დემოკრატია საქართველოში და ქართული პოლიცია

ყველამ კარგად იცის რა მოხდა ილიას უნივერსტეტთან, არ დავიწყებ იმ საკითხზე ლაპარაკს ეს წიგნი კარგია თუ ცუდი. ვთქვათ რომ ეს წიგნი არის სრული ბოდიალი და სულელობა, პრობლემა აქ სხვა რამეშია. მე როგორც ილიას სტუდენტი არც ვაქცევ ამ წიგნის არსებობას ყურადღებას, იმართება აქცია რომელთა პროტესტიც მესმის და გასაგებია, თუმცა აქვე ისმის უკვე განსხვავებული ბრალდებები, როგორიცაა გიგი თევზაძის გადადგომა, უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გახსნაზე უარის გამო მათი გასამართლება და შემკობა ისეთი სიტყვებით როგორიცაა მამათმავლობა და ლესბოსელობა, როგორც ჩანს ეს სიტყვები ძალიან ხიბლავთ წარმოსათქმელად..
მე მინდა სხვა საკითხზე გავამახვილო ჩემი ყურადღება, უკვე ის სიტუაციაა რომ ხელჩართული ბრძოლა ჭავჭავაძის ქუჩის გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს, გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიცია არ იმჩნევს და მანქანას არ აჩერებს ადგილზევე, სრული წესების დაცვით სცილდება ტერიტორიას დგება შუქნიშანთან, მანქანას აბრუნებს და მოდის ილიას უნივერსიტეტთან და გადმოდიან მანქანიდან (ჩხუბი გრძელდება) ამ დროს ისინი არ აშველებენ არამედ აყოლებენ სიტუაციას თუ რა ხდება და რატომ იყო მოწყობილი შეკრება. სიტუაცია უმართავი ხდება და ჩხუბში უკვე მართმადიდებლური სულისკვეთებით უნივერსიტეტის დაცვა ებმევა, ეს ყველაფერი სამოქალაქო ომს გავს, ისმის ფრაზები – მამათმავლებო უნდა დაგხოცოთ ყველანი. ამ დროს პოლიციის სიმრავლეც შეინიშნება, რამოდენიმე პოლიციელი გარბის გასაშველებლად სადაც უმოწყალოდ ურტყამენ ერთს, ამ დროს მართმადიდებლური მშობელთა კავშირის ერთ-ერთი ქერა ცისფერთვალებიანი ჭაბუკი აჩერებს პატრულს და ესეთ ფრაზას ეუბნევა, – მართმადიდებლობას გვიგინებენ ეს მამათმავლები და წონასწორობა დაგვაკარგვინეს და მართმადიდებელი არ ხარ? – ამ დროს დემოკრატიული ქვეყნის სამართალდამცავი მხარზე ხელს ადებს თანგრძნობის ნიშნად ამ პიროვბნებას და უკან მანქანისკენ ბრუნდება. (ჩხუბი გრძელდება)
ის ფაქტი რომ  ამ ადამიანებმა არა მარტო ხნიერ ადამიანებს დაარტყეს არამედ შეეხნენ გოგოებსაც, ეს ქმედებები ქრისტიანული ნამდვილად არაა, თუმცა როგორც ჩხუბის დროს ყვიროდნენ მათ მამაომ კურთხევა მისცა ასეთი ქმედებებისთვის

პრობლემა ძალიან ბევრია ამ ვითარებაში, ამ დაპირისპირებამ ნათლად დაგვანახა თუ რა დონეზეა სახელმწიფოში დემოკრატია განვითარებული, ის რომ რა არის სიტყვის თავისუფლება და რა არის კანონს მორჩილება, რა არის კონსტიტუცია. მხოლოდ საქართველოში სამათალდამცავი პირადი რელიგური თვალსაზრისით ახდენს გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამ დღეს დავრწმუნდი რომ საქართველოს ხელისუფლება დამონებულია,შიშის ქვეშააა მოქცეული და არ შეუძლია დემოკრატიის ინტერესების დაცვა რადგან იციან რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი მათ არ აპატიებს, ან რას დავაბრალოთ ეს მათი სიჩუმე მომავალ არჩევნებს?? ერთი ცხადია რომ ამ ფაქტმა ნათელი მოჰფინა იმ ფაშისტური ძალის საფრთხეს რომელიც საქართველოში ქრისტიანობის დამცველის სახელით სარგებლობს. ეს ყველაფერი თუ ასე დარჩა “გადავშენდებით”


8 responses to “დემოკრატია საქართველოში და ქართული პოლიცია

  • მარიამი

    ქრისტეს სახელით ვიბრძვითო.. ქრისტეს სახელით აგინებენ ერთმანეთს და შეურაცხყოფენ.. ჰმ…

  • nateli.monada

    movdivart jvrbeit gpirdebit jvrebs.. 😀 😀 😀
    rac ik moxda am ori dgis ganmavobashi albat mxolod dasackisia,

  • BigCrow

    დასასრულის დასაწყისი )

  • ნატოშა

    “თუმცა როგორც ჩხუბის დროს ყვიროდნენ მათ მამაომ კურთხევა მისცა ასეთი ქმედებებისთვის”

    თუ საპატრიარქოს, ოდნავ მაინც აქვს სურვილი გაემიჯნოს ამ ბარბაროსებს, მსგავსი მღდვლები უნდა განკვეთონ ეკლესიიდან.

  • Nok

    ეს ის წვერებიანია მარხნივ?

    იბალაიტუნგ! იობლიშე განდონენ!

  • KaraliokA

    რამდენად დაგამშვიდებს ის, რასაც ახლა გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფო ჯერ ჩანასახის მდგომარეობაშია. ვიტყოდი, რომ ჯერ ემბრიონია. ადამიანს, რომელსაც არც სახელმწიფოებრიობის შეგნება აქვს და საერთოდ ვერ გაუცნობიერებია რომ ის კედლები, რომლებსაც ანგრევს მისი სამშობლოა, აქ ყოველგვარ მორალსა და რელიგიაზე საუბარი ზედმეტია.

    რაც შეეხება დემოკრატიას, ჰაჰ, ჯერ სად ვართ.. დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესიც არ მინელებულა.. ჯერ კიდევ არ ქცეულა დემოკრატია ერთადერთ გართობად ქალაქში..

დატოვე კომენტარი