ნინო თუ ნინი? – ნინი

დღეს მთელი დღეა ცუდ ხასიათზე ვარ.ფორუმზე თემაც კი გავხსენი,თავის  მოკვლა მინდა მეთქი.გარეთ მზეა, მიუხედავად იმისა რომ იანვრის დასაწყისია,გარეთ გასვლა მოკლე კაბით მომინდა. ყავა ტრადიციულად გადმოვიდა და გაზქურა დასვარა. დედამ უემოციოდ გადმომხედა.გაღიმება მინდოდა მაგრამ გადავწყვიტე ყავა უემოციოდ დამესხა ჭიქაში. ოთახში დავბრუნდი.

დასასრული ყოველთვის გამოწვეულია რაღაცით.არის როცა ამ რაღაცას ან არ ვაღიარებთ ან ვერ, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება რამეს.

ოთახში შემოვედი და კომპიტერთან მოვკალათდი, მუსიკა ჩავრთე, მელოდიური, წყნარი, რომელიც მიუთითებდა რომ უბრალოდ არ ვიყავი ხასიათზე. ფორუმზე გახსნილი თემა კი რომელიც  ჩემს უხასიათობას ეხებოდა ჯერ კიდევ პირველ ადგილზე იყო და რჩევებს ვეღარ იტევდა.ყავა მოვსვი,არ მომეწონა გემო.

შიში იმისა რომ შეიძლება რამე დაგემართოს, ან დროა დაიმართო,სწორედ მაშინ ხდება სახიფათო როცა ფიქრისთვის საკმარისზე მეტი დრო გრჩება ხოლმე.

არ ვიცი ჩემი და სად გაქრა, მაგრამ მისი ლოგინი ჯერ კიდევ თბილია და მე ეს რატომღაც ძალიან მსიამოვნებს. მუსიკის ხმა მესმის და ჩემი ფიქრიც ამ მუსიკისავით ერთ ხაზზე მიდის ბოლოსკენ.სარკეში ჩავიხედე და პირველი ის დავაფიქსირე რომ სიმაღლეში მოვიმატე, აქამდე მხოლოდ მკერდის ზომას ვაკვირდებოდი. არა რა, ყველაფერი ალოგიკურია. საბა გამახსენდა, ძალიან საყვარელია. ტელეფონზე მისი მესიჯი იყო.

ცუდ ხასიათს არაფერი შველის როცა გაუცხოება გემართება.ამისათვის კი საჭიროა რაღაც ნაბიჯების გადადგმა.

დღეს დასჯილი ვარ, ვერსად ვერ გავალ. საბას უარი ვუთხარი. სკაიპში სანდრომ მომწერა. ისევ იგივე. ნიკამ მომწერა. მუსიკა ახლიდან ჩავრთე.

საღამო ხანს გაცილებით მეტი სიბნელეა. მეტი ფიქრის მონადაა სივრცეში.

სანდროს ვუპასუხე.თავი მტკივა. ფორუმზე იმდენი რჩევაა რომ მათი წაკითხვაც კი მეზარება. გარეთ ბნელა, ღამეა.ოთახიდან გასვლაც არ მინდა. რაღაც სურათი გამომიგზავნა. გავხსენი, ზღვა გამახსენდა, მე და ჩემი და. ხო, ის ჯერ კიდევ არ მოსულა სახლში. დათომ მომწერა. ისე , რა კარგია ზოგითვის ეს ახალი წელი, მოსაწერი მიზეზი უჩნდებათ.არ მინდა წიგნის წაკითხვა, ბნელა.ლექსომ მომწერა. უემოციო ვარ, ამას ახლა მივხვდი ტატოს სიცილის სმაილი რომ გავუგზავნე. ისევ ისეთივე ხასიათზე ვარ, მგონი გავრეკე, თან დავიღალე.ლაშას კოცნის სმაილი გავუგზავნე და წყლის დასალევად გავედი.საბაზე ვფიქრობდი, მესიჯის მოწერას აგვიანებდა. მეძინება. უნდა დავიძინო. კომპიუტერთან რომ დავბრუნდი გიორგის მოწერილი დამხვდა, მწერდა ნინო თუ ნინიო. ნინი-მეთქი მივწერე და სკაიპი გავთიშე. საბამ მომწერა ტელეფონზე, მომენატრეო. მეც -მეთქი საბანში გახვეულმა პასუხი მივწერე და დავიძინე.

დასასრული ყოველთვის გამოწვეულია რაღაცით, მიზეზი შეიძლება ეს ან ის იყოს. :kiss:


2 responses to “ნინო თუ ნინი? – ნინი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: