Category Archives: ჩანაწერები

ძალიან კარგად ვარ და თან მკიდია.

საუკუნეა ჩემს პირად ბლოგზე არაფერი დამიწერია, ისე იცოცხლე, მიდის ბლოგების ზიზინი, კორპორატიულია თუ უნივერსიტეტში სტუდენტებთან ლექციებზე. მოკლედ ვინც მე მხოლოდ ბლოგზე მკითხულობს მინდა ბოდიში მოვუხადო რომ ასე დავიკარგე აქედან. რას ვიზამთ ცხოვრება მუსიკის რიტმს ჰგავს, ზოგჯერ მძიმდება, ზოგჯერ მაღლა ადის ზოგჯერ დაბლა, ზოგჯერ ისე რომ ძნელია მისი გაგება, შესაბამისად ბლოგისთვისაც ნაკლები დრო გვრჩება ხოლმე. მე კარგად ვარ. ნუ ბევრად კარგად ვიდრე მაშინ ვიყავი, აი მაშინ ნაცრისფერი რეალობიდან ილუზიებისკენ მომზირალ დაკვირვებულ თვალზე რომ გესაუბრებოდით, თან ისე ღრმად რომ ახლა მგონია ის მე არ ვყოფილვარ, ან ახლა აღარ ვარ მე. თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ერთი ფაქტია, პრაქტიკული აზროვნება და ფიქრი ვისწავლე. ადრე უფრო ღრმად ვფიქრობდი თუ რა, რატომ და რისთვის ხდებოდა ასე. აღარფერი აღარ მაინტერესებს. მოკლედ ჩემო მეგობრებო ძალიან შევიცვალე, ძალიან მკიდია ყველაფერი, ნუ ზოგადსაკაცობრიოს ვგულისხმობ, რაზეც ადრე ვჭედავდი ხოლმე.

ადრე იდეალებზეც ვწერდი, ხოდა ახლა ეგ თემაც ამოწურული მაქვს. აი თურმე რა ემართებათ როცა იდეალს მიახწევენ ხოლმე. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის რომ მუსიკის წაკითხვისთვის დრო არ მრჩება. გული მწყდება რომ ბევრს ვკარგავ თუნდაც ნაცნობი მელოდიების ახლიდან ვერ გახსენებით. მოკლედ მენატრებით მაგრამ არ მენატრებით. მიზეზიც მაქვს, მაქვს სამსახური მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან კონტაქტი და მყავს იდეალიც რომელიც ძალიან ბევრს მაძლევს, მე მასში ვკითხულობ ყველა მელოდიას და ყველა პირად პოსტსაც მასთან ერთად ვწერ. ნუ ალბათ ეს არის პირადი ცხოვრება, ხოდა ახლა მუსიკას ვუსმენ შემთხვევით, ოღონდ მართლა შემთხვევით ამიტომ მომინდა უცებ შემომერბინა და თავი შემეხსენებინა. მე კარგად ვარ. ძალიან კარგად. ხოდა წერაც დამავიწყდა, ანუ ვგრძნობ ისევ ისე კარგად ვერ დავწერ როგორც აქამდე თუმცა ისიც ძალიან მიხარია რომ ამდენს მოვაბი თავი.

მოკლედ ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან კარგად ვარ და მაგრად მკიდია. იმედია ასეთი შემორბენები ბევრი მექნება და დროც შესაბამისად.

Advertisements

რიგითი სიტუაციური ანალიზი

მიჩნდება კითხვა და არა მარტო ერთი, უამრავი. ვცდილობ თანმიმდევრობით მოვძებნო კითხვებზე პასუხი. ცოტა არ იყოს რთულია. ვიცი რომ აქ მაშინ ვწერ როცა მინდა თავში ქაოსი დალაგდეს, ვცდილობ რომ დავალაგო.
ხშირად  ვსვამ კითხვას რატომ არ ხდება ისე როგორც საჭიროა და როგორც დინამუირობა მოითხოვს ხოლმე ყველაფერს, ვადარებ სხვა ურთიერთობას  ვასკვნი რომ მეტად ვაკეთებ ყველაფერს, შემიძლია მეტად ვიყო ყურადღებიანი, შემიძლია მეტად ვიყო გულწრფელი მეტად ვიყო ერთგული და მეტად ვიყო მოსიყვარულე, როგორც სჩანს ამას საზოგადოება არასათანადოდ აღიქვამს, ეს სიყვარული ჩვეულებრივი ჰგონიათ, ეს ერთგულებაც და ეს დამთმობობაც, ამ ყველაფერს ხომ ადამიანი იმიტომ აკეთებ რომ შენთვის რაღაც ღირებული და ძვირფასია. თუმცა ამას როდი აფასებენ სათანადოდ. უფრო მეტიც, ის ხალხი უფრო მეტად ფასდება ვინც საერთოდ არ არის გამომხატველი და ზედმეტადაც კი უყურადღებოები არიან. ასეთ დროს როგორ იქცევიან ხოლმე? დეპრესიას მისცემენ თავს და საკუთარ სიალალეს შეჰღაღადებენ უფალს რატომ არ ფასდება მათი გულწრფელობა?  შენ ამ ყველაფერს აკეთებ, რომ შენ ამ ყველაფერს გრძნობ, რომ შენ ამ ყველაფერს გასცემ და გინდა იგივე მიიღო.

მაგრამ ამაოდ. ყველაფერი ბევრი მომაბეზრებელია, ზედმეტი სიტკბო ყელს გწვავს და არასასიამოვნო შეგრძნებას გვგვრის, ხშირად გვინდება ცხარე. ალბათ ეს პრინციპია.

ალბათ ეს დროის ამბავია, ურთიერთობები დროის განმავლობაში შენდებიან, დეფორმირდებიან და სასურველ პოზიციამდე მიდიან.

ოჰ, ეს პოზიტივიზმი…

მჯერა რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა, ბევრი რამ ისე ხდება რაც ჩვენ არ გვინდა და არ მოგვწონს მაგრამ ყველაფერს ვსწავლობთ, ადამიანები ვართ  და ცხოვრებას ვაგრძელებთ და გამოცდილებას ვიძენთ. რაღაც მიზნისკენ მივდივართ რაღაცას წარმოვადგენთ.
ინდივიდებათ იმიტომ ვიბადებით რომ ჩვენი აზრი გვქონდეს და გამორიცხულია ამ აზრში ყოველთვის მართლები ვიყოთ.

ყველაზე ცუდი ის მომენტია როცა შენი არ ესმით, როცა გიპირისპირდებიან როცა შენ უბრალოდ მათი აზრი გაინტერესებს, მაშინ ზიზღდები როცა შენ მათს მეტი არავინ გაგაჩნია და ამაზე პასუხი რა არის? ყველაფერი ასეა მოწყობილი? როცა ერთი გაუგებრობა ჭერს აქცევს და მის ქვეშ გულწრფელი ადამიანები იხოცებიან როცა თვლი რომ ბრალდება უსამართლოა და შენი ზრახვა კი გულწრფელი, როცა გულის ცემა ტანსაცმელს არხევს და შენს მიერ წარმოთქმული სიტყვები კი ადრესატამდე თითქმის საერთოდ არ მიდის. როცა თავს ზემოთ ძალა არ არის იმიტომ რომ ზედმეტი გულწრფელობა აქ არასდროს ფასდება.

მე მჯერა რომ ყველაფერი ქაოტური დალაგდება.
მე ხომ ის ძალიან მიყვარს, ერთბ ხმაურიანი, ხოდა მთავარიც ეს არის.


ჩანახატი

– მამა დედა აღარ მოვა?

შემოდგომის მიწურულს ნიკოლას დილით ამ შეკითხვით გაეღვიძა, საბანში მსუქანი ფეხები ჩახლართვოდა და ხელის გულები გაოფლიანებოდა. გვერდით, იქვე, მამამისი, სებასტიანი იწვა, რომელიც თეთრ ჭერს იყო მიშტერებული. ამის გაგონებაზე გადაიხარხარა.

– არა, აღარ მოვა.

ამ პასუხის გაგონებაზე ბავშვმა ტირილი დაიწყო.

– სილვიან!!  – მოდი მოხედე, ბაშვი ტირის. ოთახში მაღალი და სექსუალური სილვიანი შემოვიდა და ბავშვი ხელში აიყვანა, ის მაშინვე დაწყნარდა. დედას მჭიდროდ ხვევდა ხელებს კისერზე და პატარა ცხვირს ყელში მძლავრად მალავდა.

– დაწყნარდი პატარა აქ ვარ, შენთან.

1

სებასტიანმა პირველად ძალიან უცნაურად სცადა ჩემი გულის მოგება, ყავაზე დამპატიჟა, კაფეში, მმმ, აღარ მახსოვს რა ერქვა, რომ მივედი არ იყო მოკლედ ჯერ მოსული, მაგიდასთან დავჯექი და ყავა შევუკვეთე. გადის ოცი წუთი და შემოდის კაფეში, ხელში ფოდნოსი უჭირავს და ზედ ორი ყავა დევს პუდრიანი ორცხობილით, გამიკვირდა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა.ხოდა აქ არ არის კარგი ყავა უბრალოდ კარგი გარემოაო, ამიტომ გვერდით კაფედან კარგი ყავა მოგიტანე რომ თავი კომფორტულად გეგრძნოო, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ორიგინალური იყო თუმცა ამით არ დასრულებულა, ეს ის პირველი შეხვედრა იყო…

2

– სანამ ნიკოლასი გაჩნდებოდა მგონი ამაზე არც არასდროს გამოგითქვამს პრეტენზია. ხმამაღლა კი გამოუვიდა სებასტიანს

– იცი რაა?? ნიკოლასს ნუ ახსენებ შენ ყოველთვის მიზეზად, რომ გდომოდა ასე არ მოხდებოდა, არ მინდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი მორჩა.

– თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა, თითქოს ყველაფერი ისევ ისე უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ, სითბოს ვეღარ ვხედავ შენში, რა გავაკეთო მითხარი.

სილვიენს პასუხი არ გაუცია, ან შეიძლება ვერც გაიგო, მეორე ოთახში გავარდა და კარი მაგრად მიიხურა. ტელეფონი გათიშა და მას მერე არც ჩაურთავს, სებასტიანმა ყველგან დარეკა რომ გაეგო სად წავიდა სილვიანი თუმცა ამაოდ.

დილით ნიკოლასმა როცა გაიღვიძა უცნაურად იკითხა:

– მამა დედა აღარ მოვა?
– არა, აღარ მოვა.

ნიკოლას აღარ უტირია, ჩაფიქრებული თვალები ჭერს გაუშტერა, სებასტიანს ცრემლი მოადგა თვალზე და ოთახიდან გავიდა.


ჩემი შეყვარებულის შეყვარებული ანუ ამბავი პირიქით

როგორც ამბობენ სტუდენტობის წლები ტკბილიაო, ჰოდა მეც მაგ სტიმულით ვიყავი უნივერსიტეტში,მოშიებული ენერგიითა და უშრეტ სითბოს ვასხივებდი. სად იყო და სად არა (სადღაც მეორე კურსზე) გავიცანი ერთი გოგო, რომელიც არ ჰგავდა სხვებს და სულ მცირე დროში ერთად აღმოვჩნდით. ვფიქრობდი რომ ასე იქნებოდა სულ და ეს ასე ყოფნა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა ჩემთვის, ერთი სიტყვით ყველაფერს ვიზამდი ამ ადამიანისთვის და ვაფრენდი ამ გოგოზე.(როგორც ძველები იტყოდნენ ბინდი მქონდა გადაკრული) ძალიან ბევრ სისულელეს ვაკეთებდით, შევდიოდით მაღაზიაში გამყიდველებს ვაწვალებდით იმიტომ რომ გვინდოდა მაცივრის ყიდვა ოჯახისთვის, ჩვენი მოსაწონი მაცივარი კი არ იყო არსად, შემდეგ უამრავ დეგუსტაციაზე ამოვყოფდით თავს და დღის ბოლოს არყის არომატით ვამთავრებდით.(მაშინ არ ვსვამდი)(ის სვამდა, მგონი ახლა აღარ)

ერთი წლის მერე ყველაფერი სულელურად დამთავრდა, ისე რომ ორივემ ყველაფერი კარგად ვიცოდით.. მერე ერთმანეთი მოგვენატრა მაგრამ ერთმანეთის ნახვა დაგვეზარა.ის სხვას ხვდებოდა მე სხვას, როცა მარტო იყო მწერდა რომ ვენატრები და ჩემზე ფიქრობს. მეც მენატრებოდა, მაგრამ მე ეს არ მითქვამს იმიტომ რომ მაშინ სხვას ვხვდებოდი.კიდევ გავიდა დრო, ის ისევ სხვას ხვდებოდა,მე მარტო ვიყავი მას ვენატრებოდი, ასე მწერდა, მეც მენატრებოდა მაგრამ არაფერს ვეუბნეოდი.ცოტა ხნის მერე ის სხვას ხვდებოდა, მეც. ერთი გოგო იყო, თითქოს რაღაც იყო ჩვენს შორის კარგი და თბილი, შემთხვევით ერთმანეთი გაიცნეს და პაემანი დამინიშნეს ამჯერად ორივემ ერთად. სურპრიზად ძალიან გული მატკინეს ორივემ თან ისე რომ ცალკე ერთმა მითხრა ის მოგწონს შეგამჩნიე თვალებზეო, ცალკე მეორემ ის მოგწონს შეგამჩნიეო, საბოლო ჯამში ისე გავბრაზდი ორივესგან დისტანცია დავიჭირე და თითქმის შევიძულე. გავიდა დრო და მოვლბი, ის სხვას ხვდებოდა მაგრამ მომწერა მომენატრეო, ან შეიძლება არც არავის ხვდებოდა, მე ვუთხარი რომ გავბრაზდი და არ მინდა არაფერი.

მერე გავიგე რომ თურმე ვუყვარდი

მერე გავიგე რომ თურმე მე მისთვის ყველაზე საუკეთესო ადამიანი ვარ.

თუმცა გავიგე რომ მას შეუძლია ძალიან ადვილად დამაბრუნოს უკან, როგორც ბუკინისტებს უბრუნებენ დაწუნებულ წიგნებს. შეუძლია არ გამოჩნდეს ჩემთან ერთად როცა მისი მეგობრები არიან, მას მაშინ ვჭირდები როცა მარტონი ვართ და მხოლოდ ჩვენ.

ახლა არ ვიცი სადაა, არც ის ვიცი ვისთან ერთად და არც ის ვიცი ვენატრები თუ არა. მე არ ვარ მარტო ახლა, უბრალოდ შენი პოსტი წავიკითხე და მეც მომინდა რაღაც დამეწერა მსგავს თემაზე.

პ.ს. გული ვის არ არევია? კაი რა 😀


სიმარტივის ძიებაში

ხშირად მაინტერესებს ის ფაქტი, უნდა მიხაროდეს რომ ქართველი ვარ თუ პირიქით, თუმცა ეს იმაზეა ხოლმე დამოკიდებული რა კუთხით ვიფიქრებ ამ უკანასკნელზე.. ამ შემთხვევაში პოზიტიური კუთხით მომზირალი თვალი უნდა მივაპყრო ამ საკითხს და მადლობა ვუთხრა ჩემს ქართველობას კიდევ ერთხელ. რომ არა იგი მე ხომ ვერ დავფიქრდებოდი ამდენ პრობლემასა და საზოგადოების უუნარობაზე, მათ დაბალ ცნობიერებაზე და ჭირსა და დოზანაზე… მოკლედ ამ შემთხვევაში მინდა ისევ ზედაპირულად ვუკბინო იმ საკითხებს რაც ჩვენთან ძალიან კოჭლობს და გვინდა რომ გამოსწორდეს…უამრავია პრობლემა, გამოსწორების იმედი არ მაქვს მე, უბრალოდ ვწერ, იმიტომ რომნ წერის სურვილი გამიჩნდა და ჩემი ბლოგი ამისთვის იდეალური ვარიანტია.

მინდა ორიოდე სიტყვა ადამიანის ინდივიდუალურობაზე ვთქვა. ჩემი აზრით, ეს  უკანასკნელი არაა ისე აღქმული ყველა ადამიანში და გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მათთვის ვისაც ეს ასე ვთქვათ ღრმად აქვს გამჯდარი.

რას ნიშნავს იყო თავისუფალი? ნუ რა თქმა უნდა ამას ზუსტად ვერ განვმარტავ და არც ვეცდები, რადგან არ განიმარტება თავისუფლება, ის მხოლოდ უნდა ჩამოიყალიბო.

ადამიანი იბადები როგორც თავისუფალი არსება,იმ შესაძლებლობებით რომ ჩამოიყალიბო შენი პიროვნება სხვათა დახმარების გარეშე.. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ახალგაზრდობის უმეტესობა მართულია უფროსი თაობის მიერ. რა იგულისხმება მართვაში? კონკრეტულად ის ფაქტი რომ მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალური შეხედულება რაიმე კონკრეტულზე და ისინი მუდმივად არიან გავლენის ქვეშ მოქცეულნი.

ეხლა ისე მიმყავს საქმე ეგზისტენცლიალიზმში უნდა გავტოპო, უამისოდ ვერ გავივლი ამ გზას. ანუ მე ადამიანს ამ ეტაპზე ყველაზე პირველ ადგილას ვაყენებ  როგორც ამას ეგზისტენციალიზმი აკეთებს. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი. ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში.მთავარი მაინც ისაა თუ რა დონეზე აცნობიერებს ადამიანი ყოველივეს, ასე რომ ვთქვათ ეს დამოკიდებულია ინდივიდის შესაძლებლობაზე თუ რამდენად ღრმად და კარგად გაიაზრებს ყოველივეს. თუმცაღა ჩვენს სინამდვილეში არამც თუ ეგზისტენციალიზმის გაგება არ არსებობს არამედ არანაირი წარმოდგენა არ არის საკუთარი პიროვნების წვდომისა. დღეს თავისუფლება ის ჰგონიათ რომ შეუძლიათ რაიმე აკრძალულის კეთება თუ ეს მათ სურვილში შედის,თუმცაღა ეს ასე არაა. კატეგორიულ იმპერატივს შევეხებოდი სიამოვნებით მაგრამ მეზარება,სხვა გზით წამიყვანს. ხოდა ის მაწუხებს მე რომ განა ის არაა კარგი რომ თავისუფლები ვართ ? ისიც კარგია რომ რაღაცას ვაფუჭებთ იმიტომ რომ ასე დავამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. ისიც კარგია ეკლესიაში რომ დავდივართ და ვფანატიკოსობთ მაგრამ ხალხნო, ეს ტვინი რომ ქვია და წესით თავში რომ დევს, იმიტომ არის რომ დავფიქრდეთ იმ გარემოებებზე რაც ჩვენს გარშემოა, გავიაზროთ რას ვაკეთებთ, თუ ლოცვაა, გააზრებულად ვილოცოთ და ისე კი არა ზიარების მერე ეკლესიიდან გამოსულმა ვთქვათ რომ  – ბოზისშვილივიყო რაღაც მომეშვა თითქოსო. არამედ ყველაფერი უნდა იყოს სწორად გაკეთებული და არა ფორმალობა..ყველამ კარგად ვიცით რომ საქართელო მიბაძვისა და გავლენების ქვეყანაა, მართალია ძნელია ეს ეტაპი ასე ადვილად გადაილახოს მაგრამ თუ საკუთარ თავში არ ჩამოვიყალიბეთ ჩვენი ხედვა და აზრი რომელიც ჩვენგან მოდის და არაა ვინმე “ბრატ”-ისგან ჩაჭედილი თავში მაშინ ძალიან დიდ ნახტომს გავაკეთებთ.

ეს არ ეხება მხოლოდ აზროვნებას და ხედვას, ეს მოქმედებს და ვრცელდება:მუსიკაზე, ჩაცმის სტილზე და უკვე საქართველოში მგონი ისე ვართ გემოვნებაზეც აღარ ვდაობთ, ყველა ერთმანეთს ვეთანხმებით. – ხო, რავი.. აი ამ ორი სიტყვით შემოიფარგლება ხოლმე ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასე მგონია რომ ბინდში ვარ, სიმარტივეს ვეძებ. უმეცრებით გართულებული ერთფეროვნება კი საშუალებას არ მაძლევს თავისუფლად აღვიქვა ის ადგილი სადაც მე ვცხოვრობ.

ესეც ჩემი ორიოდე დადებითი სიტყვა ჩვენს საზოგადოებაზე. ეხლა პირველი ქვა იმან მესროლოს ვისაც პრეტენზია აქვს..


მოდი დავამციროთ ერთმანეთი

ხშირად მიფიქრია რომ ადამიანთა ურთიერთობებში არ უნდა არსებობდეს მეგობრობა,არც სიტყვა და არც შინაარსი. რა საჭიროა ეს უკანასკნელი როცა ყველა ასპექტში ირღვევა ხოლმე? ჩემი აზრით ეს მეორე ხარისხოვანი ინტიმური კავშირია, ერთის გამართლებაა მეორით. მეგობრული კოცნა,მეგობრული ვნება,მეგობრული სექსი.ყველაფერი მეგობრულია. იცი? მე შენთან მხოლოდ მეგორბობა მინდა. – კარგი მაშინ შეგიძლია ჩაიცვა. მე კარგი მეგობრები მყავს, იმიტომ ვამბობ რომ კარგიათქო რომ შემიძლია მათთან დავწვე, ისინი ამაზე უარს ხომ არ იტყვიან,აბა მეგობრები არიან და რა უფლება აქვთ? ჭეშმარიტი მეგობარი ხომ ამაზე უარს არასდროს იტყვის.

არსებობს ისეთი კატეგორია რომელთაც დაქალებად მოვიხსენიებთ, რატომ? იმიტომ რომ მათთან ვერ დავწვებით და ამ სტატუსით თავს ვიმართლებთ.

რატომ ვწერ ამას? იმიტომ რომ ასეა ჩემს გარშემო ყველაფერი.. პრობლემა ის კი არაა რომ მეგობარი მეგობართან რომ წევს ეგ ცუდია, არა , მე ვამბობ რომ ეს სიახლეა, სიახლე კი ისე ღრმად შემოდის ჩვენში რომ მეგობრობა გაუფასურდება.(მე ამის საერთოდაც არ მეშინია, იმიტომ რომ მე მეგობრები არ მყავს)

გაიცანი ეს ჩემი სექსია, ნათია. ეს კი ჩემი ბავშობის სექსი თათა.


ერთი ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივ, ჩვეულებრივი დღე ჩვეულებრივი წარმოსადგენია. მზიანი დილა,დაორთქლილი ფანჯრები, ტრადიციული მაღვიძარა. ოთახში მძიმე,დახუთული ჰაერი. თვალები კი ისევ მეხუჭება და ვიძინებ. ისევ იგივე,ჩვეულებრივ მეორე გაღვიძებაზე როგორც იცის ხოლმე, უბრალოდ ახლა აცნობიერებ რომ უნდა ადგე. დილით მახსოვრობა ნოლზე ვარდება, არ მახსოვს სად გავიხადე. კომპიუტერთან სიგარეტის ნამწვავები ახლა შევამჩნიე. ჩვეულებრივ ეს ეხლა უნდა გამქონდეს ოთახიდან გადასაყრელად, მაგრამ მეჩქარება.ცივა გარეთ დღეს.თითქოს თბილად ჩავიცვი მაგრამ … თაკო დღეს განსაკუთრებით ლამაზია,ჩვეულებრივ მას სილამაზე ახასიათებს მაგრამ… მეცინება ოთახში ბოლი დგება და თვალებს ძლივს ვახელ. ვაცნობიერებ რომ მეგობრები ისევ უგონოდ არიან ჩემს ოთახში.მახველებს.ნინო და ზურა აივანზე ზასაობენ, მეშინია არ გადავარდნენ.თაკო მახსენდება და სიგარეტს ვეძებ. ჩვეულებრივ სიგარეტი არ  არის, სულ დამავიწყდა მე ხომ არ ვეწევი.ბოლი დგას ისევ.თათას ჩემ ლოგინზე ჩასძინებია, იკა ძირს წევს და იღიმის,კაიფშია.ოთახი ძალიან პატარაა.ვიხდი და თათას ფეხებთან ვწვები,ძალიან სექსუალური ფეხები აქვს.იკა იღიმის.თათას იკა უყვარს. მე თათას ფეხზე ვეფერები.ნინო და ზურა ოთახში შემოდიან და შუქს აქრობენ.ახველებენ.თაკოზე ვფიქრობ.ნინოს სუნთქვა. ყურში რაღაცას მჩურჩულებს მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ.ძალიან მეძინება.ჩვენ მეგობრები ვართ.ჩვეულებრივი მეგობრები