Tag Archives: ფიქრი

წერილი

“აქქქქ დაბნეული სამყაროს ცხელი წვეთები ეცემიან. – სამაგიეროდ  მე შენი ღიმილი გაცილებით მხიბლავს.”

როცა გადავწყვეტ ხოლმე რომ რამე დავწერო ეს იმას ნიშნავს რომ ის თემა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია, წერის დროს იმდენს განვიცდი ხოლმე რომ ეს ემოცია შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ დავხარჯო ერთად დაგროვილი.

ახლა წერილს გწერ, სხვა საშუალება არ გამაჩნია იმისთვის რომ გეკონტაკტო, შეიძლება გამაჩნია კიდეც მაგრამ რატომღაც მომინდა ბლოგზე მომეყოლა რაღაცეები. იცი? მე ვცდილობ რომ ჩემი სამყარო მქონდეს, მყავდეს საყვარელი ხალხი გარშემო, ვაკეთებდე იმას რაც მსიამოვნებს და ვიყო თავისუფალი, თუმცა ჩემი თავისუფელება არაა სრულყოფილი,რაღაც აკლია.

ხეტიალი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ამ ბოლო ხანებში ამის დრო თითქმის არ მაქვს მაინც ვნახულობ შესაფერის მომენტს სიარულისთვის და ფიქრისთვის.დღეს შენზე ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ, ისე, უბრალოდ ამეკვიატე, თან მეღიმებოდა.

ისე ვწერ რა ემოციებითაც ჩემში იღვრები, ღამეა,მუსიკაც არ ისმის მაგრამ მე ის ღიმილი მაინც მახალისებს,ერთობ მისტიური და ხმაურიანი.

ზოგჯერ მგონია რომ საუკუნეებია გიცნობ თუმცა არა, ვიცი რომ ვცდები მაგრამ ვუშვებ მეორე ფაქტს რომ მე კარგად მესმის შენი ანუ უფრო ჩემეულად რომ ვთქვა, გგრძნობ.

ვაზვიადებ? – არა, არ ვაზვიადებ,წერისას ასე ვარ მგრძნობიარე და ვცდილობ ყველაფერი ვწერო რაც თავში მომდის.

მე ლამაზად ფიქრი შემიძლია, მსიამოვნებს ჩემს ფიქრს რომ ვკითხულობ ხოლმე წერის დასრულების შემდეგ. ხშირად ასეთი სასიამოვნო არაა ხოლმე ფიქრი, ალბათ გააჩნია ვინ გაძლევს ამის საფუძველს. ხოდა სწორედაც რომ…

მინდა ამ საფუძვლისთვის მადლობა გითხრა

ამ წერილს მაშინ ვწერ როცა შენ ალბათ გძინავს, თუმცა არაფერია ხვალ ხომ ნახავ , ან სულაც ზეგ…  არ ვიცი…

ძილი ნებისა


ნაწილობრივი პოსტი

,,სიკვდილი უფრო ადვილია როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი როცა სიკვდილი არ გემუქრება.’’ – ძალიან დიდი სიმართლეა ამაში, ამას მაშინ მივხვდი როცა სიკვდილი ისეთ დროს მეწვია როდესაც მე მას საერთოდ არ ველოდებოდი, თუმცა ფაქტია გადავრჩი და ახლა შემიძლია ეს ყველაფერი კლავიატურას მოვუყვე. ვიარო ოთახებში და ვიხმაურო, რატომღაც ძალიან მსიამოვნებს ჩემი ნაბიჯების ხმა, ეს ალბათ იმ გადარჩენისაა.
ეს ერთგვარი შესავალია, დასაწყისი დასასრულიდან.  შეიცვალა რამე??? –  რავი, მგონი არც არაფერი, ისევ ისე ვფიქრობ და ვღამდები. ისევ ისეთი ნიავია და ტრადიციული ხმები.
მე მაფიქრებს შენი სამყარო, ოდნავ ნაცნობი და ერთობ საინტერესო. მაღიმებს ფიქრი შენზე და მაგდებს შიგნით ღრმად, მომღიმარი სახით, ჩუმი ხმითა და შავი მაცდური თვალებით. ამოვალ, და შენამდეც მოვალ.
საწყისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სწორი ხაზი, არაფერი არაა სასრული, ყველაფერი მარადიულია, მარადიულობაშია ჩვენი სმაყარო სადაც განფენილია ჩვენი ფიქრები რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და ზოგჯერ იღიმიან კიდეც.
იბადებიან განცდები, იქმნებიან, იხატებიან, იწერებიან, იმღერებიან და ჩვენ მაინც ვერაფერი გვეშველა, ვერ ვიყენებთ და იმიტომ.
არაა საჭირო რაღაცას ველოდებოდეთ, მთავარია გვინდოდეს და ის თავად განხორციელდება ჩვენში. მთავარია ვარსებობდეთ და ეს ყველაფერი ჩვენვე ვიქნებით. თავად განვხორციელდებით მასში.
გრძნობების დროება მოდის და დროა ვისწავლოთ მათი მართვა და სწორად გადმოცემა.
მე მიხარია როცა ერთიანობის ცნებებით მოდიხარ ჩემამდე და ჩემში იღვრები `მე ხარ” – სასაცილოა მაგრამ ასეა.


ალექსანდროვის ბაღი

ეზოში ჯდომას თავისი ხიბლი აქვს, როცა მუსიკას უსმენ და გარშემო ცხოვრება ზუსტად ისეთია როგორც შენი მუსიკის რიტმი. ბევრი რამ გიმშვიდებს მზერას,ხასიათს გიწყნარებს, თნდაც ის რომ ეკლესია დაგყურებს ზევიდან, ახლა შიგნით შესვლა არცაა საჭირო, ტექნიკა ისეა განვითარებული რომ მღვდლის ქადაგება ეკლესიის გარეთ დამონტაჟებული “დინამიკებიდან” ისმის, ნუ ისმის და რას იზამ.. შეგიძლია წნარად იჯდე და უსმინო… აქ ჩემს გარდა ბევრია,ბევრი ვერ ითმენს გვერდში საყვარელი ადამიანი რომ უზის და გამალებით კოცნის.ზოგი მარტოა,ჩაფიქრებული და უსასრულობას მიშტერებული თითქოს იქ უპოვია მეწყვილე.. ზოგიც იმიტომ მოსულა აქ რომ ამ ყველაფერს უყუროს,დატკბეს ან სულაც წეროს… ნუ ერთი ცხადია, აქ არავინ უსმენს ქადაგებას.. მაგარია, აქ შეიძლება მოვიდნენ და გითხრან რომ განვითარება წინსვლის პროცესია, არგუმენტიც დამაჯერებელი, როცა შენ ალექსანდროვის ბაღში ზიხარ სადაც ხალხი ზასაობს, შენ კი ზიხარ და უბრალოდ წერ რადგან გინდა უთხრა ამ ხალხს რიმ დროა განვითარდეს, უთხრა ქართელს რომ დროა ჩაიძიროს ფიქრების მორევში, იყოს ადამიანი რომელიც იაზროვნებს. მე არ მივდივარ წინააღმდეგ, მეც თქვენთან ერთად  ვარ მოჯადოებული როგორც ეს ორუელის 1984-შია სიძულვილის ორწუთეულის დროს, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად მე მაინც შემიძლია განსხვავებული ვიყო და დავიჯერო, თქვენ არა?? ფიქრი, ფიქრი ძვირფასებო:)