Monthly Archives: იანვარი 2010

სიმარტივის ძიებაში

ხშირად მაინტერესებს ის ფაქტი, უნდა მიხაროდეს რომ ქართველი ვარ თუ პირიქით, თუმცა ეს იმაზეა ხოლმე დამოკიდებული რა კუთხით ვიფიქრებ ამ უკანასკნელზე.. ამ შემთხვევაში პოზიტიური კუთხით მომზირალი თვალი უნდა მივაპყრო ამ საკითხს და მადლობა ვუთხრა ჩემს ქართველობას კიდევ ერთხელ. რომ არა იგი მე ხომ ვერ დავფიქრდებოდი ამდენ პრობლემასა და საზოგადოების უუნარობაზე, მათ დაბალ ცნობიერებაზე და ჭირსა და დოზანაზე… მოკლედ ამ შემთხვევაში მინდა ისევ ზედაპირულად ვუკბინო იმ საკითხებს რაც ჩვენთან ძალიან კოჭლობს და გვინდა რომ გამოსწორდეს…უამრავია პრობლემა, გამოსწორების იმედი არ მაქვს მე, უბრალოდ ვწერ, იმიტომ რომნ წერის სურვილი გამიჩნდა და ჩემი ბლოგი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

მინდა ორიოდე სიტყვა ადამიანის ინდივიდუალურობაზე ვთქვა. ჩემი აზრით, ეს  უკანასკნელი არაა ისე აღქმული ყველა ადამიანში და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მათთვის ვისაც ეს ასე ვთქვათ ღრმად აქვს გამჯდარი.

რას ნიშნავს იყო თავისუფალი? ნუ რა თქმა უნდა ამას ზუსტად ვერ განვმარტავ და არც ვეცდები, რადგან არ განიმარტება თავისუფლება, ის მხოლოდ უნდა ჩამოიყალიბო.

ადამიანი იბადები როგორც თავისუფალი არსება,იმ შესაძლებლობებით რომ ჩამოიყალიბო შენი პიროვნება სხვათა დახმარების გარეშე.. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ახალგაზრდობის უმეტესობა მართულია უფროსი თაობის მიერ. რა იგულისხმება მართვაში? კონკრეტულად ის ფაქტი რომ მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალური შეხედულება რაიმე კონკრეტულზე და ისინი მუდმივად არიან გავლენის ქვეშ მოქცეულნი.

ეხლა ისე მიმყავს საქმე ეგზისტენცლიალიზმში უნდა გავტოპო, უამისოდ ვერ გავივლი ამ გზას. ანუ მე ადამიანს ამ ეტაპზე ყველაზე პირველ ადგილას ვაყენებ  როგორც ამას ეგზისტენციალიზმი აკეთებს. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში.მთავარი მაინც ისაა თუ რა დონეზე აცნობიერებს ადამიანი ყოველივეს, ასე რომ ვთქვათ ეს დამოკიდებულია ინდივიდის შესაძლებლობაზე თუ რამდენად ღრმად და კარგად გაიაზრებს ყოველივეს. თუმცაღა ჩვენს სინამდვილეში არამც თუ ეგზისტენციალიზმის გაგება არ არსებობს არამედ არანაირი წარმოდგენა არ არის საკუთარი პიროვნების წვდომისა. დღეს თავისუფლება ის ჰგონიათ რომ შეუძლიათ რაიმე აკრძალულის კეთება თუ ეს მათ სურვილში შედის,თუმცაღა ეს ასე არაა. კატეგორიულ იმპერატივს შევეხებოდი სიამოვნებით მაგრამ მეზარება,სხვა გზით წამიყვანს. ხოდა ის მაწუხებს მე რომ განა ის არაა კარგი რომ თავისუფლები ვართ ? ისიც კარგია რომ რაღაცას ვაფუჭებთ იმიტომ რომ ასე დავამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. ისიც კარგია ეკლესიაში რომ დავდივართ და ვფანატიკოსობთ მაგრამ ხალხნო, ეს ტვინი რომ ქვია და წესით თავში რომ დევს, იმიტომ არის რომ დავფიქრდეთ იმ გარემოებებზე რაც ჩვენს გარშემოა, გავიაზროთ რას ვაკეთებთ, თუ ლოცვაა, გააზრებულად ვილოცოთ და ისე კი არა ზიარების მერე ეკლესიიდან გამოსულმა ვთქვათ რომ  – ბოზისშვილივიყო რაღაც მომეშვა თითქოსო. არამედ ყველაფერი უნდა იყოს სწორად გაკეთებული და არა ფორმალობა..ყველამ კარგად ვიცით რომ საქართელო მიბაძვისა და გავლენების ქვეყანაა, მართალია ძნელია ეს ეტაპი ასე ადვილად გადაილახოს მაგრამ თუ საკუთარ თავში არ ჩამოვიყალიბეთ ჩვენი ხედვა და აზრი რომელიც ჩვენგან მოდის და არაა ვინმე “ბრატ”-ისგან ჩაჭედილი თავში მაშინ ძალიან დიდ ნახტომს გავაკეთებთ.

ეს არ ეხება მხოლოდ აზროვნებას და ხედვას, ეს მოქმედებს და ვრცელდება:მუსიკაზე, ჩაცმის სტილზე და უკვე საქართველოში მგონი ისე ვართ გემოვნებაზეც აღარ ვდაობთ, ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით. – ხო, რავი.. აი ამ ორი სიტყვით შემოიფარგლება ხოლმე ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასე მგონია რომ ბინდში ვარ, სიმარტივეს ვეძებ. უმეცრებით გართულებული ერთფეროვნება კი საშუალებას არ მაძლევს თავისუფლად აღვიქვა ის ადგილი სადაც მე ვცხოვრობ.

ესეც ჩემი ორიოდე დადებითი სიტყვა ჩვენს საზოგადოებაზე. ეხლა პირველი ქვა იმან მესროლოს ვისაც პრეტენზია აქვს..


ილუზიები, იგივე წინ უფსკრულისკენ

დრო გადიოდა და ილუზიები მართავდნენ ურთიერთობებს.. ილუზიები ირჩევდნენ მართველებს, ილუზიები კლავდნენ  ხალხს. ილუზიები ამტკიცებდნენ რელიგიებს.ცხოვრების ილუზიაში გაბატონებული წვრილმანი ილუზიები ქმნიან ერთ დიდ რეალობას და ცხოვრებას მშვენიერს ხდიან. რა იქნებოდა რომ არ არსებულიყო ილუზია? ვიქნებოდით მშრალნი და ერთფეროვანნი. თუმცაღა ამ ილუზიებშიც არსებობს ცუდი და კარგი ილუზია, არსებობენ ილუზიები რომლებსაც სხვა ილუზიები ამხელენ და ილუზიობას დასწამებენ და გააძევებ ილუზიური სივრციდან. მე გიორგი მქვია, ჩემი სახელი ილუზიაა რომელიც მხოლოდ ჩემი სიკვდილის მერე გაქრება. მე კიდევ ბევრი ილუზია გამაჩნია, მაქვს ილუზირი სიყვარული, მყავს ილუზიური მეგობრები, ზოგთან ძლიერი ილუზია მაკავშირებს ზოგთან სუსტი. რთულია მათი მართვა რადგან ილუზიების ურთიერთობა ერთმანეთთან ცოტა არ იყოს რთულია. მე გამიჭირდა, ისეთი ილუზია ვამხილე დღეს ილუზიობაში რომ თავადვე შევიტანე ეჭვი ილუზიაში.. აზრი არ აქვს ყველაფერი ილუზიაა, არანაირი მომავალი  არ აქვს ილუზიას. ჩვენ მეტი ქვევით ვეღარ დავეშვებით.ან შეიძლება უფრო ქვევითაც გავაგრძელოთ გზა.ილუზია მეგობრებო, ილუზიაა.


ნინო თუ ნინი? – ნინი

დღეს მთელი დღეა ცუდ ხასიათზე ვარ.ფორუმზე თემაც კი გავხსენი,თავის  მოკვლა მინდა მეთქი.გარეთ მზეა, მიუხედავად იმისა რომ იანვრის დასაწყისია,გარეთ გასვლა მოკლე კაბით მომინდა. ყავა ტრადიციულად გადმოვიდა და გაზქურა დასვარა. დედამ უემოციოდ გადმომხედა.გაღიმება მინდოდა მაგრამ გადავწყვიტე ყავა უემოციოდ დამესხა ჭიქაში. ოთახში დავბრუნდი.

დასასრული ყოველთვის გამოწვეულია რაღაცით.არის როცა ამ რაღაცას ან არ ვაღიარებთ ან ვერ, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება რამეს.

ოთახში შემოვედი და კომპიტერთან მოვკალათდი, მუსიკა ჩავრთე, მელოდიური, წყნარი, რომელიც მიუთითებდა რომ უბრალოდ არ ვიყავი ხასიათზე. ფორუმზე გახსნილი თემა კი რომელიც  ჩემს უხასიათობას ეხებოდა ჯერ კიდევ პირველ ადგილზე იყო და რჩევებს ვეღარ იტევდა.ყავა მოვსვი,არ მომეწონა გემო.

შიში იმისა რომ შეიძლება რამე დაგემართოს, ან დროა დაიმართო,სწორედ მაშინ ხდება სახიფათო როცა ფიქრისთვის საკმარისზე მეტი დრო გრჩება ხოლმე.

არ ვიცი ჩემი და სად გაქრა, მაგრამ მისი ლოგინი ჯერ კიდევ თბილია და მე ეს რატომღაც ძალიან მსიამოვნებს. მუსიკის ხმა მესმის და ჩემი ფიქრიც ამ მუსიკისავით ერთ ხაზზე მიდის ბოლოსკენ.სარკეში ჩავიხედე და პირველი ის დავაფიქსირე რომ სიმაღლეში მოვიმატე, აქამდე მხოლოდ მკერდის ზომას ვაკვირდებოდი. არა რა, ყველაფერი ალოგიკურია. საბა გამახსენდა, ძალიან საყვარელია. ტელეფონზე მისი მესიჯი იყო.

ცუდ ხასიათს არაფერი შველის როცა გაუცხოება გემართება.ამისათვის კი საჭიროა რაღაც ნაბიჯების გადადგმა.

დღეს დასჯილი ვარ, ვერსად ვერ გავალ. საბას უარი ვუთხარი. სკაიპში სანდრომ მომწერა. ისევ იგივე. ნიკამ მომწერა. მუსიკა ახლიდან ჩავრთე.

საღამო ხანს გაცილებით მეტი სიბნელეა. მეტი ფიქრის მონადაა სივრცეში.

სანდროს ვუპასუხე.თავი მტკივა. ფორუმზე იმდენი რჩევაა რომ მათი წაკითხვაც კი მეზარება. გარეთ ბნელა, ღამეა.ოთახიდან გასვლაც არ მინდა. რაღაც სურათი გამომიგზავნა. გავხსენი, ზღვა გამახსენდა, მე და ჩემი და. ხო, ის ჯერ კიდევ არ მოსულა სახლში. დათომ მომწერა. ისე , რა კარგია ზოგითვის ეს ახალი წელი, მოსაწერი მიზეზი უჩნდებათ.არ მინდა წიგნის წაკითხვა, ბნელა.ლექსომ მომწერა. უემოციო ვარ, ამას ახლა მივხვდი ტატოს სიცილის სმაილი რომ გავუგზავნე. ისევ ისეთივე ხასიათზე ვარ, მგონი გავრეკე, თან დავიღალე.ლაშას კოცნის სმაილი გავუგზავნე და წყლის დასალევად გავედი.საბაზე ვფიქრობდი, მესიჯის მოწერას აგვიანებდა. მეძინება. უნდა დავიძინო. კომპიუტერთან რომ დავბრუნდი გიორგის მოწერილი დამხვდა, მწერდა ნინო თუ ნინიო. ნინი-მეთქი მივწერე და სკაიპი გავთიშე. საბამ მომწერა ტელეფონზე, მომენატრეო. მეც -მეთქი საბანში გახვეულმა პასუხი მივწერე და დავიძინე.

დასასრული ყოველთვის გამოწვეულია რაღაცით, მიზეზი შეიძლება ეს ან ის იყოს. :kiss: