Tag Archives: საცივი

როგორ ატარებენ ახალ წელს საქართელოში?

რატომღაც რთულია განსაზღვრო თუ რამდენნაირი ტიპი არსებობს საზოგადოებისა რომლებიც სხვადასხვა სახით აღნიშნავენ ახალ წელს, თუმცა ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, საქართელოში ეს მრავალფეროვნება არ შეინიშნება. თამამად შეიძლება მოვახდინოთ კლასიფიკაცია და საზოგადოება ორ ჯგუფად დავყოთ, ესენი იქნებიან ტრადიციული ჯგუფი და არატრადიციული ჯგუფი. თითქოს ეს მარტივი და პრიმიტიული კლასიფიკაცია არაფერს გვეუბნება ახალს, მათ მიღმა შეიძლება ნათლად ამოვიკითხოთ ამ ორი ჯგუფის მესიჯები, თუმცა მე მინდა აქცენტი გავაკეთო ამ ორი ჯგუფის ისეთ მხარეებზე რომლებიც ჩემი აზრით კარგს არაფერს უქადიან ქართულ რეალობას.

ტრადიციულ ჯგუფებში მე მოვიაზრებ როგორც მამათა თაობას ასევე იმ ადამიანების კატეგორიას რომლებიც უპირატესობას ტრადიციას და კულტურას ანიჭებენ. მოდით დავკონკრეტდეთ, ახალი წელი მათთვის ოჯახური ღირსების დაცვის ცდაა, ის ტრადიცია რომელიც ალბათ საახალწლოდ ყველა ოჯახში შეგხვდებათ თითოეულ მათგანში ისე მკაცრად გააზრებულია რომ მისი დაგმობის შემთხვევაში შეიძლება მოგკლან კიდეც. საქმე გვაქვს გაკულტებასთან, როგორიცაა “გოზინაყი” “საცივი” და ასე შემდეგ. მათთვის ფასეულია ეს დეტალები რომლებიც ჰქმნიან ახალ წელს. იმ ოჯახებს რომელთაც ეს ფასეულობები ასე ღრმად აქვთ გამჯდარი წარმოიდგინეთ რა მოუვა მათ ცნობიერებას თუ ამ ყველაფერს ჩამოვაშორებთ.მარტივი რამ, უბრალოდ მათთვის ახალი წელი არ მოვა.

არატრადიციული ჯგუფი რომელთაც სულაც არ აინტერესებთ ოჯახური სითბო და მათთვის მთავარი კლუბური გართბაა ამ დღეს ან იმ დონემდე დალევა რომ ცნობიერებიდან ამოოიშალონ განვლილი წელიწადი. მათთვის ღირებული რაიმე არაორდინალური გაკეთებაა და მთავარია რომ სხვამ მასზე თქვას რა კარგად ერთობაო და შეშურდეს მისი.

პრობლემა შემდეგნაირია, საქართველოში როგორც წესი ოქროს შუალედი არ არსებობს, ან უნდა გადამლაშდე ან ისეთ უკიდურესბობაში გადავარდე რომ იქიდან ვერავინ ამოგიყვანოს.

როგორც წესი ეს ორი ჯგუფი მუდმივად განიკითხავს ერთმანეთის ღირებულებებს და გმობენ მათ, მერე რა რომ ქართელები არიან და მერე რა რომ შეიძლება საცივის და გოზინაყის გამო ერთმანეთი მოკლან, მერე რა მე შეიძლება კლუბში არ წავიდე იმიტომ რომ ოჯახში უფრო თბილ და კარგ სიტუაციას შევქმნი.

აქ ასაკობრივი ზღვარი არაფერ შუაშია, აქ პრობლემა იდეოლოგიაა, აქ პრობლემა ის ტენდენციაა რომელიც საქართელოში ინერგება ეგრეთ წოდებული”დონე” ადამიენის გაპიარებით.

ეს ხიდი რომელიც არ არსებობს ჩვენი ბრალია, ჩვენ არ ვიყავით მზად ამხელა ნახტომისთვის, თან ამ ნახტომით ისეთი ცუდი შედეგი მივიღეთ რომ ჩვენი “ელიტა” რომელიც რომელიღაც “ლაივ” პროგრამიდან გვიჩვენებს როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. მადლობა მაგრამ არ მინდა.!

ახალი წელი მოდის, საქართველოში ორნაირად. ერთგან მამა-პაპურად შემოაღებს კარს მეკვლითურთ, ხოლო მეორეგან “სვეცკურად” მათ შამპანურებში აშიშხინდება.