რა მოხდებოდა რომ…

რა მოხდებოდა რომ არ არსებულიყვნენ გოგოები? ალბათ ბიჭები გაცილებით უფრო ლამაზები იქნებოდნენ. რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო ტენდენციები, რომ არ ყოფილიყო ამბიციები, სამსახურები, არ ყოფილიყო საჭირო ფული, არ ყოფილიყო ციხე, არ ყოფილიყო საავადმყოფო, არ ყოფილიყო ძილი. რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სიმართლე, არ ყოფილიყო ბოროტი ტყუილი, არ ყოფილიყო სიბერე, არ ყოფილიყო ბავშვობა, რა მოხდებობდა არ ყოფილიყო წყურვილი, არ ყოფილიყო შიმშილი, არ ყოფილიყო ტკივილი, არ ყოფილიყო მაღალი, არ ყოფილიყო დაბალი. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო ინტერნეტი, არ ყოფილიყო უცხოობა, არ ყოფილიყო სირცხვილი, არ ყოფილიყო ნაცნობობა. არ ყოფილიყო მანძილი, არ ყოფილიყო დრო, საათი და წამი. არ ყოფილიყო განსხვავება, არ ყოფილიყო საკუთრება, არ ყოფილიყო ცხოველი, არ ყოფილიყო ფრინველი. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო ხმაური, არ ყოფილიყო სიჩუმე. რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სირთულე, არ ყოფილიყო სიმარტივე. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო დედა , არ ყოფილიყო მამა.

რა მოხდებოდა არ დამთავრებულიყო ის რაც ოდესღაც კარგად იწყება, რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სიყვარული, გვეცხოვრა ყველას ერთად ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთ ხაზში ყოველგვარი ცვლილების გარეშე, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო.


არა ქალიშვილ ბლოგერთა სია

რა ცუდი სათაურით დავიწყე არა?? უბრალოდ მაინტერესებს რამდენად შეიძლება პოსტი სათაურმა გაყიდოს, მეორე ის ფაქტი რომ ეს თემა მგონი ბლოგერებში ძალიან აქტუალურია, ჩემი აზრით ასეთ სათაურიან პოსტზე მხოლოდ ბლოგერები შემოვლენ და მათი ნაცნობები. ასე რომ ვთქვათ ბლოგოსფეროს ჩარჩოებს ვუდგენ. კიდევ ის მომენტია რომ ასეთი პოსტები არ იწერება დღეს და შეიძლება აქტიუალურიც კი იყოს. ხოდა მეც ვატარებ ცდას, კოელიოს უნდა მივემსგავსო და ბლოგის გაყიდვაზე უნდა ვიზრუნო.. პ.ს. იქნებ ვინმე ბლოგერთა ჟამთა აღმწერელი აღმოჩნდეს და შეძლოს მსგავსი სტატისტიკური მონაცემების დადება.. საინტერესო იქნებოდა მოდი ჩვენც ვცადოთ ჩვენი რა მიდის


პატაფიზიკური რეალობა

სათაურიდან გამომდინარე ისე გამოდის რომ ყველაფერი რასაც მე დავწერ ამ პოსტში პატაფიზიკურია, არა, უბრალოდ მე მინდა რომ ეს ასე იყოს.

ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ეს ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავწერო პოსტი, განწყობის პოსტი. მგონი არ გამომდის, ვერ ვწერ. ფიქრი გამირბის.

არსებობს ადამიანი რომელიც ასეთ მდგომარეობაში ყოველთვის მკურნავს, თუმცა ….

თუ გინდა იყო ძლიერი მთელს ცხოვრებაში უნდა იფიქრო, თუ სწორად იფიქრებ, თან ისე რომ ამით არავის დააზარალებ, ეს ნიშნავს რომ შეგიძლია გონიერი უწოდო საკუთარ თავს.

როცა მომავალს საკუთარი ხელით აშენებ, ნუ გადააბიჯებ შენი მომავლის ნაწილს კარგი მომავლის გულისთვის.

გახსოვდეს, სიყვარული ყოველთვის დომინანტია.

წარსული ტკბილად გვახსენდება, ზოგჯერ უმნიშვნელო ნაბიჯებს ვნანობთ. რა მოხდებოდა ასე არ მოვქცეულიყავით.

მე მიხარია, რომ შემიძლია ვარსებობდე ჩემი უმნიშვნელო რაობით ამ ქვეყანაზე და ვამაყობდე იმ სიმდიდრით რაც შევიძინე.

რა მალე გავა წლები. ძალიან მალე

უსაშველო მონატრებას როგორ შველით ხოლმე? რეცეპტი დამჭირდება ვგონებ.

თუ გინდა ჭკვიანი და განათლებული იყო ამისთვის საკუთარ თავთან მუშაობა გაცილებით ეფექტურია .

 

მოკლედ მინდოდა პოსტში ჩამეყარა  ის აზრები, რაც ეხლა თავში მაქვს, ისინი არ არიან ლოგიკურად ერთმანეთთან კავშირში თუმცა ამოსავალი წერტილი მაინც ერთია.


ადამიანი რომელიც ოცნებობდა სიკვდილზე

ეს ისტორია მოვისმინე ოთხი დღის წინ ერთი მოხუცისგან, ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე  რომ გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

“ეს ამბავი შემოდგომის მიწურულს მოხდა. სველ ასფალტზე ნახეს გოგონას ცხედარი, ცხვირიდან და თვალიდან სისხლი სდიოდა. თვალები ერთ წერტილში ჰქონდა გაშტერებული, უცნაური ემოცია ჰქონდა სახეზე, თბილი და ინტერესიანი”.

აგელოვის 12 ნომერში ცხოვრობდა ერთი გოგონა, (მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ) წითელი თმითა და მწვანე თვალებით,  უემოციო და უხასითო. რაც ოც წელს გადაცდა მას მერე უფრო და უფრო შეიცვალა, მხიარული ბავშობიდან ჩაკეტილ ახალგაზრდობაში გადავიდა. ძალიან უკვირდათ მის მეგობრებს თუ რატომ მოხდა ასე, რამ განაპირობა ის ფაქტი რომ წითურ გოგონას სიმარტოვე გაცილებით ხიბლავდა სახლის ბნელ კუთხეში.

მეგობრები ხშირად გაუვლიდნენ ხოლმე სახლში, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ამხიარულებდნენ, ვერც იყოლიებდნენ სადმე წასვლაზე. თავაზიანად გაისტუმრებდა ხოლმე წითური მეგობრებს და ისევ თავის ბნელ კუთხეს მიაშურებდა. იქ რამოდენიმე თეთრი ფურცელი ედო, ფერადი ფანქრები და კედელზე გაკრული ნაჭერი, რომლის ნახევარი უკვე შევსებული იყო ფერადი ფიგურებით და თითქოს რაღაც იდუმალს ამბობდა. მილიონობით ესკიზს აკეთებდა და და საბოლოო, ყველაზე კარგი ვარიანტი კი ნაჭერზე გადაჰქონდა. ყველა ფიგურა ისე იყო ერთმანეთში შერწყმული ვერც იფიქრებდით რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა იდეით  იყო დახატული.

დილით ადრე სასეირნოდ გადიოდა ხოლმე, ძალიან ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა აგელოვის ქუჩას. ბრაზდებოდა როცა სახლში მისვლას აგვიანებდა, რამდენჯერ ყოფილა სეირნობას შეყოლია და სახლში სირბილით დაბრუნებულა, აცახცახებული შევარდნილა ოთახში და ესკიზების ხატვა გაუგრძელებია.

“მეზიზღებიან! ვერ ვიტან მათ ვერცერთ ემოციას! მძულს მათი მოძრაობა და სუნთქვა. რა იქნება ერთ დღეს გავიღვიძო და აღარავინ დამხვდეს ამ სამყაროში,მხოლოდ მე და ბუნება. აუ, რამდენს ვისეირნებდიი.” – ხშირად წერდა ხოლმე ჩანაწერებს, ფურცელზე გადაჰქონდა ყველა თავისი გულის ტკივილი.

ოთხშაბათი იყო, დათო ნასვამი მოვიდა სახლში. ესკიზებს ხატავდა, არც გამოსულა ოთახიდან. დათომ ცემა ის და წავიდა. ცუდი განზრახვით არ დაურტყამს, არა, უნდოდა რომ გამოესწორებინა იგი.

“ყველა მძულს, მათ არ იციან რომ მე არ ვარ მათგანი, ვერ ხვდებიან რომ მე სულ სხვა რაღაცას განვიცდი, წარმოდგენა არ აქვთ რა არის სამყარო და ჭეშმარიტება, არ იციან რა ელით ხვალ”.

წითური გოგონა აგელოვის ქუჩაზე ნახეს გარდაცვლილი, თვალიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. უამრავი ვერსია გამოითქვა თუ რა შეემთხვა მას, მოხუცმა მითხრა სახლში ვერ მიასწრო მისვლაო. მე კი ვფიქრობ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისი სიკვდილის პასუხი ბნელ კუთხეში გაკრულ ნაჭერზე მეგულება.


როგორ ატარებენ ახალ წელს საქართელოში?

რატომღაც რთულია განსაზღვრო თუ რამდენნაირი ტიპი არსებობს საზოგადოებისა რომლებიც სხვადასხვა სახით აღნიშნავენ ახალ წელს, თუმცა ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, საქართელოში ეს მრავალფეროვნება არ შეინიშნება. თამამად შეიძლება მოვახდინოთ კლასიფიკაცია და საზოგადოება ორ ჯგუფად დავყოთ, ესენი იქნებიან ტრადიციული ჯგუფი და არატრადიციული ჯგუფი. თითქოს ეს მარტივი და პრიმიტიული კლასიფიკაცია არაფერს გვეუბნება ახალს, მათ მიღმა შეიძლება ნათლად ამოვიკითხოთ ამ ორი ჯგუფის მესიჯები, თუმცა მე მინდა აქცენტი გავაკეთო ამ ორი ჯგუფის ისეთ მხარეებზე რომლებიც ჩემი აზრით კარგს არაფერს უქადიან ქართულ რეალობას.

ტრადიციულ ჯგუფებში მე მოვიაზრებ როგორც მამათა თაობას ასევე იმ ადამიანების კატეგორიას რომლებიც უპირატესობას ტრადიციას და კულტურას ანიჭებენ. მოდით დავკონკრეტდეთ, ახალი წელი მათთვის ოჯახური ღირსების დაცვის ცდაა, ის ტრადიცია რომელიც ალბათ საახალწლოდ ყველა ოჯახში შეგხვდებათ თითოეულ მათგანში ისე მკაცრად გააზრებულია რომ მისი დაგმობის შემთხვევაში შეიძლება მოგკლან კიდეც. საქმე გვაქვს გაკულტებასთან, როგორიცაა “გოზინაყი” “საცივი” და ასე შემდეგ. მათთვის ფასეულია ეს დეტალები რომლებიც ჰქმნიან ახალ წელს. იმ ოჯახებს რომელთაც ეს ფასეულობები ასე ღრმად აქვთ გამჯდარი წარმოიდგინეთ რა მოუვა მათ ცნობიერებას თუ ამ ყველაფერს ჩამოვაშორებთ.მარტივი რამ, უბრალოდ მათთვის ახალი წელი არ მოვა.

არატრადიციული ჯგუფი რომელთაც სულაც არ აინტერესებთ ოჯახური სითბო და მათთვის მთავარი კლუბური გართბაა ამ დღეს ან იმ დონემდე დალევა რომ ცნობიერებიდან ამოოიშალონ განვლილი წელიწადი. მათთვის ღირებული რაიმე არაორდინალური გაკეთებაა და მთავარია რომ სხვამ მასზე თქვას რა კარგად ერთობაო და შეშურდეს მისი.

პრობლემა შემდეგნაირია, საქართველოში როგორც წესი ოქროს შუალედი არ არსებობს, ან უნდა გადამლაშდე ან ისეთ უკიდურესბობაში გადავარდე რომ იქიდან ვერავინ ამოგიყვანოს.

როგორც წესი ეს ორი ჯგუფი მუდმივად განიკითხავს ერთმანეთის ღირებულებებს და გმობენ მათ, მერე რა რომ ქართელები არიან და მერე რა რომ შეიძლება საცივის და გოზინაყის გამო ერთმანეთი მოკლან, მერე რა მე შეიძლება კლუბში არ წავიდე იმიტომ რომ ოჯახში უფრო თბილ და კარგ სიტუაციას შევქმნი.

აქ ასაკობრივი ზღვარი არაფერ შუაშია, აქ პრობლემა იდეოლოგიაა, აქ პრობლემა ის ტენდენციაა რომელიც საქართელოში ინერგება ეგრეთ წოდებული”დონე” ადამიენის გაპიარებით.

ეს ხიდი რომელიც არ არსებობს ჩვენი ბრალია, ჩვენ არ ვიყავით მზად ამხელა ნახტომისთვის, თან ამ ნახტომით ისეთი ცუდი შედეგი მივიღეთ რომ ჩვენი “ელიტა” რომელიც რომელიღაც “ლაივ” პროგრამიდან გვიჩვენებს როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. მადლობა მაგრამ არ მინდა.!

ახალი წელი მოდის, საქართველოში ორნაირად. ერთგან მამა-პაპურად შემოაღებს კარს მეკვლითურთ, ხოლო მეორეგან “სვეცკურად” მათ შამპანურებში აშიშხინდება.


როცა რთულია რეალობა გამოიცნო

როცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხარ და რთულია მიხვდე რა გინდა საერთოდ. როცა იმ გზაზე დგახარ რომ გინდა გადაწყვიტო, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო, ისეთი ცხოვრების გზა აირჩიო რომელიც  დადებითად იმოქმედებს შენზე, ძნელია არჩევანის გაკეთება. მე ორი გზა მაქვს. არ ვიცი რა და რა, თუმცა ცხადად ვხედავ რომ ორივე სხვადასხვა მიმართულებით მიდის. ერთი გზა თითქოს კეთილი თბილი და გაცისკროვნებულია თუმცა ისე აცისკროვნებს რომ ეჭვი მეპარება მასში. მეორე გზა ბუნდოვანია და თითქმის მიჭირს მისი შეფასება, მაგრამ ბუნდოვანება მხიბლავს მაგრამ მაშინებს კიდეც. მე ისე მაეჭვებს ეს ორი გზა და ეს არჩევანი რომ ძალიან დიდ საგონებელში ვარ. სიტუაცია ვარ მდგრადი რომელიც შეიძლება ან გზას გაუყვეს ან უბრალოდ აფეთქდეს ვულკანივით. მე დავიწყე საკუთარი თავის ახლიდან გადაფასება, დღეიდან. მე გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი მყავს, თბილები და ზოგჯერ უანგაროდ კეთილები. მე მეგობრები არ მყავს და მე მხოლოდ მათ ვცემ პატივს ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც ამოვიცნობ იმ ჭეშმარიტი ზრახვებით როგორითაც ისინი მოდიან ჩემთან. მე ყველას ვაფასებ. ვაკრიტიკებ მუდამ. არავის ვენდობი.

ძნელია ვინმეს ენდო როცა გზების გასაყარზე დგახარ, ერთი შეცდომა და ყველაფერი დამთავრებულია.


ღიმილის ფონზე განვითარებული ისტორია

თითქოს არაფერი გაკლია და ყველაფერი იდეალურად არის ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცის ნაკლებობას მაშინ ხვდები როცა ეს რაღაც შენს წინ ჩაივლის ან სულაც მცირედით გააცნობიერებ. პირველად იყო სიტყვა და ვიზუალი.

შემდეგ დაიწყო ყველაფრის გაცნობიერება.დაიწყო კითხვების დასმა, გაეცა ზოგს უკვე პასუხი.

ყველაფერი მარტივად და ღიმილის ფონზე ხდება.დადებითი ემოცია და სითბო ერთგვარ ჰარმონიულ ბალანსს იწვევს რომელიც არეგულირებს ადამინებს შორის ურთიერთობას. ანუ აქედან ვასკვნით რომ სწორ ენერგიათა შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველაფერს აქვს თავის მიზეზი, უმიზეზოდ არაფერს არ ვაკეთებთ.

ჩემი ბლოგი არასდროს ამხელს ხოლმე ადრესატს თუ ვის ვწერ ხოლმე წერილს, თუმცა დროა კონკრეტიკა შემოვიტანო.. სხვისთვის არა, ისევ ჩემთვის. მე ამ წერილს ერთ გოგოს ვწერ რომლის ღიმილი და თვალები ჩემთვის ის სიღრმეა სადაც შეიძლება ადამიანმა შვება ჰპოვო. მე ვიპოვე ამ სიღრმესთან კავშირი და ისე  შევედი იქ რომ არ მინდა ამ ადგილის მიტოვება.

სიყვარული გაუფასურდა, ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მას დამახინჯებულად ამოსვრილს, აქა-იქ. მე სიყვარულის გრძნობა შემიძლია, მე ეს შემიძლია ჩამოვაყალიბო. მე ვიცი რა მინდა მომავალში და რას ვითხოვ სხვისგან, მე ვიცი რისი განხორცილება შემიძლია და ვიცი სადამდე შემიძლია განვითარება.

ღიმილის ფონზე ყველაფერი სიღრმისკენ მიდის.

მე მიხარია რომ ამ საყმაროში ჩამოყალიბების გზაზე ვდგევარ, თანმიმდევრულად შევიგრძნობ სინაზეს და ვხვდები რომ დრო და დრო როგორც გრძნობა ისე იღვრება ჩემში.

ყველაფერი მიჩვევაა? – არ ვიცი , მე ვთვლი რომ გააჩნია რომ როგორ შეიფუთება ეს ყველაფერი და როგორ იწყება უბრალოდ ამბავი.

ერთადერთი რაც ამ ეტაპზე ყველაზე მტკიცედ ვიცი და ჩემშია გამჯდარი არის ის რომ მე ბედნიერი ვარ შენით.

მას ახლა,  ალბათ სძინავს, მე კი მასზე ვწერ და ეს ისე მაკავშირებს მასთან რომ მინდა რომ არასდროს დასრულდეს ეს კავშირი. ცხადად მინდა ვგრძნობდე მის ყოფნას ჩემს გვერდით, მის ღიმილს ,კაშკაშა თვალებს და იმ სითბოს..

წერილის დასასრული

ძილი ნების