Tag Archives: სულები

ქუჩაში გარდაცვლილებმა გაიარეს

ერთ-ერთი  ტრადიციული სეირნობისას ქუჩაში რაღაც უცნაურს წავაწყდი, კერძოდ პარკში უცნაური ინტერესით მჯდარ მოხუცს რომელიც გაფაციცებით ელოდა რაღაცას. ძალიან დამაინტერესა ამ მოხუცმა, ჯერ შორიდან ვუყურებდი, შემდეგ გავბედე და მის გვერდითაც მოვკალათდი. ყურადღებას არ მაქცევდა,სახე გვარიანად დანაოჭებოდა და ინტერესით ზევით აწეული წარბები მას სასაცილო იერს აძლევდა. ყურადღება არ მოუქცევია, ხოდა გადავწყვიტე მე თვითონ მეკითხა თუ რას ელოდა ასეთ ინტერესით.ნუ ჯერ ვერ გამოვნახე სიტყვა, არ ვიცოდი რითი დამეწყო..

– კარგი პარკია არა?? ვიფიქრე რომ ამ უაზრო კითხვით შევძლებდი ამ კაცთან კონტაკტში შესვლას.

– აჰჰ, პარკი?? ჰოო.. პარკი კარგია მაგრამ სხვა უფრო უკეთესია.. ძალიან გულიანად მიპასუხა და მოჰყვა ისევ თვალების ცეცებას

– ნუ ეგეც შეიძლება, ელოდებით ვინმეს?

– კი.

ისე მშრალად მიპასუხა აზრი აღარ ჰქონდა რამის თქმას, უნდა ავმდგარიყავი და წავსულიყავი თუმცა საქმე სულ სხვაგვარად წავიდა.ჯერ იყო და კარგად შემათვალიერა და ჩემსკენ მობრუნდა. თან დრო და დრო თვალს პარკის მიდამოებში აპარებდა.

– გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო?

ცოტა არ იყოს დავიბენი და დავფიქრდი,მე მგონი სრულ ჭკუაზე მყოფ ადამიანთან არ უნდა მქონდეს საქმე მეთქი.

– კი რატომაც არა. ვუპასუხე მე და წელში გავიმართე და ცოტა გამეღიმა.

– ეს ადგილი ჯადოსნურია, აი ეს ახლა სადაც ვზივართ მე და შენ.

– ვააა, მართლა??? და რატომაა ჯადოსნური?

– იმიტომ რომ მარტო ამ ადგილიდან ჩანს ის რაც დარწმუნებული ვარ არავის შეუმჩნევია.

– და რა ჩანს ასეთი?

– ყოველი დღის ბოლოს, აი მაშინ უკვე რომ ბინდდება, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში აქედან მოჩანს აი იმ მოპირდაპირე ქუჩაზე როგორ გადადიან გარდაცვლილები.

– გარდაცვლილები?

– ხო, აი შეხედე, იქ შუქნიშანს ხომ ხედავ?

– კი

-ხოდა აი მის ქვევით უკვე ორი წელია მათ ვუყურებ ამ სკამიდან.ყოველ დღე სხვადასხვა გადადის.საკმარისია ამ ადგილიდან ადგე და მაშინვე ქრებიან, ერთხელ ვცადე მივუსწრებ მეთქი მაგრამ. ავდექი თუ არა მაშინვე გაქრნენ. ერთხელ დავუძახე,ეი მკვდარო მეთქი და ერთმა მათგანმა გამომხედა, ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა და თან უემოციო, შემომხედა და ისევ გაიხედა, მას მერე გადავწყვიტე ხმა არ ამოვიღო და უბრალოდ ვუყურო ხოლმე.

ცოტა ხანს მოხუცი გაჩუმდა და თითქოს ფიქრებში წავიდა, არ ვიცოდი უნდა დამეჯერებინა თუ არა ამ ადამიანისთვის.ისტორია ისე რეალურად მოყვა რომ ნაკლებად იფიქრებდი რომ ეს მოხუცი გიჟი ყოფილიყო.

– და შეიძლება რომ მეც ვნახო ეგ?

– კი რატომაც არა, აი იმ შუქნიშნის ქვევით ზუსტად, კარგად უყურე, ზოგი ძალიან ფერმკრთალია, ეგ ნამდვილად არ ვიცი რატომ.

მეც მივაშტერდი იმ ადგილს, ხოდა დავინახე კიდეც,ჯერ ვერ ვარჩევდი საგნებს მართლა ფერმკრთალი არსებები მოძრაობდნენ, მერე გამოსახულება გაცილებით გამოიკვეთა და უკვე ადვილი იყო გარჩევა,ერთმანეთის მიყოლებით ჰარმონიულად, ნელა მიუყვებოდნენ გზას, ყველა ერთმანეთს ჰგავდა, ტავები ძირს დაეხარათ.

– ვითომ რომ მოვკვდები მეც მანდ გავივლი? ღიმილ ნარევმა იკითხა მოხუცმა.შენ ხომ დამინახავ და დამიძახე გხედავო მეტი არაფერი კარგი?

მე ჯერ კიდევ შოკშ ვიყავი თვალს ვერ ვაშორებდი სურათს და მოხუცს თავი ზრდილობის გულისთვის დავუქნიე. თუმცა მოძრაობა მალევე გაქრა, სულ ორი წუთით იყო.მოხუცი სკამიდან წამოდგა და ნელი მოძრაობით დატოვა პარკი. მე ავდექი და ქუჩას გავუყევი, ვფიქრობდი იმაზე რაც ვნახე და საკუთარ თავს არ ვუჯერებდი.

მეორე დღეს იმავე დროს იმ სკამზე ვიყავი გამოჭიმული, მოხუცი არ იყო, ამაზე დიდად არც ვნაღვლობდი,ერთი სული მქონდა ისევ მენახა ის მოძრაობა.ჯერ ფერმკრთალი არსებები დავლანდე, მერე უკვე კარგად გამოჩნდნენ,ყველაზე კარგად ერთი მოხუცი ჩანდა, თეთრი თმით და მძმე ნაბიჯებით,უცებ სახე ჩემსკენ მოატრიალა, ეს ის მოხუცი იყო გუშინ რომ იჯდა ჩემს გვერდით, უცებ გამახსენდა რაც მთხოვა ჰოდა წამოვხტი ფეხზე და ვიყვირე – გხედავ, გხედავ მეთქი. გაიღიმა მოხუცმა, სახე გაატრიალა და სადღაც გაქრა.ყველაფერი გაქრა, ფეხზე ვიდექი და ორივე ხელი ზევით მქონდა აწეული პარკში მყოფი ახალგაზრდები გაკვირვებულები მიყურებდნენ.ხელები ნელ-ნელა დავუშვი ქვევით და ის ადგილი დავტოვე.. მე ალბათ არავის გავუმხელ ამ საიდუმლოს, არავის ვეტყვი თუ რომელ პარკშია ეს ადგილი.