კლოდი

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც კლოდმა სახლი დატოვა და ახლა ცალკე ცხოვრობს, სულ მარტო. ბინა ქალაქის ცენტრშია და მის სამსახურთან ახლოსაცაა, ასე რომ სამსახური და სახლი მისთვის ერთია . საღამოობით ყავას მოიდუღებს და იქვე, სახლის აივანზე იცის ხოლმე ჩამოჯდომა. ამ ადგილას საღამოობით იცის ხოლმე თბილმა ქარმა ჩამოვლა და კლოდმა ეს ძალიან კარგად იცის, მის სწორ ფეხებს ეს ყველაზე მეტად ეტყობა ხოლმე. ყავა ორივე ხელში ჰქონდა მოქცეული და თითოეული ყლუპის სითბოს შეიგრძნობდა აივანზე კარგად მოკალათებული კლოდი, ზოგჯერ ცაში აიხედავდა და თვალებს ოდნავ მოჭუტავდა ხოლმე, თითქოს რაღაცის დანახვას ცდილობსო. სინამდვილეში ეს გამოხედვა ძალიან უაზრო და მექანიკური იყო, ამ ყველაფერს ფიქრის სახე უფრო ჰქონდა, აი ფიქრი კი იცოდა უზომო.

კლოდი სახლში ყოველთვის მარტოა, ასე ურჩევნია ცხოვრება,რა თქმა უნდა სულ ასეთ აზრზე არ იყო,ფიქრობს რომ სიმარტოვეში უფრო იღებს სიამოვნებას ვიდრე მასთან ერთად. ერთ დროს ამ სახლში ბიჭთან ერთად ცხოვრობდა,ფიქრობდა რომ ეს სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ისე მოხდა რომ ახლა კლოდი მარტოა და ის ბიჭი კი თავის ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. არ მინდა ვინმე კოელიოს მადარებდეს ამ ისტორიისთვის,მე იმიტომ ვწერ რომ კლოდი მიყვარს. მიყვარს იქ სადაც არის, სადაც განცდის და ელოდება.. ფიქრობდა კლოდი, აივანზე მის ფეხებზე თბილი ქარი ზოზინით მიგორავდა, არ უნდოდა მოცილებოდა მას.მისი ურთიერთობა იქ გაფუჭდა როცა სიყვარულმა ის საწყისი წერტილი დაკარგა სადაც დაიბადა, ის ფიქრობდა რომ გრძნობდა ბიჭში მოვალეობად გადაიქცა და არსებობა შეწყვიტა. გაქრა სითბო, იმატა უაზრო კამათმა და კლოდი მაშინ მიხვდა რომ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი როცა ბიჭის თვალები მშრალი მოეჩვენა. ისეთი მშრალი თვალები ჰქონდა მას რომ თითქოს სუნთქვა შეეკრა და გადაწყვიტა არაფერი ეთქვა,აივანზე გავიდა თბილ ჭიქას მოხვია ხელი და ცას გახედა უსასრულოდ, თვალების ჭუტვით.ყველაფერი თვალებით დაიწყო და ყველაფერი თვალებში დამთავრდა,ზუსტადაც.

კლოდისთვის ყველაფერი გრძნობაა, ის სიყვარულის შემომქმედია,ის ვერასდროს აიტანს იმას რომ გრძნობა დაიჩაგროს, ამიტომაცაა რომ მისთვის თვალები მთელი სამყაროა.სიყვარული მოვალეობაში არასდროს გადადის,იგი მოუდმივ პროგრესირებადია. როცა კლოდმა ნახა რომ მის სიყვარულს რაღაც დააკლდა მიხვდა რომ ეს ის აღარ იყო,სწორედაც მოიქცა. კლოდი ახლა მარტოა,მაგრამ გაცილებით ბედნიერია იმ ფაქტით რომ მან დაიტოვა შანსი უყვარდეს ჭეშმარიტად.


3 responses to “კლოდი

დატოვე კომენტარი