საჯარო (დაწერილია ბიბლიოთეკაში)

დანამდვილებით არ ვიცი რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა, თუმცა იმას ვხვდები რომ სიცივე ნელ-ნელა შემოდის ჩემში და სამყოფელს ეძებს,გარშემო მშვიდობაა, კერძოდ, ჩემს მარჯვნივ გოგო ზის, წიგნიდან რვეულში რაღაცას იწერს, აშკარად რომ კი არ იწერს უფრო იხატავს, ან სხვა რამეზე ფიქრობს, ამაზე კი მისი სახის უემოციობა მიმითითებს,რვეულში შეცდომით იწერს წიგნიდან,ხაზავს,ჯღაპნის,ახლიდან იწერს,ფურცლავს. ჩემს წინ არავინაა, არც მარცხნივ, თუმცა დარბაძში ბევრი ხალხია, ალბათ შაბათი რომ არის იმიტომ. მანამ სანამ წიგნი მომივა რა გავაკეთო არ ვიცი, ჰოდა მეც ვწერ,ჩემი კალამი შეწუხებული სახით მიყურებს,ზოგჯერ ამოიოხრებს ხოლმე თუმცა თავის საქმეს მაინც ასრულებს, როგორც დაწსებულებაში მომუშავე დაჩირებული ქალები.

აქ წერა არც თუ ისე ადვილია, კითხვა კი კარგი და სასიამოვნო, მაგრამ ამასაც გააჩნია, დამოკიდებულია იმაზე თუ რას კითხულობ. მისტიურს თუ კითხულობ რამეს მაშნ გაგიმართლა, გარემოც ხელს გიწყობს, აქ მომუშავე ქალები ისე ჩურჩულებენ,მისტიურს რომ არ კითულობდე მაინც შეგეშინდება.ხშირად ვწერ როცა წიგნს ველოდები, და კარგ მოცულობამდეც ავდივარ ხოლმე, თუმცა ერთ საათში რატომ ვერ უნდა დაწერო ბევრი? – მეც ვთქვი რა ახალი. ისე აქ კარგი ატმოსფეროა, ერთობ აზარტულიც, აქ რომ მოვიდვარ, ვცდილობ ისეთ სკამზე დავჯდე რომელიც არ იჭრაჭუენბს, სამწუხაროდ ვერასდროს ვიმარჯვებ, რასაც უფრო და უფრო შევყავარ აზარტში.ჯერი შემდეგზე დგება, ისეთ ადგილს თუ შევარჩევ საიდანაც არ დამიბერავს, მოგეხსენებათ საგანგებოდ “დასკოჩილი” ფანჯარა რა სანახავია ეგრეთწოდებულ ეროვნულ ბიბლიოთეკაში,თუმცა მაინც აპარებს ქარი, უი, ხო, კი არ აპარებს, შეიძლება ითქვას “სკოჩი” მგონი რაღაცას იჭერს, თუმცა ქარსთქო ვერ ვიტყვი,უფრო ფანჯარას. ქარის დროს უნდა ნახოთ რა სასიამოვნოა,როცა ეს ფანჯრები ერთ ხმაში ამღერდებიან და მრავალჟამიაერს შესძახებენ, მაშინ უნდა ნახოთ “სკოჩის” ტანჯული სახე, ძლივს რომ ართმევს საქმეს თავს. სასაცილოა, კი სასაცილოა, ისიც სასაცილოა მკითხველი რომ შემოდის, წიგნს იღებს და ჯდება,იქ მყოფ მეთვალყურე გოგონას თვალს არ აშორებს,ეს გოგო ხვდება და იცის კიდეც მას რომ მისჩერებია ეს საწყალი კაცი, ამიტომ უკან ჯდება, კაცი თავს ატრიალებს და თვალებგაბრწყინებული ადევნებს თვალს ამ გოგოს(ამ კაცს სანდრო უნდა ერქვას წესით) მოკლედ ბიბლიოთეკის ერთი სასიყვარულო ურთიერთობაც ვამხილე.

სკამიდან ავდექი და წიგნს მივაკითხე, თმცა მოსული არ იყო ჯერ. ღმერთო ჩემო, ნუთუ წიგნს არავინ კითხულობდა?? – ათასი თვალი ერთად მომაშტერდა, ასეთ ცნობისმოყვარე მზერას ვერცერთი მოდელი ვერ იპყრობს ჩვენებაზე, მოდი და ასეთ ყურადღების ცენტრში მშვიდად გაიარე, არა რა , საშინელებაა. დავჯექი სკამზე, ამ საცოდავს ხელი მოვკიდე და წერა გავაგრძელე, ამოიხვნეშა, აუ კვდება მგონი ჩემი კალამი, დასანანია, ხსოვნა იყოს,
ცხონდე

ცხონდ



5 responses to “საჯარო (დაწერილია ბიბლიოთეკაში)

  • Alice

    🙂
    მიყვარს ბიბლიოთეკები.
    საჯაროში არასოდეს ვმჯდარვარ და წამიკითხავს წიგნი… მინდა ;S

  • ♥ Summer ♥

    მიყვარს მე საჯარო ❤ რაღაც თავისებური ხიბლი აქვს, მანდ ყოფნას… მე უკან მიყვარს ხოლმე ჯდომა ან ფანჯრის გვერდით.

  • Kate

    ვაიმეეეე…
    მე რა მაგარი ბლოგი ვიპოვეო!!!

    და რა მაგარი პოსტი წავიკითხეო.
    ძალიან მომეწონა.

    ბიბლიოთეკაში სამწუხაროდ ერთხელ ვარ მგონი ნამყოფი, ისიც გამოცდისთვის რაღაც წიგნი მჭირდებოდა, უცბად გადავაქსეროქსე და წამოვედი.
    აუ ნეტავ გაარემონტებდეს ვინმე კეთილი :mo:

  • T10A

    mgoni, sofiko chiaurelis shvilia sandro da sul meore magidastan zis!
    amas winad gamakvirves _ ative motxovna chaibares da ative wigni zustad 20 wutshi movida! saswaulebic xdeba sajaroshi
    posti momewona (sun)

  • რუსა

    რა ნაცნობი სიტუაციაა! თუმცა მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვერ დავდივარ,მაგრამ ბათუმის ბიბლიოთეკაშიც ანალოგიური მდგომარეობაა 🙂 მიუხედავად ყველაფრისა ეს,,უცნაური”გარემო
    გაქეზებს გულმოდგინებისკენ..მთელი ღამის უძინარიც რომ იყო სიცივე ისე ატანს ძვალრბილში ჩათვლემის საშუალებასაც არ გაძლევს.. 🙂
    ძალიან,ძალიან მიყვარს საჯარო ბიბლიოთეკა…

Leave a reply to Alice კომენტარის გაუქმება