და ქუჩაში ხეტიალი მიყვარს.

არც არაფერი..

უბრალოდ პატარა ამბავი შეშლილ ბიჭზე რომელიც ქუჩაში გხვდებათ.


7 responses to “ამბავი შეშლილ ბიჭზე რომელიც ქუჩაში გხვდებათ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: