Monthly Archives: მაისი 2010

დემოკრატია საქართველოში და ქართული პოლიცია

ყველამ კარგად იცის რა მოხდა ილიას უნივერსტეტთან, არ დავიწყებ იმ საკითხზე ლაპარაკს ეს წიგნი კარგია თუ ცუდი. ვთქვათ რომ ეს წიგნი არის სრული ბოდიალი და სულელობა, პრობლემა აქ სხვა რამეშია. მე როგორც ილიას სტუდენტი არც ვაქცევ ამ წიგნის არსებობას ყურადღებას, იმართება აქცია რომელთა პროტესტიც მესმის და გასაგებია, თუმცა აქვე ისმის უკვე განსხვავებული ბრალდებები, როგორიცაა გიგი თევზაძის გადადგომა, უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გახსნაზე უარის გამო მათი გასამართლება და შემკობა ისეთი სიტყვებით როგორიცაა მამათმავლობა და ლესბოსელობა, როგორც ჩანს ეს სიტყვები ძალიან ხიბლავთ წარმოსათქმელად..
მე მინდა სხვა საკითხზე გავამახვილო ჩემი ყურადღება, უკვე ის სიტუაციაა რომ ხელჩართული ბრძოლა ჭავჭავაძის ქუჩის გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს, გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიცია არ იმჩნევს და მანქანას არ აჩერებს ადგილზევე, სრული წესების დაცვით სცილდება ტერიტორიას დგება შუქნიშანთან, მანქანას აბრუნებს და მოდის ილიას უნივერსიტეტთან და გადმოდიან მანქანიდან (ჩხუბი გრძელდება) ამ დროს ისინი არ აშველებენ არამედ აყოლებენ სიტუაციას თუ რა ხდება და რატომ იყო მოწყობილი შეკრება. სიტუაცია უმართავი ხდება და ჩხუბში უკვე მართმადიდებლური სულისკვეთებით უნივერსიტეტის დაცვა ებმევა, ეს ყველაფერი სამოქალაქო ომს გავს, ისმის ფრაზები – მამათმავლებო უნდა დაგხოცოთ ყველანი. ამ დროს პოლიციის სიმრავლეც შეინიშნება, რამოდენიმე პოლიციელი გარბის გასაშველებლად სადაც უმოწყალოდ ურტყამენ ერთს, ამ დროს მართმადიდებლური მშობელთა კავშირის ერთ-ერთი ქერა ცისფერთვალებიანი ჭაბუკი აჩერებს პატრულს და ესეთ ფრაზას ეუბნევა, – მართმადიდებლობას გვიგინებენ ეს მამათმავლები და წონასწორობა დაგვაკარგვინეს და მართმადიდებელი არ ხარ? – ამ დროს დემოკრატიული ქვეყნის სამართალდამცავი მხარზე ხელს ადებს თანგრძნობის ნიშნად ამ პიროვბნებას და უკან მანქანისკენ ბრუნდება. (ჩხუბი გრძელდება)
ის ფაქტი რომ  ამ ადამიანებმა არა მარტო ხნიერ ადამიანებს დაარტყეს არამედ შეეხნენ გოგოებსაც, ეს ქმედებები ქრისტიანული ნამდვილად არაა, თუმცა როგორც ჩხუბის დროს ყვიროდნენ მათ მამაომ კურთხევა მისცა ასეთი ქმედებებისთვის

პრობლემა ძალიან ბევრია ამ ვითარებაში, ამ დაპირისპირებამ ნათლად დაგვანახა თუ რა დონეზეა სახელმწიფოში დემოკრატია განვითარებული, ის რომ რა არის სიტყვის თავისუფლება და რა არის კანონს მორჩილება, რა არის კონსტიტუცია. მხოლოდ საქართველოში სამათალდამცავი პირადი რელიგური თვალსაზრისით ახდენს გადაწყვეტილების მიღებას. სწორედ ამ დღეს დავრწმუნდი რომ საქართველოს ხელისუფლება დამონებულია,შიშის ქვეშააა მოქცეული და არ შეუძლია დემოკრატიის ინტერესების დაცვა რადგან იციან რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი მათ არ აპატიებს, ან რას დავაბრალოთ ეს მათი სიჩუმე მომავალ არჩევნებს?? ერთი ცხადია რომ ამ ფაქტმა ნათელი მოჰფინა იმ ფაშისტური ძალის საფრთხეს რომელიც საქართველოში ქრისტიანობის დამცველის სახელით სარგებლობს. ეს ყველაფერი თუ ასე დარჩა “გადავშენდებით”


კარი დახურე

– კარი დახურე… როგორ ყოველთვის ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს. ავდექი, ფეხი ისევ მტკიოდა, კარი მივხურე. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მქონდა სინანულის განცდა.
თითქოს ყოველთვის მე ვარ მართალი როცა მას ვეკამათები, მაგრამ ახლა უფრო მართალი ვიყავი. როცა ვუთხარი რომ ჩემი სიდიადე გავაცნობიერემეთქი გაეცინა, ამ სიცილზე მეც გავბრაზდი და შევყევით ერთმანეთს, წამებში გამოვააშკარავეთ რომ ერთმანეთი გვძულდა და საკითხიც გადავჭერით, მაგრამ კარი მაინ ცარ მიხურა, ისე წავიდა.
გაბრაზებული არც ვყოფილვარ, მერე რა რომ უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, ჩემს დაცინვას მაინც ვერ გადაეჩვია. ახლა ვისვენებ, სახლში მარტო ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს და მხიბლავს, ჩემთვის რაღაცეებს ვწერ და ვხალისობ, ფანჯარას გამოვაღებ, წვიმიანს ჰაერს შევისუნთქავ და შავ ღრუბლებს სიღრმეში ვაკვირდები, ან სულაც მზიან დღეს, მომღიმარ მტრედებს ვუხმობ ხოლმე ჩემი დანგრეული მტრედულით, რაც ის წავიდა მტრედებთან ლაპარაკი მხიბლავს. ისე მტრედებმა მოშიება იცის, ისინიც იგივეს ამბობენ ადამიანზე.მაღაზიაში აღარ მცნობენ, გადამიცნეს, არ უნდათ ჩემი შემჩნევა. გზებზე რომ გადავდივარ მანქანებიც აღარ მისიგნალებენ,ხო, და ვერც მეჯახებიან. ყველაზე საინტერესო ამ სახლში ჩემი ფანჯარა და მტრედებია, ველოდები მაგრამ მიჭირს ამის აღიარება, მაინც მჯერა რომ ვერ გაძლებს, მოვენატრები და მობრუნდება. ეს ფანჯარა კი ხშირად მაფორიაქებს თითქოს რაღაც კავშირი მქონდეს მასთან. ერთხელ ჩემს მტრედებს ვეკითხებოდი რამე ახალი ხომ არ იცითმეთქი, მოულოდნელად დაფრთხნენ და აფრინდნენ ფანჯრიდან, საკეტის ხმა გაისმა, ვიღაც გარედან სახლის კარს გასაღებით აღებდა, არადა მე ის არ დამიკეტავს. კარი გაიღო და კლოდი შემოვიდა, გავოცდი, გულის სიღრმეში ეს ჩემი გამარჯვება იყო, რადგან მან ვერ გაძლო უჩემოდ და დამიბრუნდა.ფეხზე წამოვდექი და დავუძახე, მეგონა ჩამეხუტებოდა, მაგრამ არც შემიმჩნია ისე შემოვიდა ოთახში, ფაქტია ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე, ვიფიქრე ეხლა ვეტყვი თუ არ მელაპარაკები რას მოდიდოდითქო, მაგრამ გადავიფიქრე და იქვე კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. კლოდი ოთახში საქმიანად და ნერვიულად განაგრძობდა სიარულს,ფანჯარა მიხურა, აშკარად ცდილობდა რომ გავებრაზებინე, მერე ჩანთიდან ჩარჩოში ჩასმული სურათი ამოიღო და კედელზე დაკიდა, ვერაფერი გავიგე, ჩემი სურათი იყო, – კლოოდ, დავუყვირე, მაგრამ თითქოს არც გაუგია, თავის საქმეს განაგრძობდა, ამჯერად სანთელი აანთო და სურათის წინ დაამაგრა, შემდეგ სწრაფი მოძრაობით ჩანთა მოიკიდა და სახლიდან გავიდა, მესმოდა როგორ კეტავდა სახლის კარს გასაღებით, მინდოდა მეთქვა – კლოდ კარი არ დახურო მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ის ჩემს ხმას ვერ გაიგებდა.