ფართოდ გახელილი თვალები

სათაურზე ბევრი ვიცინე… რაღაც თითქოს ორაზროვანია და პოსტის სათაურადაც ამიტომ გავუშვი… საერთოდ ბევრი რამაა ორაზროვანი და არა მარტო ორი, სამიც შეიძლება იყოს  და ოთხიც, “მთავარია კაცი იყო”-ო როგორც ბრძენები იტყოდნენ და რუპორში მამაო ჩვენოს თქმაც შეგეძლოს.

მოკლედ სად იყო და სად არა მეც მომინდა გულწრფელობანას თამაში და ამისთვის ჩემი ბლოგი იდეალური ადგილია, ყოველთვის ნახულობს ადრესატს და გულშიც გემრიელად იცის ხოლმე მოხვედრა. მე საკუთარ თავს შევამჩნიე რომ ბევრი სითბო შემომწოლია და თან დიდი ხანია პოსტიც არ დამიწერია ბლოგზე, ხოდა აი, მეც გულწრფელობაში ჩაშვებული ველამუნები ჩემს კლავიატურას და მზად ვარ ნებისმიერ საკითხს მოვუარო და ჩემებურად დაგიდოთ წინ.

თითქოს კეთილი გავხდი, მხიარული ვარ(უფრო) და მიხარია ყოველი დღე. ჩემი საქმეც გამომიჩნდა და ერთობ საქმიან ადამიანადაც მივიჩნევ საკუთარ თავს(წინა დროსთან შედარებით) ხოდა ახლა ყოველი წუთი და წამი ძალიან დატვირთული მაქვს და ვწუხვარ რომ დრო მალე გადის. თუმცა ფული მაინც არ მაქვს (მთავარია საქმე გიყვარდეს და გსიამოვნებდეს პროცესი, მაგრამ მგონი ეს ბრძენ ხალხს არ უთქვამს) ჰოდა რა ხდება ეხლა(უი მიმართვას ცოტა გვიან.) სად იყო და სად არა გამოჩნდა ერთი ადამიანი რომელმაც სითბო მაჩუქა(მომწარო არომატით) მე ძალიან მიხარია რომ  მას ვიცნობ და მგონია რომ დიდხანს გამყვება.კიდევ იმის თქმა მინდა რომ ამ პოსტის მიზანია თქვას რომ მე ძალიან კარგად ვარ,(შეიძლება ხვალ დავიგრუზო) მერე რა, (უი თხოვნებსაც ქვევიით ვიტყვი..) გაუგებრაად ვწერ ხო?? შენ გელაპარაკები ახლა, ვიცი ხვალ წაიკითხავ ამ პოსტს, ან დღეს, რა მნიშვნელობა აქვს. (მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს ამდენს არც ვიბოდიალებდი)

ნუ ითამაშებ როცა მე გულწრფელი ვარ.

ნუ შეიკავებ თავს მაშინ როცა ეს საჭირო არაა.(წავიდა ჩემი ბაგეებიდან ღაღადისი)

ნუ გგონია რომ მთავარი რაღაც სტატუსია, მთავარია გრძნობა და ის სიგიჟე რაც ამ გრძნობას მოაქვს.

ნუ გგონია რომ ყველაფერი ადვილად შეიძლება მოგვარდეს, გახსოვდეს დაკარგვის შანსი ყოველთვისაა.

ნუ ფიქრობ რომ ის რაღაც ყოველთის იქნება, მე მინდა რომ შენ ჩემზე ზრუნავდე და ეს ზრუნვაც შეიძლება სიმბოლური იყოს.

გასხივოსნებამდე ცოტა მიკლია, ნელ- ნელა მივხვდები რომ ცხოვრებას აზრი აქვს… სადღაც ამოვიკითხე, დაბადება უხარიათ შემდეგ სიკვდილი თრგუნავთ და შუაში რაცაა იმისთვის დრო არ რჩებათო.. აი მე კი მკიდია, იმიტომ რომ ვიცი ცხოვრება კარგია, იდეალური, სიკეთე და ჰარმონია ეს ის მაქსიმაა რასაც ხალხი რელიგიებში ეძებს…

ძალიან კარგად ვარ , არა იდეალურად, ხოდა მიხარია როცა ყველაფერს ვგრძნობ, შენს ხელს, შენს სუნთქვას და იმ ფართოდ გახელილ თვალებს რომელსაც ჩემთვის სითბო სიკეთე და ის სამყარო ჰქვია სადაც მე მიწევს ცხოვრება.(სადღიგრძელოსავით კი გამომივიდა)


5 responses to “ფართოდ გახელილი თვალები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: