განწყობის პოსტი

ვინაიდან და რადგანაც დღეს მშვენიერი ამინდი იყო და ამასთანავე ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, დღის ბოლო მაინც გაფუჭდა..
რატომაა რომ ხშირად გწყინს იმ ადამიანისგან როცა წესით არ უნდა გწყინდეს? თუმცა ფაქტი ისაა რომ თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია და ბევრს წარმოადგენს, შენთვის უკვე მისი თითოეული ნიუანსი და ქმედება ძვირფასია, გაინტერესებს გაღელვებს და ძალიან უკვირდები. სწორედ ეს პატარა ნიუანსი რომელზეც ყურადღებას ამახვილებ და ერთობ უმნიშვნელოა ზოგადად ურთიერთობის დროს ხდება ამ ფაქტის ასე ვთქვათ გაუბრალოება, ხდება რაღაც ნგრევა. აქ პრობლემა სხვააა, როცა ადამიანს ცალმხრივად გრძნობ, ანუ იწყებ მეორე ადამიანის უფრო მეტად გაგებას ვიდრე ის, სწორედ აქ ჩნდება პრობლემა, აქ იწყება კონფლიქტი.. შენთვის ახლა გაცილებით მეტია ღირებული ვიდრე მისთვის, შენ გაცილებით მეტ რაღაცას გრძნობ და უფიქრდები ვიდრე ის, ანუ ფაქტია ბარიერი არსებობს მაგრამ შენ არ გინდა იგრძნო ეს რადგან თუ აღიარე ამ ბარიერის არსებობა მაშინ გამოდის რომ შენივე თავის წინააღმდეგ მიდიხარ.ჩვენი გრძნობები ერთმანეთს ასცდა. რისი ბრალია?? არ ვიცი, მე ხომ კარგი მეგობარი ვარ, ალბათ მაგის.. მე ყოველთვის ვადანაშაულებ ჩემ თავს რომ რაღაც ვერ გავაკეთე ისე როგორც საჭირო იყო, თუმცა ერთ რამეს მივხვდი რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მე ადამიანს ვაფასებდე და მჯეროდეს მისი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ცალმხრივი გარჯა გამოდის. ამიტომ ვჩერდები და ვდუმდები. ვრთავ მუსიკას და ვფიქრობ.
სამყარო ისეა მოწყობილი რომ რაღაც კანონზომიერებას უნდა იცავდე, ნუ ერთს მაინც. თუმცა მე  კანონზომიერებების არჩევაში ვარ და ვერცერთი ვერ მოვირგე. მერე რა რომ ეჭვიანი ვარ? ეს რა ცუდია??? ვერ ვიტყვი, არ ვიცი. მერე რა რომ შეიძლება საუკეთესო მეგობარი ქუჩაში ბიჭთან ერთად ვნახო და მერე მთელი დღე დავიგრუზო?? ნუ მერე რა რომ ის რაღაცას მაინც ნიშნავს ჩემთვის დღესაც. მერე რა რომ შეიძლება სკაიპში მოწერილმა – მერე რამ ჭკუა დამაკარგვინოს იმიტომ რომ მე მსიგან სხვა რეაქციას ველოდი, და ამის გამო საერთოდ გამოვრთო ყველაფერი და გავჭედო. მერე რა??? ახირებული ვარ, ყველა, თითქმის ვერავინ მიგებს ასეთ დროს. რამდენჯერ გმიტარებია, მომისმენია სასიყვარულო ამბები და რჩევა მიმიცია და მერე დავგრუზულვარ, რატომ?? იმიტომ რომ ის რაღაცას ნიშნავს ჩემთვის, მე კი უბრალოდ ჩუმად ვარ, ის ხომ მე მეგობრად მთვლის. იცი შენ ყველაფერს ართულებ, მეტყვი. ეს თავისთავად გართულდა იცი რატომ?? იმიტომ რომ მეგობრობა მაქვს რთული, მე თვითონაც არ მესმის რა ხდება ჩემს თავს. ჩიხი მაინც იყოს გავჩერდებოდი და ვიტყოდი რომ მე ვარ “ადამიანი მეგობარი”. თუმცა, რაც არის არის. ისევ დაველოდები მოვლენების განვითარებას, იქნებ როგორმე ისე შევძლო რომ გამოვიდე მეგობრობის ჩარჩოებიდან..
მე ძალიან მარტივი არსება ვარ, ნუ მე ასე ვთვლი საკუთარ თავს, ცოტა ეგოისტი და მეგობარრომანტიკოსი რომელიც მთელ დროს ფიქრსა და ანალიზსს უთმობს თუმცა შედეგი არაა. არ ვიცი რა შეიძლება მივიღო ამ ნაწერით მაგრამ აშკარად მომეშვება, მერე ისევ ახლიდან გადავავლებ თვალს და ვიფიქრებ გამოსწორებაზე. თქვენ კი ყველას დიდ მადლობას მოგიხდით მეგობრებო, რომლებიც ზოგჯერ ძალიან თბილად მელაპრაკებით, მაფასებთ. ან ქუჩაში მხვდებით შემთვხვევით, ან საერთოდ… შემზიზღდა მრავალწერტილები, ის ხომ ყველას სხვადასხვანაირად ესმის.


4 responses to “განწყობის პოსტი

  • vova iselidze

    chemi dzmaa :X:X bicho shen ashkarad giyvars vigac da ver eubnebi xo ?🙂

  • GBRRR

    როგორ მესმის შენი ვერ წარმოიდგენ …
    მე ერთ დასკვნამდე მივედი, ზოგჯერ თვითნ ვერ ხვდებიან რომ ის ერთადერთი ისაა კაკრას ვინც ყველაზე ახლო მეგობრია… ხდება მასე ! ! !
    დაელოდე მომენტს და უთხარი, არც მისთვის იქნება ადვილი გაატრაგედიზმებს 95% წავა დეპრესიებში და ა.შ. მაგრამ შენთვითნ წინასწარ უნდა დაანახო და აუხსნა რომ მასე არ ქნას და გააზვიადოს…
    პ.ს. შენც კარგად გაერკვიე გრძნობებში და ისე არ ქნა რომ მომენტის ლოდინი დაგვიანდეს ….
    მე ერთ რამეს მივხვდი, მთელი ამ წლების მანძილზე ტყუილად ვკარგავდი იმ სანატრელ წამებს…
    1 წუთის დაკარგვაც არ ღირს და არ მინდა მე პირადად მის გარეშე გავატარო …

  • ლილიანი

    ertob ucnauri xalxi xart!!
    gaamartivet cota yvelaferi!!
    nu izabebit!

  • Sweet

    ეს პოსტი ახლა წავიკითხე. როგორ გამომრჩა :O wtf! :O

    რა ეჭვიანი ყოფილხარ და აზრზე არ ვიყავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: