Tag Archives: სიკვდილი

ნაწილობრივი პოსტი

,,სიკვდილი უფრო ადვილია როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი როცა სიკვდილი არ გემუქრება.’’ – ძალიან დიდი სიმართლეა ამაში, ამას მაშინ მივხვდი როცა სიკვდილი ისეთ დროს მეწვია როდესაც მე მას საერთოდ არ ველოდებოდი, თუმცა ფაქტია გადავრჩი და ახლა შემიძლია ეს ყველაფერი კლავიატურას მოვუყვე. ვიარო ოთახებში და ვიხმაურო, რატომღაც ძალიან მსიამოვნებს ჩემი ნაბიჯების ხმა, ეს ალბათ იმ გადარჩენისაა.
ეს ერთგვარი შესავალია, დასაწყისი დასასრულიდან.  შეიცვალა რამე??? –  რავი, მგონი არც არაფერი, ისევ ისე ვფიქრობ და ვღამდები. ისევ ისეთი ნიავია და ტრადიციული ხმები.
მე მაფიქრებს შენი სამყარო, ოდნავ ნაცნობი და ერთობ საინტერესო. მაღიმებს ფიქრი შენზე და მაგდებს შიგნით ღრმად, მომღიმარი სახით, ჩუმი ხმითა და შავი მაცდური თვალებით. ამოვალ, და შენამდეც მოვალ.
საწყისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სწორი ხაზი, არაფერი არაა სასრული, ყველაფერი მარადიულია, მარადიულობაშია ჩვენი სმაყარო სადაც განფენილია ჩვენი ფიქრები რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და ზოგჯერ იღიმიან კიდეც.
იბადებიან განცდები, იქმნებიან, იხატებიან, იწერებიან, იმღერებიან და ჩვენ მაინც ვერაფერი გვეშველა, ვერ ვიყენებთ და იმიტომ.
არაა საჭირო რაღაცას ველოდებოდეთ, მთავარია გვინდოდეს და ის თავად განხორციელდება ჩვენში. მთავარია ვარსებობდეთ და ეს ყველაფერი ჩვენვე ვიქნებით. თავად განვხორციელდებით მასში.
გრძნობების დროება მოდის და დროა ვისწავლოთ მათი მართვა და სწორად გადმოცემა.
მე მიხარია როცა ერთიანობის ცნებებით მოდიხარ ჩემამდე და ჩემში იღვრები `მე ხარ” – სასაცილოა მაგრამ ასეა.