Tag Archives: ლოგინი

დანგრეული ქალაქი

დილით ლოგინი არც გამისწორებია ისე გავარდი უნივერსიტეტში, ნიკამ დამირეკა რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა. პირველი საათი იყო უნივერსიტეტის ეზოსთან რომ მივედი და მობილურზე დავურეკე, კიბეებთან იდგა.

– მაგარი საქმეა, უნდა წავიდეთ. ძალიან ნერვიულად მითხრა და გზაზე ტაქსი გააჩერა, – წამოდი შეჩემა რას დგახარ. ტაქსში სწრაფად ჩავჯექი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, ნუ რარაც ვერსიები კი მქონდა, ნიკა არაა პრობლემური ადამიანი და პირველი ჩხუბის სიტუაცია გამოვრიცხე, ქალების მოყვარული კი , იცოცხლე ძალიან იყო, ნუ თუ გოგოებთან მიეჩქარებოდა ასე,არც ეს მიმაჩნდა მართებულად იმიტომ რომ როგორც წესი გოგოს როგორც მონას ისე ექცევა ხოლმე..

– სად მივდივართ შეჩემა, რა ხდება? ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე.
– ოო, ნახავ რა … მაგარი რამეა..

დაახლოებით ნახევარი საათი ხმა არ ამომიღია, გზას ვუყურებდი, მიმართულებას.

– აქ გააჩერე… ჩავედით გიო. ნიკამ ტაქსისტს ფული მისცა და  მანქანიდან გადმოვედით.გაკვირვებული ვუყურებდი ნიკას. – წამო ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ,რაღაც არ დამევასა ტაქსისტი. ამან უფრო დამძაბა,ნუ ფაქტია რომ ინტერესი მკლავდა ყველაზე მეტად..

ტრიალ მინდორზე გავედით ამაღლებული ადგილი იყო და იქ რამოდენიმე დანგრეული შენობა, ნუ მიტოვებული რომ ვთქვა უფრო ლამაზად გამომივა…შენობებს მივუახლოვდით, რა უნდა ყოფილიყო შიგნით? მაქსიმუმ ჩონჩხები, ნაწამები ბავშვების სხეულები,უძველესი წიგნები,ოქრო,მეტი არაფერი მოდიოდა თავში. გავოცდი , დანგრეულ სახლშ შევაბიჯე და ენა ჩამივარდა.. ეს ილუზია იყო, სინამდვილეში სულაც არ იყო ეს დანგრეული სახლი,არ ვიცი წარმოუდგენელია ეს როგორ, მაგრამ აქ ყველაფერი თანამედროვე იყო, ფანჯრიდან გავიხედე ,ვერ ვუჯერებდი თვალებს, ყველაფერი სხვანაირი იყო, სახლები,ძალიან მაგარი სახლები იდგა..

– ჰა როგორია?? მკითხა ნიკამ და ჩემს რექციას აკვირდებოდა..
– აზზე არ ვარ, რა ხდება შეჩემა?

– რავი,არც მე ვიცი, შემთხვევით გავიჩითე, ჯერ არვისთვის მითქვამს,თან მაგარი სტრაშნია ტო, აი ის ლეპტოპი გამოვიტანე აქედან და მაშინვე გაქრა, რომ შემოვბრუნდი ისევ იმ ადგილზე იდო, სხვა სახლები არ ჩანს, აი ფანჯრიდან ბევრი სახლი ჩანს მაგრამ შესვლა ვერცერთში ვერ შევძელი…მოიყვანდა აქ გოგოს კაცი მარა არ მინდა, გაბაზრდება ეგრევე. ეს თქვა თუ არა პულტს მოკიდა ხელი და იქვე ხალიჩაზე გაგორდა, აშკარად ეტყობოდა რომ უკვე როგორც საკუთარ სახლში ისე იყო…

ღამის ორ საათი იყო რომ შინ დავბრუნდი, შოკში ვიყავი, მინდოდა ყველასთვის მომეყოლა, ინტერნეტში შევედი დავწერე სასწაულების დღეიდან მჯერა მეთქი და დასაძინებლად დავწექი… ნიკა იქ დარჩა,კომფორტში ძილი არჩია..

გათენდა და თუ არა ტაქსი გავაჩერე, ზუსტად იმ ადგილას როგორც გუშინ, ჩამოვედი და გზა ფეხით გავაგრძელე. შენობას ვერ მივაგენი,ადგილს კი.. ის შენობაც სხვა დანარჩენებივით გამქრალი იყო, სამი საათი ვიარე იმ ადგილას რომ იქნებ სადმე მოვხვედრილიყავი თუმცა უშედეგოდ..

ნიკა დღესაც დაკარგულად ითვლება, არ შემიძლია, ვერ გავთქვი, მაინც არავინ დამიჯერებდა და რა აზრი ჰქონდა.. ოთხი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ის ცოცხალია, უბრალოდ არ შეუძლია იქიდან გამოსვლა,არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ფაქტია რომ რეალობას მოწყდა.

ოთხი წელია იმ ადგილას მივდივარ, იმ იმედით რომ რაღაც დავინახო და მხოლოდ ჩემი მეგობრის გამოყვანა მოვახერხო, წყეული იყოს ირეალური კომფორტი.

Advertisements

ერთი ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივ, ჩვეულებრივი დღე ჩვეულებრივი წარმოსადგენია. მზიანი დილა,დაორთქლილი ფანჯრები, ტრადიციული მაღვიძარა. ოთახში მძიმე,დახუთული ჰაერი. თვალები კი ისევ მეხუჭება და ვიძინებ. ისევ იგივე,ჩვეულებრივ მეორე გაღვიძებაზე როგორც იცის ხოლმე, უბრალოდ ახლა აცნობიერებ რომ უნდა ადგე. დილით მახსოვრობა ნოლზე ვარდება, არ მახსოვს სად გავიხადე. კომპიუტერთან სიგარეტის ნამწვავები ახლა შევამჩნიე. ჩვეულებრივ ეს ეხლა უნდა გამქონდეს ოთახიდან გადასაყრელად, მაგრამ მეჩქარება.ცივა გარეთ დღეს.თითქოს თბილად ჩავიცვი მაგრამ … თაკო დღეს განსაკუთრებით ლამაზია,ჩვეულებრივ მას სილამაზე ახასიათებს მაგრამ… მეცინება ოთახში ბოლი დგება და თვალებს ძლივს ვახელ. ვაცნობიერებ რომ მეგობრები ისევ უგონოდ არიან ჩემს ოთახში.მახველებს.ნინო და ზურა აივანზე ზასაობენ, მეშინია არ გადავარდნენ.თაკო მახსენდება და სიგარეტს ვეძებ. ჩვეულებრივ სიგარეტი არ  არის, სულ დამავიწყდა მე ხომ არ ვეწევი.ბოლი დგას ისევ.თათას ჩემ ლოგინზე ჩასძინებია, იკა ძირს წევს და იღიმის,კაიფშია.ოთახი ძალიან პატარაა.ვიხდი და თათას ფეხებთან ვწვები,ძალიან სექსუალური ფეხები აქვს.იკა იღიმის.თათას იკა უყვარს. მე თათას ფეხზე ვეფერები.ნინო და ზურა ოთახში შემოდიან და შუქს აქრობენ.ახველებენ.თაკოზე ვფიქრობ.ნინოს სუნთქვა. ყურში რაღაცას მჩურჩულებს მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ.ძალიან მეძინება.ჩვენ მეგობრები ვართ.ჩვეულებრივი მეგობრები