კარი დახურე

– კარი დახურე… როგორ ყოველთვის ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნათქვამს. ავდექი, ფეხი ისევ მტკიოდა, კარი მივხურე. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მქონდა სინანულის განცდა.
თითქოს ყოველთვის მე ვარ მართალი როცა მას ვეკამათები, მაგრამ ახლა უფრო მართალი ვიყავი. როცა ვუთხარი რომ ჩემი სიდიადე გავაცნობიერემეთქი გაეცინა, ამ სიცილზე მეც გავბრაზდი და შევყევით ერთმანეთს, წამებში გამოვააშკარავეთ რომ ერთმანეთი გვძულდა და საკითხიც გადავჭერით, მაგრამ კარი მაინ ცარ მიხურა, ისე წავიდა.
გაბრაზებული არც ვყოფილვარ, მერე რა რომ უკვე ორი წელია ერთად ვცხოვრობთ, ჩემს დაცინვას მაინც ვერ გადაეჩვია. ახლა ვისვენებ, სახლში მარტო ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს და მხიბლავს, ჩემთვის რაღაცეებს ვწერ და ვხალისობ, ფანჯარას გამოვაღებ, წვიმიანს ჰაერს შევისუნთქავ და შავ ღრუბლებს სიღრმეში ვაკვირდები, ან სულაც მზიან დღეს, მომღიმარ მტრედებს ვუხმობ ხოლმე ჩემი დანგრეული მტრედულით, რაც ის წავიდა მტრედებთან ლაპარაკი მხიბლავს. ისე მტრედებმა მოშიება იცის, ისინიც იგივეს ამბობენ ადამიანზე.მაღაზიაში აღარ მცნობენ, გადამიცნეს, არ უნდათ ჩემი შემჩნევა. გზებზე რომ გადავდივარ მანქანებიც აღარ მისიგნალებენ,ხო, და ვერც მეჯახებიან. ყველაზე საინტერესო ამ სახლში ჩემი ფანჯარა და მტრედებია, ველოდები მაგრამ მიჭირს ამის აღიარება, მაინც მჯერა რომ ვერ გაძლებს, მოვენატრები და მობრუნდება. ეს ფანჯარა კი ხშირად მაფორიაქებს თითქოს რაღაც კავშირი მქონდეს მასთან. ერთხელ ჩემს მტრედებს ვეკითხებოდი რამე ახალი ხომ არ იცითმეთქი, მოულოდნელად დაფრთხნენ და აფრინდნენ ფანჯრიდან, საკეტის ხმა გაისმა, ვიღაც გარედან სახლის კარს გასაღებით აღებდა, არადა მე ის არ დამიკეტავს. კარი გაიღო და კლოდი შემოვიდა, გავოცდი, გულის სიღრმეში ეს ჩემი გამარჯვება იყო, რადგან მან ვერ გაძლო უჩემოდ და დამიბრუნდა.ფეხზე წამოვდექი და დავუძახე, მეგონა ჩამეხუტებოდა, მაგრამ არც შემიმჩნია ისე შემოვიდა ოთახში, ფაქტია ისევ გაბრაზებული იყო ჩემზე, ვიფიქრე ეხლა ვეტყვი თუ არ მელაპარაკები რას მოდიდოდითქო, მაგრამ გადავიფიქრე და იქვე კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. კლოდი ოთახში საქმიანად და ნერვიულად განაგრძობდა სიარულს,ფანჯარა მიხურა, აშკარად ცდილობდა რომ გავებრაზებინე, მერე ჩანთიდან ჩარჩოში ჩასმული სურათი ამოიღო და კედელზე დაკიდა, ვერაფერი გავიგე, ჩემი სურათი იყო, – კლოოდ, დავუყვირე, მაგრამ თითქოს არც გაუგია, თავის საქმეს განაგრძობდა, ამჯერად სანთელი აანთო და სურათის წინ დაამაგრა, შემდეგ სწრაფი მოძრაობით ჩანთა მოიკიდა და სახლიდან გავიდა, მესმოდა როგორ კეტავდა სახლის კარს გასაღებით, მინდოდა მეთქვა – კლოდ კარი არ დახურო მეთქი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ის ჩემს ხმას ვერ გაიგებდა.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: