დღის მგოსანი

მოკლედ, რა ხანია ჩემს ბლოგზე არაფერი დამიწერია, ხოდა, ახლა გადავწყვიტე პირველად ჩემი ბლოგის ისტორიაში სურათიანი პოსტი დავწერო. მოკლე არაფერი ისეთი მნისვნელოვანი უბრალოდ სურათს დავტესტავ და ეგ იქნება რა,ხო, და თან დღევანდელ დღსაც მიმოვიხილავ.

დღეს სახლიდან უმისამართოდ, სახეტიალოდ გამოვედი. დიდი ხანია არ მიბოდიალია,ასე, უგზო–უკვლოდ.ნი როგორც წესი ამ ბოდიალს თავისი მიზეზი აქვს ხოლმე, ანუ რაღაცაზე ვფიქრობ, ან  მაწუხებს რაღაც თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.ცუდი ამინდი ვერასდროსს მიშლიდა ხელს გარეთ გავსულიყავი და ხალხს დავკვირვებოდი,მეთვალთვალა მათთვის და გულში დამეცინა… ცუდია, მივხვდი რომ ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა ის რომ მე ვერ გამოვედი საკუთარი თავიდან… შიგნით ჩაკეტილი უაზრო ფრაზებს ვატრიალებდი.

ვფიქრობდი რომ სიძულვილი მამოძრავებს, რომ არა ის,მე  არ ვივლიდი აქ ქუჩაში და ვერ ვიფიქრებდი სიღრმეებზე.ოდესღაც დგება ისეთი  პერიოდი რომ აღარ გინდა ეს ყველაფერი. სიმშვიდე სიწყნარე და სიყვარული გინდა, თუმცა ეს უკანასკნელი არაა და იძულებული ხდები ისევ იმ გზას და იმ დინებას მიჰყვე… საშინელებაა როცა ყვირილი არ შეგიძლია და ვალდებული ხარ გაიღიმო..

ერთხელ მახსოვს ძალიან კარგად ვგრძზნობდი თავს და ეს იმიტომ იყო რომ მე კეთილი ვიყავი, ოდნავ კეთილი სამყაროს და ხალხის მიმართ..

თუმცა არც ისე ადვილია იყო მარტო ამდენ ადამიანს შორის, ამით ვინუგეშებ თავს, სამაგალითო მარტოობა შემიძლია საკუთარ თავთან ხელჩაკიდებულს.


4 responses to “დღის მგოსანი

  • AKACIA

    ბერდები? კი უეჭველი ბერდები. მერე დაბრძენდები… მერე გასუქდები… მერე ცოლს მოიყვან… და… ეს ბლოგიც ისე გახდება უაზრო მოგონება, როგორც ბორის ვიანის დღეთა ქაფი😉

  • kontua

    მოკლედ შესაშური თანმიმდევრობით გაქვს ცხოვრება წარმოდგენილი… შენი პიროვნება ზედა პოსტის ყველა ასპექტში წინააღმდეგობაა.. მიკვირსს შენ ამდენ საფეხურს რატომ გადაახტი და ეგრევე ცოლის მოყვანას მიადექი ..🙂 აცალე ცოტა ხანს თუ ვერ დაბრძენდები, იქნებ გასუქდე მაინც ….

  • vaxo

    მამრდაშვილს ჰქონია ასეთი ფრაზა ჯოჯოხეთი ეს არის მუდმივი გამეორებაო, და ალბათ ამასთან გვაქვს საქმე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: