გამოტურისტებული ერი ვართ

რამოდენიმე დღის წინ, ერთ კაცს ვუსმენდი, ტურისტების მოზიდვაზე ლაპარაკობდა. ღვინო შემოსული ტურისტისთვის უფასო იყოსო,რაოდენობას კაცზე იმით ანგარიშობდა რომ, რა უნდა დალიოს ეხლა უცხოელმაო? მაქსიმუმ სამი ლიტრიო,მერე დათვრება და ათას სისულელესაც იყიდისო. არ ვიცი, ის უფასო ღვინო ჰქონდა დალეული და იმიტომ ლაპარაკობდა ამდენ სისულელეს თუ რაში იყო საქმე.საცოდაობაა ის ფაქტი რომ ასეთ რაღაცას პროექტს ეძახიან და ასე საჯაროდ გამოაქვთ განსახილველად,ეს ხომ ძალიან დიდი სირცხვილია ტურიზმისთვის. დავიჯერო ისეთი არაფერი გვაქვს რომ მოვიზიდოთ ტურისტი და სხვა გზა არ დაგვრჩენია მხოლოდ სასმელის მოყვარულ ტურისტზე ვიყოთ დამოკიდებულები და ველოდოთ როდის დათვრება რომ რამე იყიდოსო და მთვრალი ტურისტებიდან შემოსული თანხა განავითარებს ტურიზმს.ღმერთო ჩემო, კარგით რა. ფაქტია რომ ტურიზმი მკვდარია, ფაქტია რომ პოტენციალი დიდი გვაქვს, მაგრამ ასეთი სისულელით დავიჯერო ჩვენ წინ წავალთ???

იმისათვის რომ რაღაც პროექტები მოვიფიქროთ,თუ არ ვცდები ამბობენ ქართველი ერი ჭკვიანი ხალხიაო,რაღაც ვერ ვხედავ მე ამას ამ დარგში, თუმცა არც სხვაგან გამოვირჩევით. ხო, ხო, თვითკრიტიკაა, იმიტომ რომ მივხვდეთ, ტურისტი აქ შენს გაწყალებულ უფასო ღვინოს დასალევად არ ჩამოვა, იმიტომ რომ მან კარგადაც იცის ღვინო რა არის და ის კარგ ღვინოს ელის, იმ ცნობილს, ძვირადღირებულს, მაგრამ ამას ვერ შესთავაზებ იმიტომ რომ სახელმწიფო ამას არ დაგიფინანსებს, დიდი თანხები სჭირდება.ხოდა მოკლედ გადავწყვიტე ეს დამეწერა,„აზრები.გე“ – ზე მოვისმინე ეს ინფორმაცია.

პ.ს. ერთ ნაწილში დავეტანხმები იმ ადამიანს,საჭიროა კარგი გაპიარება მთელი ქვეყნის, და თუ საჭირო გახდება მერწმუნეთ მე იმ ღვინოშიც გადავახდევინებ ფულს.. მთავარია კარგად დაუგეგმო ფულის დახარჯვა, თან ისე რომ ეს უპირობო იყოს, თორემ უფასო და ნაჩუქარი ტურიზმი არ ვიცი მე.


3 responses to “გამოტურისტებული ერი ვართ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: