სწორ ხაზზე მოსიარულე

წინათ ამბობდნენ რომ ცხოვრება რუტინულია და შენ ეს გინდა არ გინდა უნდა გააკეთო, ახლა უფრო სხვაგვარადაა საქმე, უფრო კრეატივს აწვებიან და ყველა თავის ინდივიდუალიზმს უსმევს ხაზს. არ ვიცი მეჩვენება თუ მართლაც მომრავლდნენ ინდივიდები. ახლა მგონი ინდივიდუალიზმმა მასის ადგილი დაიკავა და მასამ ინდივიდუალიზმის, აი მაგალითად, სათითაოდ ყველა მიშას ლანძღავს ერთხმად არცერთი. რა შუაშია ეხლა ეს მაგალითი მაგრამ, მაინც ბევრი ინდივიდია რა, ასეც არ შეიძლება. ყველა ცხოვრების წესზე ლაპარაკობს და დღეს ხვალ ყველა პროფესორის კაბინეტიდან გვესალმება.

ხოდა ადრე კარგი იყო, ცხოვრება გაცილებით მარტივი და ერთფეროვანი იყო თან ისეთი ერთფეროვანი რომ მის ერთფეროვნებასაც საერთოდ ვერ იგრძნობდით, ახლა ყველაფერი გართულდა.

ადრე ყველაფერი კარგად იყო ეხლა ყველაფერი გართულდა და ძნელია იცხოვრო თავისუფლად. იძაბები, ინდივიდები მგონი ახლა უფრო ჩაკეტილები არიან ვიდრე ადრე მასა იყო.

ახლა თავისუფლად სიყვარულიც რთულია, სიყვარულსაც თავისი წესები და ჩარჩოები აქვს. მოკლედ ადრე უფრო ადვილად იყო ყველაფერი, ნუ ალბათ ეს იმის ბრალიც არის რომ საზოგადოება ვითარდება დატეულიყვნენ თავის ადგილას ხომ იქნებოდა ყველაფერი მარტივი.

არ ვიცი. მოკლედ ჯასთ პოსტი თქვენს წინაშე და ვინც უკვე ამას კითხულობს მადლობა ყურადღებისთვის და გირჩევთ რომ იყოთ მარტივები, უბრალოები მოსიყვარულეები და უშუალოები, ამინ აწ და მარადის აქედან იქამდე.

 


რიგითი სიტუაციური ანალიზი

მიჩნდება კითხვა და არა მარტო ერთი, უამრავი. ვცდილობ თანმიმდევრობით მოვძებნო კითხვებზე პასუხი. ცოტა არ იყოს რთულია. ვიცი რომ აქ მაშინ ვწერ როცა მინდა თავში ქაოსი დალაგდეს, ვცდილობ რომ დავალაგო.
ხშირად  ვსვამ კითხვას რატომ არ ხდება ისე როგორც საჭიროა და როგორც დინამუირობა მოითხოვს ხოლმე ყველაფერს, ვადარებ სხვა ურთიერთობას  ვასკვნი რომ მეტად ვაკეთებ ყველაფერს, შემიძლია მეტად ვიყო ყურადღებიანი, შემიძლია მეტად ვიყო გულწრფელი მეტად ვიყო ერთგული და მეტად ვიყო მოსიყვარულე, როგორც სჩანს ამას საზოგადოება არასათანადოდ აღიქვამს, ეს სიყვარული ჩვეულებრივი ჰგონიათ, ეს ერთგულებაც და ეს დამთმობობაც, ამ ყველაფერს ხომ ადამიანი იმიტომ აკეთებ რომ შენთვის რაღაც ღირებული და ძვირფასია. თუმცა ამას როდი აფასებენ სათანადოდ. უფრო მეტიც, ის ხალხი უფრო მეტად ფასდება ვინც საერთოდ არ არის გამომხატველი და ზედმეტადაც კი უყურადღებოები არიან. ასეთ დროს როგორ იქცევიან ხოლმე? დეპრესიას მისცემენ თავს და საკუთარ სიალალეს შეჰღაღადებენ უფალს რატომ არ ფასდება მათი გულწრფელობა?  შენ ამ ყველაფერს აკეთებ, რომ შენ ამ ყველაფერს გრძნობ, რომ შენ ამ ყველაფერს გასცემ და გინდა იგივე მიიღო.

მაგრამ ამაოდ. ყველაფერი ბევრი მომაბეზრებელია, ზედმეტი სიტკბო ყელს გწვავს და არასასიამოვნო შეგრძნებას გვგვრის, ხშირად გვინდება ცხარე. ალბათ ეს პრინციპია.

ალბათ ეს დროის ამბავია, ურთიერთობები დროის განმავლობაში შენდებიან, დეფორმირდებიან და სასურველ პოზიციამდე მიდიან.

ოჰ, ეს პოზიტივიზმი…

მჯერა რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა, ბევრი რამ ისე ხდება რაც ჩვენ არ გვინდა და არ მოგვწონს მაგრამ ყველაფერს ვსწავლობთ, ადამიანები ვართ  და ცხოვრებას ვაგრძელებთ და გამოცდილებას ვიძენთ. რაღაც მიზნისკენ მივდივართ რაღაცას წარმოვადგენთ.
ინდივიდებათ იმიტომ ვიბადებით რომ ჩვენი აზრი გვქონდეს და გამორიცხულია ამ აზრში ყოველთვის მართლები ვიყოთ.

ყველაზე ცუდი ის მომენტია როცა შენი არ ესმით, როცა გიპირისპირდებიან როცა შენ უბრალოდ მათი აზრი გაინტერესებს, მაშინ ზიზღდები როცა შენ მათს მეტი არავინ გაგაჩნია და ამაზე პასუხი რა არის? ყველაფერი ასეა მოწყობილი? როცა ერთი გაუგებრობა ჭერს აქცევს და მის ქვეშ გულწრფელი ადამიანები იხოცებიან როცა თვლი რომ ბრალდება უსამართლოა და შენი ზრახვა კი გულწრფელი, როცა გულის ცემა ტანსაცმელს არხევს და შენს მიერ წარმოთქმული სიტყვები კი ადრესატამდე თითქმის საერთოდ არ მიდის. როცა თავს ზემოთ ძალა არ არის იმიტომ რომ ზედმეტი გულწრფელობა აქ არასდროს ფასდება.

მე მჯერა რომ ყველაფერი ქაოტური დალაგდება.
მე ხომ ის ძალიან მიყვარს, ერთბ ხმაურიანი, ხოდა მთავარიც ეს არის.


აქ ყველაფერი კარგია

ბათუმში დასასვენებლად წავედი, ნუ თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული. ყველაფერი შეიცვალა, აღმოჩნდა რომ ხალხი არც ისე ბევრია, ზღვა არც თუ ისე სუფთა და ამინდები.  ჩემს ჩამოსვლას დაემთხვა და მეგობარმა ბარი გახსნა, ევროპის მოედანთან, ბარათაშვილის #1 ერედელის ბარი.

თუ ბათუმში ხარ და გინდა დალევა შეგიძლია ამ ადგილს მიმართო, სიტუაცია თავად შეგიძლია დაგეგმო, პირდაპირ ჯგუფის გვერდზე მოითხოვო როგორი გარემო გინდა და მეგობრებთან ერთად “გააჯაზო”.

რაც მთავარია მუსიკა ცოცხალია, სასმელი იაფი და ატმოსფერო ყოველთვის მეგობრული, ფაქტიურად დღე ისე მთავრდება ყველა მაგიდის სტუმარი ერთ მაგიდაზე იყრის თავს და ერთად სვამს, ნუ ეს რა თქმა უნდა ნებაყოფლობითია. ბარს ჰყავს ვიპ სტუმრები რომელთაც ფასდაკლება და პრიორიტეტები აქვთ სასმელთან და არამარტო, შესაბამისად ვინც ერედელის ბარს ხშირად სტუმრობს მას შეუძლია ვიპ ბარათი მოითხოვოს.

ბარში მუდმივად ხდება რაღაც, ახლა გამოფენა არის როგორც ფოტოგრაფების ასევე მხატვრების, რამოდენიმე დღის წინ M-TV-ის წარმომადგენლებმა უმეტესი ნაწილი ფოტოების იყიდეს და როგორც თავად თქვეს ბათუმის საუკეთესო ბარის გასახსენებლად ეს ყველაზე კარგი საშუალებაა.

ერედელის ბარში იმდენი საჩუქარია ხოლმე რომ ხალხი იბნევა. ეს ძალიან კარგია, საჩუქრები ხომ ყველას უყვარს, ხოდა ჩვენი ბარიც ყველასთვისაა.

მათ კი ვისაც უნდა ცოტა სასმელი, ან ბევრი, ან სულაც ძალიან ბევრი, ან უბრალოდ უყვარს ექსპერიმენტები და მზადაა იმისთვის რომ საკუთარი თავი გამოსცადოს ამის იდეალური შანსი არსებობს, ნებისმიერი სახის ალკოჰოლი და კოქტეილი, ამას ვერ ავგწერ ის უნდა გასინჯო, რაც მთავარია ეს ყველაფერიც ძალიან იაფად.

მოკლედ 20 ივლის დასასვენებლად ჩამოვედი და დღემდე აქ ვარ, უკვე თითქმის ერთი თვეა და სულ ერედელის ბარში იმიტომ რომ ძალიან კარგია, სიტუაცია რომელიც არასდროს გბეზრდება. ხოდა ხვალ პოეზიის საღამო გვაქვს ბლუზის თანხლებით, ასე რომ ყველას გირჩევთ ამ ბარში მოხვედრას.

ხო მართლა, აქ Wi-Fi არის და გადავწყვიტე ამ კარგ ადგილზე პოსტი დამეწერა.


მელოდიამ მომიყვა ასე.

როცა გარშემო სიყვარული ბატონობს და ხელმოცარულ მოხუცებს ჩაის სითბო ყველაზე მეტად უხარიათ. წყვილებს ერთმანეთში ჩაჭიდებული ხელები უცხელდებათ და სიყვარული დისკომფორტს სძლევს ხოლმე. როცა ტუჩებს მლაშე გემო აქვს, როცა გულისცემა გაფიქრებს რომ რაღაც ხდება, როცა ამ სამყაროში იმას აწყდები რაც უკვე ზოგადად კარგია.

ზღვის ფონზე გავლილ ბულვარში ღრმა თვალებში ამოკითხული გრძნობა და სიამაყე რომ ამ ყველაფრის მფლობელი ხარ, რომ ეს სითბო შენ გეკუთვნის, რომელმაც არასოდეს გინდა დაგტოვოს და თუ ჭეშმარიტია ის არც არასოდეს მიგატოვებს, ერთობ უხეშად და ზურგშექცევით, განა ასეთ ძლიერ და კარგ გრძნობას ეგ შეუძლია?

ეს არის ადგილი სადაც არავინ იტყუება. ეს არის ადგილი სადაც არავინ კვდება, ეს არის ადგილი სადაც არასოდეს ღამდება და არასოდეს ბერდებიან, ეს სიყვარულის გულია.ბანალური გული რომელიც ყველას ასე გვჭირდება.

ისტორიები ბევრია და მრავალფეროვანი, უხეში და მომხიბვლელი, ზოგი სიყრმის, ზოგიც წვეთებად ჩაღვრილი ჩვენს გულებში, ზოგიც მარტივი, ზოგი რთული, ზოგადად ყველაფერი ტკბილია და კარგი რადგან მათ ერთი აქვთ საერთო.თვალები.

ახლა ის მომენტია, როცა მელოდია მომწონს და პოსტში ვიღვრები, იმას ვწერ რასაც ფიქრი მაძლევს , ფიქრს მუსიკა მართავს და საერთოდ ამ დროს განხორციელებული ყველა პროცესი მხიბლავს. ახლა არ ვიცი რას ვწერ, არც ის ვიცი ზევით რეები დავწერე, მერე რომ წავიკითხავ დავფიქრდები რამდენად შემოვიდა ეს მუსიკა ჩემში და გამშიფრა.

ხოდა ძველისძველ პოსტებში ოდესღაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:გრძნობების დროება მოდის, ჩვენ კი მათი გამოყენება უნდა ვისწავლოთ.


ცვალებადი მოღრუბლულობა

სამყაროს ორი წერტილი ჰქონია. ბევრი მიმართულება  და ისინი იმისთის ყოფილან რომ გადავკვეთოთ და ხშირ შემთხვევაში გავცდეთ კიდეც მათ.

სამყაროში ბევრი დაბნეული ფერია, მათი შეკრება მხოლოდ ფიქრებს ძალუძთ.

გაღიმებული სახეები შემოაკლდა ქუჩებს, ამიტომ ღიმილი ერთადერთია რაც საზოგადოებას დროებით გადაარჩენს.

ადამიანები უხეშნი გახდნენ და ერთმანეთთსაც კი აღარ სწყალობენ, ოღონდ ეგოიზმი დაიკმაყოფილონ.

ქუჩაში მელოდიით სიარული ისევ ისე მამშვიდებს როგორც აქამდე, ბევრი ნაცნობი და ბევრი უცნობი ნაცნობი ფიქრებითა და თვალებით.

თვალების სიღრმეზე ადრეც დამიწერია, უზრდელობაა არ შეამჩნიო ადამიანი რომელიც ფიქრობს და შედეგს ნახულობს. ხვდება რომ ის მოაზროვნე არსებაა და ის პროგრესირებს.

მზიანი ამინდებია. უკვე ზაფხული მოდის და თითქოს დადებითი ემოციებია ჩვენს გარშემო, ამიტომ უნდა შევიგრძნოთ ყველა დეტალი და ღრმად ვისუნთქოთ.

სიყვარული ისეთი რამ არის რომ ყველას არ შეუძლია, ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად და ყველაფერი გამოგივათ ცხოვრების გზაზე.


ჩანახატი

- მამა დედა აღარ მოვა?

შემოდგომის მიწურულს ნიკოლას დილით ამ შეკითხვით გაეღვიძა, საბანში მსუქანი ფეხები ჩახლართვოდა და ხელის გულები გაოფლიანებოდა. გვერდით, იქვე, მამამისი, სებასტიანი იწვა, რომელიც თეთრ ჭერს იყო მიშტერებული. ამის გაგონებაზე გადაიხარხარა.

- არა, აღარ მოვა.

ამ პასუხის გაგონებაზე ბავშვმა ტირილი დაიწყო.

- სილვიან!!  – მოდი მოხედე, ბაშვი ტირის. ოთახში მაღალი და სექსუალური სილვიანი შემოვიდა და ბავშვი ხელში აიყვანა, ის მაშინვე დაწყნარდა. დედას მჭიდროდ ხვევდა ხელებს კისერზე და პატარა ცხვირს ყელში მძლავრად მალავდა.

- დაწყნარდი პატარა აქ ვარ, შენთან.

1

სებასტიანმა პირველად ძალიან უცნაურად სცადა ჩემი გულის მოგება, ყავაზე დამპატიჟა, კაფეში, მმმ, აღარ მახსოვს რა ერქვა, რომ მივედი არ იყო მოკლედ ჯერ მოსული, მაგიდასთან დავჯექი და ყავა შევუკვეთე. გადის ოცი წუთი და შემოდის კაფეში, ხელში ფოდნოსი უჭირავს და ზედ ორი ყავა დევს პუდრიანი ორცხობილით, გამიკვირდა, ვერ მივხვდი რას აკეთებდა.ხოდა აქ არ არის კარგი ყავა უბრალოდ კარგი გარემოაო, ამიტომ გვერდით კაფედან კარგი ყავა მოგიტანე რომ თავი კომფორტულად გეგრძნოო, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ორიგინალური იყო თუმცა ამით არ დასრულებულა, ეს ის პირველი შეხვედრა იყო…

2

- სანამ ნიკოლასი გაჩნდებოდა მგონი ამაზე არც არასდროს გამოგითქვამს პრეტენზია. ხმამაღლა კი გამოუვიდა სებასტიანს

- იცი რაა?? ნიკოლასს ნუ ახსენებ შენ ყოველთვის მიზეზად, რომ გდომოდა ასე არ მოხდებოდა, არ მინდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი მორჩა.

- თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა, თითქოს ყველაფერი ისევ ისე უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ, სითბოს ვეღარ ვხედავ შენში, რა გავაკეთო მითხარი.

სილვიენს პასუხი არ გაუცია, ან შეიძლება ვერც გაიგო, მეორე ოთახში გავარდა და კარი მაგრად მიიხურა. ტელეფონი გათიშა და მას მერე არც ჩაურთავს, სებასტიანმა ყველგან დარეკა რომ გაეგო სად წავიდა სილვიანი თუმცა ამაოდ.

დილით ნიკოლასმა როცა გაიღვიძა უცნაურად იკითხა:

- მამა დედა აღარ მოვა?
- არა, აღარ მოვა.

ნიკოლას აღარ უტირია, ჩაფიქრებული თვალები ჭერს გაუშტერა, სებასტიანს ცრემლი მოადგა თვალზე და ოთახიდან გავიდა.


რა მოხდებოდა რომ…

რა მოხდებოდა რომ არ არსებულიყვნენ გოგოები? ალბათ ბიჭები გაცილებით უფრო ლამაზები იქნებოდნენ. რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო ტენდენციები, რომ არ ყოფილიყო ამბიციები, სამსახურები, არ ყოფილიყო საჭირო ფული, არ ყოფილიყო ციხე, არ ყოფილიყო საავადმყოფო, არ ყოფილიყო ძილი. რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სიმართლე, არ ყოფილიყო ბოროტი ტყუილი, არ ყოფილიყო სიბერე, არ ყოფილიყო ბავშვობა, რა მოხდებობდა არ ყოფილიყო წყურვილი, არ ყოფილიყო შიმშილი, არ ყოფილიყო ტკივილი, არ ყოფილიყო მაღალი, არ ყოფილიყო დაბალი. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო ინტერნეტი, არ ყოფილიყო უცხოობა, არ ყოფილიყო სირცხვილი, არ ყოფილიყო ნაცნობობა. არ ყოფილიყო მანძილი, არ ყოფილიყო დრო, საათი და წამი. არ ყოფილიყო განსხვავება, არ ყოფილიყო საკუთრება, არ ყოფილიყო ცხოველი, არ ყოფილიყო ფრინველი. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო ხმაური, არ ყოფილიყო სიჩუმე. რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სირთულე, არ ყოფილიყო სიმარტივე. რა მოხდებობდა არ ყოფილიყო დედა , არ ყოფილიყო მამა.

რა მოხდებოდა არ დამთავრებულიყო ის რაც ოდესღაც კარგად იწყება, რა მოხდებოდა არ ყოფილიყო სიყვარული, გვეცხოვრა ყველას ერთად ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთ ხაზში ყოველგვარი ცვლილების გარეშე, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო.


არა ქალიშვილ ბლოგერთა სია

რა ცუდი სათაურით დავიწყე არა?? უბრალოდ მაინტერესებს რამდენად შეიძლება პოსტი სათაურმა გაყიდოს, მეორე ის ფაქტი რომ ეს თემა მგონი ბლოგერებში ძალიან აქტუალურია, ჩემი აზრით ასეთ სათაურიან პოსტზე მხოლოდ ბლოგერები შემოვლენ და მათი ნაცნობები. ასე რომ ვთქვათ ბლოგოსფეროს ჩარჩოებს ვუდგენ. კიდევ ის მომენტია რომ ასეთი პოსტები არ იწერება დღეს და შეიძლება აქტიუალურიც კი იყოს. ხოდა მეც ვატარებ ცდას, კოელიოს უნდა მივემსგავსო და ბლოგის გაყიდვაზე უნდა ვიზრუნო.. პ.ს. იქნებ ვინმე ბლოგერთა ჟამთა აღმწერელი აღმოჩნდეს და შეძლოს მსგავსი სტატისტიკური მონაცემების დადება.. საინტერესო იქნებოდა მოდი ჩვენც ვცადოთ ჩვენი რა მიდის


პატაფიზიკური რეალობა

სათაურიდან გამომდინარე ისე გამოდის რომ ყველაფერი რასაც მე დავწერ ამ პოსტში პატაფიზიკურია, არა, უბრალოდ მე მინდა რომ ეს ასე იყოს.

ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის როგორც ეს ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავწერო პოსტი, განწყობის პოსტი. მგონი არ გამომდის, ვერ ვწერ. ფიქრი გამირბის.

არსებობს ადამიანი რომელიც ასეთ მდგომარეობაში ყოველთვის მკურნავს, თუმცა ….

თუ გინდა იყო ძლიერი მთელს ცხოვრებაში უნდა იფიქრო, თუ სწორად იფიქრებ, თან ისე რომ ამით არავის დააზარალებ, ეს ნიშნავს რომ შეგიძლია გონიერი უწოდო საკუთარ თავს.

როცა მომავალს საკუთარი ხელით აშენებ, ნუ გადააბიჯებ შენი მომავლის ნაწილს კარგი მომავლის გულისთვის.

გახსოვდეს, სიყვარული ყოველთვის დომინანტია.

წარსული ტკბილად გვახსენდება, ზოგჯერ უმნიშვნელო ნაბიჯებს ვნანობთ. რა მოხდებოდა ასე არ მოვქცეულიყავით.

მე მიხარია, რომ შემიძლია ვარსებობდე ჩემი უმნიშვნელო რაობით ამ ქვეყანაზე და ვამაყობდე იმ სიმდიდრით რაც შევიძინე.

რა მალე გავა წლები. ძალიან მალე

უსაშველო მონატრებას როგორ შველით ხოლმე? რეცეპტი დამჭირდება ვგონებ.

თუ გინდა ჭკვიანი და განათლებული იყო ამისთვის საკუთარ თავთან მუშაობა გაცილებით ეფექტურია .

 

მოკლედ მინდოდა პოსტში ჩამეყარა  ის აზრები, რაც ეხლა თავში მაქვს, ისინი არ არიან ლოგიკურად ერთმანეთთან კავშირში თუმცა ამოსავალი წერტილი მაინც ერთია.


ადამიანი რომელიც ოცნებობდა სიკვდილზე

ეს ისტორია მოვისმინე ოთხი დღის წინ ერთი მოხუცისგან, ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე  რომ გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა და თქვენთვისაც გამეზიარებინა.

“ეს ამბავი შემოდგომის მიწურულს მოხდა. სველ ასფალტზე ნახეს გოგონას ცხედარი, ცხვირიდან და თვალიდან სისხლი სდიოდა. თვალები ერთ წერტილში ჰქონდა გაშტერებული, უცნაური ემოცია ჰქონდა სახეზე, თბილი და ინტერესიანი”.

აგელოვის 12 ნომერში ცხოვრობდა ერთი გოგონა, (მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ) წითელი თმითა და მწვანე თვალებით,  უემოციო და უხასითო. რაც ოც წელს გადაცდა მას მერე უფრო და უფრო შეიცვალა, მხიარული ბავშობიდან ჩაკეტილ ახალგაზრდობაში გადავიდა. ძალიან უკვირდათ მის მეგობრებს თუ რატომ მოხდა ასე, რამ განაპირობა ის ფაქტი რომ წითურ გოგონას სიმარტოვე გაცილებით ხიბლავდა სახლის ბნელ კუთხეში.

მეგობრები ხშირად გაუვლიდნენ ხოლმე სახლში, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ამხიარულებდნენ, ვერც იყოლიებდნენ სადმე წასვლაზე. თავაზიანად გაისტუმრებდა ხოლმე წითური მეგობრებს და ისევ თავის ბნელ კუთხეს მიაშურებდა. იქ რამოდენიმე თეთრი ფურცელი ედო, ფერადი ფანქრები და კედელზე გაკრული ნაჭერი, რომლის ნახევარი უკვე შევსებული იყო ფერადი ფიგურებით და თითქოს რაღაც იდუმალს ამბობდა. მილიონობით ესკიზს აკეთებდა და და საბოლოო, ყველაზე კარგი ვარიანტი კი ნაჭერზე გადაჰქონდა. ყველა ფიგურა ისე იყო ერთმანეთში შერწყმული ვერც იფიქრებდით რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა იდეით  იყო დახატული.

დილით ადრე სასეირნოდ გადიოდა ხოლმე, ძალიან ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა აგელოვის ქუჩას. ბრაზდებოდა როცა სახლში მისვლას აგვიანებდა, რამდენჯერ ყოფილა სეირნობას შეყოლია და სახლში სირბილით დაბრუნებულა, აცახცახებული შევარდნილა ოთახში და ესკიზების ხატვა გაუგრძელებია.

“მეზიზღებიან! ვერ ვიტან მათ ვერცერთ ემოციას! მძულს მათი მოძრაობა და სუნთქვა. რა იქნება ერთ დღეს გავიღვიძო და აღარავინ დამხვდეს ამ სამყაროში,მხოლოდ მე და ბუნება. აუ, რამდენს ვისეირნებდიი.” – ხშირად წერდა ხოლმე ჩანაწერებს, ფურცელზე გადაჰქონდა ყველა თავისი გულის ტკივილი.

ოთხშაბათი იყო, დათო ნასვამი მოვიდა სახლში. ესკიზებს ხატავდა, არც გამოსულა ოთახიდან. დათომ ცემა ის და წავიდა. ცუდი განზრახვით არ დაურტყამს, არა, უნდოდა რომ გამოესწორებინა იგი.

“ყველა მძულს, მათ არ იციან რომ მე არ ვარ მათგანი, ვერ ხვდებიან რომ მე სულ სხვა რაღაცას განვიცდი, წარმოდგენა არ აქვთ რა არის სამყარო და ჭეშმარიტება, არ იციან რა ელით ხვალ”.

წითური გოგონა აგელოვის ქუჩაზე ნახეს გარდაცვლილი, თვალიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. უამრავი ვერსია გამოითქვა თუ რა შეემთხვა მას, მოხუცმა მითხრა სახლში ვერ მიასწრო მისვლაო. მე კი ვფიქრობ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისი სიკვდილის პასუხი ბნელ კუთხეში გაკრულ ნაჭერზე მეგულება.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.