Tag Archives: პახმელია

აუდიტორია

სიმყუდროვეს ლექტორის ხმა მირღვევს, საშინელი ხმა აქვს, დამღლელი და უაზრო, სიტყვები კი მესმის მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს, მეფანტება აზროვნება. აუდიტორიაში მსხდომ სტუდენტებს ვათვალიერებ, თავს ზანტად და უემოციოდ ვატრიალებ, თითქოს უჰაერობაცაა. ჩემს წინ ჩემი ჯგუფელი ზის, ასე ვთქვათ სამ წლიანი სიმდიდრე, მას  ძალიან ეძინება, არაფერს ამბობს, მოძრაობები აქვს უბრალოდ ეგეთი, ისიც აუდიტორიის თვალიერებითაა დაკავებული, ამ დროისთვის ეს მდგომარეობა გაბატონებულია მთელს აუდიტორიაში და თავისებურ ხმაურს იწვევს.
ლექცია ორ საათს გრძელდებაო ამბობენ აქ, არამგონია ბოლომდე გავქაჩო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ეხლა დაიწყო და ჯგუფის ნახევარს უკვე გაუცნობიერებელი სახე აქვს. დროის გასაყვანად ვწერ, უუნარო სახეებზე ცქერით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს ვხატავ. არ მესმის რატომაა ასეთი დებილური დახუთულობა,ისეთი დასკვნა გამომაქვს რომ, გამოთაყვანებული ადამიანი უფრო მეტ ჰაერს მოიხმარს და ცხელ ნაგავს გამოჰყოფს, გადატვირთული პროცესორივით.
აუდიტორიას  ნელ-ნელა აკლდება აწეული თავები, ახლა უკანა რიგები დახუჭული თაველბიდან სიბნელეში ეძებენ გაგონილი სიტყვების ფორმებსა და განსაზღვრებებს.
უკან თათია ზის, ნუ, კარგი ხო, წევს, არა, თვალები დახუჭული აქვს, გუშინდელ სექსზე ფიქრობს, პირველი არ ყოფილა ეს მისთვის, არც მეტი არც ნაკლები მეორე, ნიკასთან, რომელიც პირველ რიგში იჯდა, კედელთან, ის არ ფიქრობდა გუშინდელ ღამეზე, ლექტორს უსმენდა გულიანად, ისეთი სახე ჰქონდა რომ შანსი რომ ჩავარდნოდა სიამოვნებით მიართმევდა ლექტორს, ეს ალბათ იმით იყო გამოწვეული რომ ძალიან მოსწონდა ეს საგანი და თუ არ ვცდები ერთადერთი აწეული თავი იყო აუდიტორიაში.
იდეალური ადგილი ფიქრისთვის, ოცნებისთვის, ვინ იცის რამდენი სტუდენტი ოცნებობს ახლა სექსზე, მაგრამ თათა არა, ნამდვილად არა, აშკარად სექსის პახმელიაზეა, უფრო  რაღაც შემოქმედებით ხასიათზეა. ჩემი თავი მახსენდება, გარეთ უკვე ბინდდება, ბასეინზე ვარ წასასვლელი, ფიქრით იქ ვარ უკვე და წყალში ვეშვები, მუხლი მტკივდება, წყლიდან ამოვდივარ, ცხელ დუშში ვდგები.ჯანდაბა, მძულს ეს ლექტორი. მეც მაოცნება ამ იდიოტმა, მისი ხმაც არ ისმის, მგონი თვითონაც ოცნებობს, ერთი სული აქვს ლექცია დამთარდეს შემდეგ კი სიხარულითა და ომახიანი ხმით გამოაღვიძოს აუდიტორია, მაგრამ არამგონია შეძლოს, ჩემი აზრით ისე გაიპარება არც შეგვაღვიძებს, გადაგვაფაროს მაინც, ზურგში მიბერავს ცოტა. წერაც მეზარება, თვალები მეხუჭება….

:)

🙂